„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
მიღების თარიღი 17.07.2009
ძალის დაკარგვა 03.02.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №163/01
სარეგისტრაციო კოდი 220090000.18.011.013295
გამოქვეყნების წყარო სსმ, 90, 22/07/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვის და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 08.08.1997
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 63.0pt 53.95pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.013.295
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანება №163/01-№451
2009 წლის 17 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებთ:
მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1997 წლის 8 აგვისტოს №194/45 ერთობლივი ბრძანება „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების გამოშვების, განთავსების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“.
მუხლი 3🔗. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ქადაგიძე
კ. ბაინდურაშვილი
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის წესებს.
2. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გამოშვება ხდება ეროვნული ვალუტით, არამატერიალიზებული ფორმით.
3. ერთი სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის ნომინალური ღირებულებაა 100 ლარი.
4. სახელმწიფო ფასიანი ქაღალდის გამოშვება ხდება ერთ წლამდე დაფარვის ვადით, დისკონტით და დაიფარება ნომინალური ღირებულებით.
მუხლი 2🔗. დებულებაში გამოყენებული ტერმინები
ამ დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სახაზინო ვალდებულება – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – ფინანსთა სამინისტრო) მიერ გამოშვებული მოკლევადიანი დისკონტური სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი (შემდგომში – სახაზინო ვალდებულება);
ბ) სახაზინო ვალდებულებების პირველადი ბაზარი – ბაზარი, რომელზეც ხდება სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა მათი გამოშვებისას;
გ) სახაზინო ვალდებულებების პირველადი ბაზრის მონაწილეები – კომერციული ბანკები და მათი კლიენტები;
დ) სახაზინო ვალდებულებების მეორადი ბაზარი – ბაზარი, რომელზეც ხდება სახაზინო ვალდებულებების ყიდვა-გაყიდვა პირველად ბაზარზე განთავსების შემდეგ;
ე) კომერციული ბანკი (შემდგომში – ბანკი) – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას;
ვ) ბანკის კლიენტები (შემდგომში – კლიენტები) – რეზიდენტი და არარეზიდენტი ფიზიკური და იურიდიული პირები;
ზ) ნომინალური ღირებულება – თანხა, რომელსაც ემიტენტი (ფინანსთა სამინისტრო) უხდის სახაზინო ვალდებულების მფლობელს დაფარვის ვადის დადგომისას;
თ) შესყიდვის ფასი – თანხა, რომელსაც იხდის მყიდველი სახაზინო ვალდებულების შეძენისას და რომელიც ნომინალურ ღირებულებაზე ნაკლებია;
ი) დისკონტის თანხა – სხვაობა სახაზინო ვალდებულებების ნომინალურ ღირებულებასა და შესყიდვის ფასს შორის;
კ) შეძენის დღე – აუქციონის ჩატარების დღე;
ლ) ანგარიშსწორების დღე – დღე, როდესაც ხდება აუქციონზე შეძენილი სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის ფასის ეკვივალენტი თანხის ფინანსთა სამინისტროსათვის გადახდა;
მ) დაფარვამდე დღეების რაოდენობა – ანგარიშსწორების დღიდან დაფარვის დღემდე კალენდარული დღეების რაოდენობა;
ნ) დაფარვის დღე – დღე, როდესაც უნდა მოხდეს სახაზინო ვალდებულების განაღდება;
ო) აუქციონის განკვეთის დონე – ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი, რომლის ზემოთაც აუქციონში მონაწილე განაცხადები არ დაკმაყოფილდება;
პ) მრავალი ფასის მეთოდი – აუქციონის ჩატარების მეთოდი, რომლის დროსაც აუქციონში გამარჯვებული მყიდველის თითოეული განაცხადი კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით;
ჟ) კონკურენტული განაცხადი – განაცხადი, რომელიც მონაწილეობს აუქციონში და გამარჯვების შემთხვევაში კმაყოფილდება განაცხადში მითითებული ფასით;
რ) არაკონკურენტული განაცხადი – განაცხადი, რომელიც არ მონაწილეობს აუქციონში და კმაყოფილდება აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთით;
ს) საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი – აუქციონზე გამარჯვებული კონკურენტული განაცხადების მიხედვით გამოთვლილი საშუალო შეწონილი პროცენტი;
