⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2013)
გაუქმებულია:

მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.11.1998
ძალის დაკარგვა 11.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №657
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 5, 07/12/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 974 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.11.1998 მიღება
11.01.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 1.0in .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №657 1998 წლის 23 ნოემბერი ქ. თბილისი „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტისა და 48-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით: 1. დამტკიცდეს „მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სამხედრო კომისარიატში და რაიონებისა და ქალაქების სამხედრო კომისარიატებში საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რეზერვში მყოფი რიგითების, მატროსების, სერჟანტების, ზემდეგებისა და მიჩმანების სამხედრო აღრიცხვის წესდების დამტკიცებისა და მოქმედებაში შესვლის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1993 წლის 11 მარტის №121 ბრძანება. ე. შევარდნაძე დ ე ბ უ ლ ე ბ ა მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ 1. საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის ორგანიზება წარმოებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. რეზერვისტთა და წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვა დაკავშირებულია ქვეყანაში მოქმედ მოქალაქეთა რეგისტრაციის სისტემასთან (საცხოვრებელი ადგილის მიხედვით). მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფენ რაიონების ან ქალაქების (რაიონული დაყოფის გარეშე) სამხედრო კომისარიატები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი მმართველობის და თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების, საწარმოებისა და დაწესებულებების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) მიერ წარმოდგენილი მონაცემების საფუძველზე. 3. სამხედრო აღრიცხვა იყოფა საერთო და სპეციალურ აღრიცხვებად. საერთო აღრიცხვაზე იმყოფებიან ის რეზერვისტები, რომლებიც მობილიზაციისა და ომიანობის პერიოდში არ არიან დაჯავშნილები საქართველოს ეკონომიკისათვის. სპეციალურ სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფებიან ის რეზერვისტები, რომლებიც მობილიზაციის და ომიანობის პერიოდში დადგენილი წესით არიან დაჯავშნილები საქართველოს ეკონომიკისათვის. რეზერვისტები, რომლებიც ჩარიცხული არიან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში როგორც კადრში, ისე სხვა საშტატო თანამდებობებზე, – შესაბამისად აღრიცხვაზე დგანან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. 4. ქვეყანაში რეზერვისტთა და წვევამდელთა სრული და ხარისხიანი სამხედრო აღრიცხვის კონტროლი ეკისრება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას. სამინისტროების, უწყებებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელები მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში ახორციელებენ რეზერვისტთა და წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს. ამ ღონისძიებების ხარისხიანად და დროულად შესრულების კონტროლი ხორციელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. 5. საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვიანობის შესახებ დებულებებს, დარიგებებსა და ინსტრუქციებს, აგრეთვე აღრიცხვიანობის ანგარიშგებისათვის საჭირო ბლანკებს შეიმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომლებსაც უგზავნის შესაბამის სამინისტროებს, უწყებებს, დეპარტამენტებს, ხოლო ეს უკანასკნელნი აღნიშნული დოკუმენტაციებით უზრუნველყოფენ მათ დაქვემდებარებაში მყოფ ყველა სტრუქტურულ ერთეულს. 6. სამხედრო ბილეთების ბლანკები, დაკარგული სამხედრო ბილეთების სანაცვლო დროებითი მოწმობები, სპეციალური აღრიცხვის შეტყობინებები და მოწმობები მზადდება განსაკუთრებულ ქაღალდზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეკვეთით. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები რეზერვისტებსა და წვევამდელებს მიეცემათ ღირებულების გადახდის გარეშე. 