ტ) გამოცხადებული ემისია – აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების მოცულობა;
უ) სახაზინო ვალდებულებების გამოშვება (ემისია) – აუქციონზე გაყიდული სახაზინო ვალდებულებების მოცულობა;
ფ) ემიტენტი – სახაზინო ვალდებულებების გამომშვები, რომელიც ვალდებულია მოახდინოს სახაზინო ვალდებულებების განაღდება მათი დაფარვის დღეს ნომინალური ღირებულებით;
ქ) სახაზინო ვალდებულებების მფლობელი – იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საკუთრების უფლება სახაზინო ვალდებულებაზე;
ღ) ნომინალური მფლობელი – ბაზრის შუამავალი, რომელსაც მფლობელი წერილობითი ხელშეკრულებით ანიჭებს რეესტრში სახაზინო ვალდებულებების თავის სახელზე აღრიცხვის და მათი განკარგვის უფლებას;
ყ) გამოშვების (ემისიის) რეგისტრაციის ნომერი – სახაზინო ვალდებულების ყოველი გამოშვებისათვის (ემისიისათვის) მინიჭებული ნომერი;
შ) სახაზინო ვალდებულებების რეესტრი (შემდგომში – რეესტრი) – ელექტრონული ჩანაწერები, სადაც მითითებულია ინფორმაცია სახაზინო ვალდებულების, მისი მფლობელის და ნომინალური მფლობელის შესახებ;
ჩ) სუბრეესტრი – რეესტრი, რომელსაც კომერციული ბანკი აწარმოებს საკუთარი კლიენტების ჭრილში;
ც) ელექტრონული სავაჭრო სისტემა – პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც ხდება სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა აუქციონზე და შესაძლებელია ვაჭრობა მეორად ბაზარზე.
მუხლი 3🔗. პირველადი ბაზრის ორგანიზება
1. პირველად ბაზარზე სახაზინო ვალდებულებების გაყიდვა ხდება აუქციონის მეშვეობით.
2. აუქციონები ტარდება ელექტრონული სავაჭრო სისტემის გამოყენებით.
3. აუქციონები ტარდება მრავალი ფასის მეთოდით.
4. აუქციონი ტარდება საქართველოს ეროვნულ ბანკში (შემდგომში – ეროვნული ბანკი).
5. აუქციონზე მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ კომერციულ ბანკებს.
6. ფინანსთა სამინისტრო აუქციონის შედეგების შესახებ ინფორმაციას იღებს ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით.
მუხლი 4🔗. აუქციონის გამოცხადება
1. არა უგვიანეს ყოველი კვარტალის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ფინანსთა სამინისტრო აქვეყნებს ემისიის კალენდარს სულ მცირე მომდევნო სამი თვისათვის.
2. ემისიის კალენდარი მოიცავს ინფორმაციას აუქციონების ჩატარების თარიღების, თითოეულ აუქციონზე გასაყიდი სახაზინო ვალდებულებების ვადიანობის და მოცულობის შესახებ.
3. ფინანსთა სამინისტროს მიერ ემისიის კალენდრის შედგენა და მასში ნებისმიერი ცვლილების განხორციელება ხდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებით, რისთვისაც იგი კალენდრის პროექტს გამოქვეყნებამდე არა უგვიანეს ერთი კვირით ადრე უგზავნის ეროვნულ ბანკს.
4. აუქციონამდე არანაკლებ ხუთი კალენდარული დღით ადრე ფინანსთა სამინისტრო ეროვნულ ბანკს უგზავნის აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას და იმავე დღეს აქვეყნებს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სამინისტროს ვებგვერდზე.
5. აუქციონის გამოცხადებისას ფინანსთა სამინისტრო განსაზღვრავს ემისიის აუქციონის თარიღს, გასაყიდად გამოტანილი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას, დაფარვის თარიღს, აუქციონის განკვეთის დონეს.
6. ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს აუქციონის გამოცხადებას ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით ფინანსთა სამინისტროდან შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღეს.
7. აუქციონის გამოცხადებისას ეროვნული ბანკი მიუთითებს აუქციონის დაწყების დროს.
8. ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს გააუქმოს დანიშნული აუქციონი, რის შესახებაც ის აუქციონის ჩატარების თარიღამდე ერთი სამუშაო დღით ადრე ინფორმაციას უგზავნის ეროვნულ ბანკს და აღნიშნულ ინფორმაციას განათავსებს სამინისტროს ვებგვერდზე.
მუხლი 5🔗. განაცხადების წარდგენის წესი
1. განაცხადების მიღება იწყება აუქციონის დღეს, აუქციონის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და წყდება აუქციონის დაწყების მომენტში.
2. ბანკებს უფლება აქვთ აუქციონზე განაცხადი წარადგინონ საკუთარი სახელით (ბანკის პორტფელისთვის) ან კლიენტის დავალებით (კლიენტის პორტფელისთვის).