7. უწყებების, წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სასწავლებლების (როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო) ადმინისტრაციები ვალდებული არიან: ა) უზრუნველყონ რეზერვისტთა და წვევამდელთა ზუსტი და სრულყოფილი აღრიცხვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დადგენილი წესებისა და ფორმების მიხედვით; ბ) სისტემატურად შეუდარონ მუშა-მოსამსახურეთა, მუშაკთა, მოსწავლეთა და სტუდენტთა პირადი ბარათის მონაცემები რეზერვისტთა სამხედრო ბილეთებსა და წვევამდელთა მიწერის მოწმობების ჩანაწერებს, ყოველწლიურად წარუდგინონ ისინი შესაბამის სამხედრო კომისარიატებს სამხედრო-სააღრიცხვო მონაცემების შედარებისათვის; გ) განახორციელონ რეზერვისტთა და წვევამდელთა ოჯახური მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის მისამართების, სამსახურებრივი მდგომარეობის, საერთო განათლებისა და ტექნიკური მომზადების ცვლილებათა სისტემატური აღრიცხვა; აღნიშნული ცვლილებები 7 დღეში შეიტანონ პირად ბარათებში და აცნობონ ეს შესაბამის სამხედრო კომისარიატებს; დ) დროულად გააფორმონ მუშა-მოსამსახურეების, საინჟინრო-ტექნიკური და კვალიფიციური მუშაკების რეზერვისტთა დაჯავშნა საქართველოს ეკონომიკისათვის მობილიზაციისა და ომიანობის პერიოდში; ე) ათ დღეში აცნობონ სამხედრო კომისარიატებს სამუშაოზე (სასწავლებელში) ახლად მიღებულ და სამუშაოდან დათხოვნილ (სასწავლებლიდან გარიცხულ) რეზერვისტთა და წვევამდელთა შესახებ. 8. უწყებების, საწარმოების, დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სასწავლებლების (როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურები) ადმინისტრაციები ვალდებული არიან რეზერვისტთა და წვევამდელთა სამუშაოზე ან სასწავლებელში მიღების დროს შეამოწმონ მათი სამხედრო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია (რეზერვისტებს – სამხედრო ბილეთი ან დროებითი მოწმობა, ხოლო წვევამდელს – მიწერის მოწმობა), დაადგინონ, იმყოფებიან თუ არა ისინი სამხედრო აღრიცხვაზე. რეზერვისტები და წვევამდელები, რომლებიც არ იმყოფებიან სამხედრო აღრიცხვაზე, სამსახურში (სასწავლებელში) მიიღებიან მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სამხედრო აღრიცხვის შემდეგ. 9. სამხედრო კომისარიატებში, ქალაქების მერიებში, სოფლების გამგეობებში, საწარმოებში, ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და სასწავლებლებში (როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო) სამხედრო-სააღრიცხვო პერსონალი შეირჩევა დატვირთვის შემდეგი ნორმებით: ა) ქალაქებისა და რაიონების სამხედრო კომისარიატებში სამხედრო აღრიცხვაზე 1500 რეზერვისტის არსებობისას – ერთი მუშაკი (კადრების აღრიცხვისა და დაჯავშნისათვის), 1500-დან 3000-მდე რეზერვისტის არსებობისას – ორი მუშაკი და ყოველ შემდეგ 1500 რეზერვისტზე – დამატებით თითო მუშაკი; ბ) ქალაქების მერიებსა და სოფლების საკრებულოებში 250-დან 500 რეზერვისტისა და წვევამდელის არსებობისას გაითვალისწინება ერთი მუშაკი, 500-დან 1000-მდე – ორი მუშაკი, ხოლო ყოველ შემდგომ 1000 რეზერვისტსა და წვევამდელზე – დამატებით თითო მუშაკი. ამ მუშაკების დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე; გ) უწყებებში, საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებსა და სასწავლებლებში (როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სტრუქტურებში) 250-დან 500-მდე რეზერვისტისა და წვევამდელის არსებობისას – ერთი მუშაკი, 500-დან 1000-მდე – ორი მუშაკით, 1000-დან 2000-მდე – სამი მუშაკი, ხოლო ყოველ შემდგომ 1000 რეზერვისტსა და წვევამდელზე – დამატებით თითო მუშაკი. ამ მუშაკების დაფინანსება ხდება ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე. 10. ქალაქების მერიებში, სოფლების გამგეობებეში, უწყებებში, საწარმოებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და კომერციულ სტრუქტურებში), სადაც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფება 250-ზე ნაკლები რეზერვისტი და წვევამდელი, მათი აღრიცხვისა და დაჯავშნის საქმის წარმოება, დადგენილი წესით, შეთავსებით ეკისრება ქალაქის მერიის, სოფლის გამგეობის, უწყების, საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულებისა და სასწავლებლის ერთ-ერთ მუშაკს. 11. აღრიცხვაზე მყოფ მუშაკთა გადაადგილებასა და დანიშვნას ახორციელებს შესაბამისი ქალაქის მერიის, სოფლის გამგებლის, უწყების, საწარმოს, ორგანიზაციის, დაწესებულებისა და სასწავლებლის ხელმძღვანელი ქალაქისა და რაიონის სამხედრო კომისართან შეთანხმებით. 12. რეზერვისტები, წვევამდელები და პასუხისმგებელი თანამდებობის პირები სამხედრო აღრიცხვის დარღვევისათვის პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.