3. ბანკის კლიენტები აუქციონზე განაცხადებს წარადგენენ კომერციული ბანკების მეშვეობით.
4. ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს გაუგზავნოს განაცხადების წარმომდგენი კლიენტების სია, შესაბამისი თანხების მითითებით.
5. განაცხადი შეიძლება იყოს კონკურენტული და არაკონკურენტული.
6. არაკონკურენტულ განაცხადებს (როგორც საკუთარს, ისე კლიენტისას) ბანკი წარმოადგენს ჯამურად, მთლიანი თანხის და განაცხადების რაოდენობის მითითებით.
7. ერთი არაკონკურენტული განაცხადის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 20 000 ლარს.
8. ერთი კლიენტის დავალებით ბანკს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი.
9. საკუთარი სახელით ბანკს შეუძლია წარმოადგინოს მხოლოდ ერთი არაკონკურენტული განაცხადი.
10. ბანკის მიერ კლიენტების დავალებით აუქციონზე წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების რაოდენობა არ იზღუდება.
11. ბანკის მიერ აუქციონზე წარსადგენი კონკურენტული განაცხადების რაოდენობა არ იზღუდება.
12. თითოეული ბანკის მიერ წარმოდგენილი ყველა განაცხადის ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს გამოცხადებული ემისიის მოცულობას.
13. ერთი კონკურენტული განაცხადის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს.
14. კომერციული ბანკები განაცხადებს წარადგენენ ელექტრონული ფორმით აუქციონის მომსახურე პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
15. ელექტრონული განაცხადის წარმოდგენით ბანკი აღიარებს წინამდებარე წესების მოთხოვნათა სავალდებულო შესრულებას.
16. აუქციონზე დაიშვება მხოლოდ სწორად შევსებული ელექტრონული განაცხადი, რომელიც უნდა მოიცავდეს შემდეგ აუცილებელ ინფორმაციას:
ა) კონკურენტული განაცხადის შემთხვევაში: შესასყიდი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას და საპროცენტო განაკვეთს (მეათასედის/მძიმის შემდეგ სამი ციფრის სიზუსტით). კლიენტის სახელით გაკეთებულ განაცხადში ბანკი გააკეთებს შესაბამის მითითებას;
ბ) არაკონკურენტული განაცხადის შემთხვევაში: შესასყიდი სახაზინო ვალდებულებების ჯამურ ოდენობას და საკუთარი და კლიენტებისაგან მიღებული განაცხადების რაოდენობას.
17. აუქციონის დაწყებამდე კომერციულ ბანკს უფლება აქვს ძველი განაცხადი გააუქმოს და/ან გაითხოვოს, ხოლო მის ნაცვლად წარადგინოს ახალი განაცხადი. დაუშვებელია აუქციონის დაწყების შემდეგ განაცხადის შეცვლა ან უკან გამოთხოვა.
18. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მხრიდან წარმოშობილი ტექნიკური პრობლემების გამო ვერ ხერხდება განაცხადების მიღება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეცვალოს აუქციონის დაწყების დრო, რის შესახებაც იგი დაუყოვნებლივ აცნობებს ფინანსთა სამინისტროს და მონაწილე ბანკებს. ამ შემთხვევაში აუქციონის დაწყების ახალი დროის გამოცხადება უნდა მოხდეს აუქციონის დაწყებამდე სულ მცირე სამი საათით ადრე.
მუხლი 6🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. აუქციონი იწყება წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების მოცულობის დაჯამებით.
2. არაკონკურენტული განაცხადების ჯამური თანხა, მაგრამ არა უმეტეს მთლიანი გამოცხადებული ემისიის 25%-ისა, აკლდება ემისიის მოცულობას და დარჩენილი ნაწილით განისაზღვრება კონკურენტული განაცხადების აუქციონის მოცულობა.
3. იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეების მიერ წარმოდგენილი არაკონკურენტული განაცხადების საერთო თანხა გამოცხადებული ემისიის 25%-ზე მეტია, განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით.
4. აუქციონზე დაშვებული ყველა კონკურენტული განაცხადი დალაგდება განაცხადში მითითებული საპროცენტო განაკვეთების ზრდის მიხედვით.
5. პირველ რიგში დაკმაყოფილდება ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთის მქონე განაცხადი, ხოლო შემდგომ ყოველი მომდევნო მაღალი განაკვეთის მქონე განაცხადი და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება კონკურენტული განაცხადების აუქციონის მოცულობას ან საპროცენტო განაკვეთი მიაღწევს აუქციონის განკვეთის დონეს.
6. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი ერთი და იმავე საპროცენტო განაკვეთის მქონე რამდენიმე კონკურენტული განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ გაუნაწილებელი სახაზინო ვალდებულებების მოცულობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით.
7. როგორც კონკურენტული, ისე არაკონკურენტული განაცხადების შემთხვევაში პროპორციული განაწილების შემდეგ დარჩენილი გაუნაწილებელი სახაზინო ვალდებულებები განაწილდება, პროპორციული პრინციპით დაკმაყოფილებული განაცხადის წარმომდგენებზე, შემთხვევითი განაწილების პრინციპით, აუქციონის პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
8. ეროვნული ბანკი ვალდებულია აუქციონის დასრულებიდან 1 საათის განმავლობაში სავაჭრო პროგრამის მეშვეობით აუქციონში მონაწილე ბანკებს მიაწოდოს აუქციონში მათი მონაწილეობის შედეგების ამსახველი ინფორმაცია.
9. ტექნიკური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გადაავადოს აუქციონის შედეგების გამოქვეყნება.
10. აუქციონის შედეგები ქვეყნდება ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის ვებგვერდებზე არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღისა.
მუხლი 7🔗. სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე შესყიდვის ფასის დადგენა
1. ერთი სახაზინო ვალდებულების შესყიდვის ფასი გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
ნომინალური ღირებულება
2. შესყიდვის ფასი = ————————————————————————————-
საპროცენტო განაკვეთი დაფარვამდე დღეების რაოდენობა
1+ (—————————————— * ——————————————————————)
100 365
3. არაკონკურენტული განაცხადები დაკმაყოფილდება საშუალო შეწონილი პროცენტით, რომელიც გამოიანგარიშება შემდეგნაირად:
E (N * P)
С = ——————————
E (N )
სადაც:
С საშუალო შეწონილი პროცენტია;
E – ჯამი;
N – აუქციონზე დაკმაყოფილებული კონკურენტული განაცხადების ნომინალური ღირებულება;
P – დაკმაყოფილებული განაცხადების საპროცენტო განაკვეთები.
მუხლი 8🔗. სახაზინო ვალდებულებების რეგისტრაცია
1. ეროვნული ბანკი აწარმოებს სახაზინო ვალდებულებების აღრიცხვას რეესტრში ანგარიშზე ჩანაწერის სახით.
2. ეროვნული ბანკი სახაზინო ვალდებულებების რეესტრს აწარმოებს ბანკების ჭრილში.
3. რეესტრში თითოეულ ემისიას ენიჭება 12 ციფრისაგან შემდგარი ნომერი (ემისიის რეგისტრაციის ნომერი), რომლის პირველი ოთხი ციფრი აღნიშნავს აუქციონის ნომერს, შემდეგი რვა ციფრი აღნიშნავს ემისიის დაფარვის რიცხვს, თვეს და წელს.
4. რეესტრში თითოეული ემისიის მიხედვით აისახება ბანკის კოდი, ბანკის ანგარიში ეროვნულ ბანკში, სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა, მათ შორის, ბანკის საკუთარი სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა, კლიენტის სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა და დაგირავებული სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა.
5. სახაზინო ვალდებულებების მფლობელს უფლება აქვს გაასხვისოს, დააგირავოს ან ნომინალურ მფლობელობაში გადასცეს ისინი სხვა პირებს.
6. ბანკის საკუთარი სახაზინო ვალდებულებების პორტფელის მთლიანი მოცულობის ცვლილების ან საკუთარი და კლიენტის სახაზინო ვალდებულებების პორტფელებს შორის ნებისმიერი ცვლილების, აგრეთვე სახაზინო ვალდებულებების დაგირავების შემთხვევაში გარიგების დადების დღეს ბანკი ეროვნულ ბანკს უგზავნის ელექტრონულ შეტყობინებას სისტემა „SWIFT“ -ის მეშვეობით.
7. შეტყობინება უნდა შეიცავდეს გარიგების და ანგარიშსწორების თარიღებს, ოპერაციის შინაარსს (გასხვისება, დაგირავება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა), სახაზინო ვალდებულებების ემისიის ნომერს, სახაზინო ვალდებულებების რაოდენობას, კონტრაგენტის ტიპს (ბანკი ან კლიენტი) და კლიენტის მომსახურე ბანკის დასახელებას. ბანკთაშორისი გარიგების შემთხვევაში მიეთითება კონტრაგენტი ბანკის დასახელება.
8. თუკი სახაზინო ვალდებულებების გასხვისების ან დაგირავების ოპერაციაში (მათ შორის, კლიენტების დავალებით) მონაწილეობას იღებს ორი ბანკი, ეროვნული ბანკი რეესტრში შესაბამის ჩანაწერებს გააკეთებს მხოლოდ ორივე მხარისგან მიღებული შეტყობინების თანხვედრის შემთხვევაში.
9. მიღებული შეტყობინების საფუძველზე რეესტრში შესაბამისი ჩანაწერის გაკეთების შემდეგ ეროვნული ბანკი უგზავნის დასტურს კომერციულ ბანკს სისტემა „SWIFT“ -ის მეშვეობით. მესაკუთრის ცვლილება ან დაგირავება დასრულებულად ითვლება მხოლოდ ეროვნული ბანკიდან შესაბამისი დასტურის მიღების შემდეგ.
10. აუქციონში მონაწილე ბანკები ვალდებული არიან აწარმოონ სუბრეესტრები კლიენტების ჭრილში.
11. სუბრეესტრში უნდა აისახებოდეს ცალკეული სახაზინო ვალდებულებების მიხედვით – ემისიის კოდი, სახაზინო ვალდებულების მფლობელის ან ნომინალური მფლობელის ვინაობა, მისი ანგარიშის ნომერი და სახაზინო ვალდებულებების რაოდენობა.
12. კლიენტის სახელზე შენახული სახაზინო ვალდებულებების გასხვისებისას, დაგირავებისას, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემისას ან კლიენტის მიერ მომსახურე ბანკის შეცვლისას, ბანკი ვალდებულია სუბრეესტრში მოახდინოს სათანადო ჩანაწერები.
13. დაუშვებელია სახაზინო ვალდებულებების მფლობელის ცვლილება ან დაგირავება აუქციონზე მათი შეძენის და მათი დაფარვის დღეს.
მუხლი 9🔗. ანგარიშსწორების წესები
1. აუქციონის შედეგების შესაბამისად ანგარიშსწორება ხდება აუქციონის მომდევნო სამუშაო-საბანკო დღეს.
2. ანგარიშსწორების დღეს, არა უგვიანეს საოპერაციო დღის დასრულებამდე, ბანკებმა უნდა უზრუნველყონ აუქციონში გამარჯვებული საკუთარი და კლიენტების განაცხადების შესაბამისი თანხების ჩარიცხვა სახაზინო სამსახურის ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
3. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი ვერ უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობის შესრულებას, მისი ყველა განაცხადი უქმდება, რეესტრში შესაბამისი ცვლილების შეტანით.
4. სახაზინო ვალდებულებების განთავსება ითვლება დასრულებულად, როდესაც გამარჯვებული ბანკები აუქციონზე დაკმაყოფილებული განაცხადების შესაბამის თანხას ჩარიცხავენ სახაზინო სამსახურის ხაზინის ერთიან ანგარიშზე.
5. სახაზინო ვალდებულებების დაფარვის დღეს სახაზინო სამსახური უზრუნველყოფს სახაზინო ვალდებულებების ნომინალური ღირებულების შესაბამისი თანხის ჩარიცხვას შესაბამის სატრანზიტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, საიდანაც ეროვნული ბანკის მიერ განხორციელდება სახაზინო ვალდებულებების რეესტრის მიხედვით ბანკების საკორესპოდენტო ანგარიშებზე თანხების გადატანა.
6. ბანკი ვალდებულია თანხის მიღებისთანავე, დაფარვის დღეს ჩაურიცხოს თანხები საკუთარ კლიენტებს.
7. დაფარვის დღის არასამუშაო დღეზე დამთხვევისას თანხების ჩარიცხვა განხორციელდება მომდევნო სამუშაო-საბანკო დღეს.
მუხლი 10🔗. მხარეთა პასუხისმგებლობა
1. აუქციონის მონაწილეები ვალდებულნი არიან განუხრელად დაიცვან ამ დებულების მოთხოვნები.
2. ბანკი პასუხისმგებელია როგორც თავის საკუთარ, ასევე მისი კლიენტების განაცხადებზე.
3. ბანკი ვალდებულია შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს თავისი კლიენტებისათვის სახაზინო ვალდებულებებით ოპერაციების (ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, ნომინალურ მფლობელობაში გადაცემა) განხორციელების პროცედურები, მათ შორის, მომსახურების ტარიფები, განაცხადების ფორმები და სტანდარტული ხელშეკრულებები.
4. ბანკების მხრიდან ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ბანკს შეიძლება გარკვეული ვადით აეკრძალოს აუქციონებში მონაწილეობის მიღება.