საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველფყოფის შესახებ
მიღების თარიღი 23.12.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №709
სარეგისტრაციო კოდი 300.390.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2(9), 28/01/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.12.1998 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველფყოფის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 50.85pt 49.5pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №709
1998 წლის 23 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ
საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიასა და აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიას შორის 1996 წლის მარტში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შეიქმნა საქართველოს მილსადენის კომპანია. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის დაცვა საქართველოს სახელმწიფოს ვალდებულებაა. საქართველოს ტერიტორიაზე მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად უნდა გატარდეს ღონისძიებათა კომპლექსი სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების მონაწილეობით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს მილსადენის კომპანიის და მისი ინფრასტრუქტურის როგორც ობიექტების, ისე პერსონალის მაქსიმალური უსაფრთხოება.
საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების უსაფრთხოების მიზნით, აგრეთვე მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე:
1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეიქმნას მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
სულხან პაპაშვილი – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი,
კომისიის თავმჯდომარე
ნუგზარ ბაბუციძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
თეიმურაზ გრძელიძე – საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
დავით გულუა – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
კარლო გუჯაბიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში
აკაკი დარჯანია – ქ. ფოთის მერი
ანდრო ზოდელავა – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე
ზურაბ თავართქილაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ნოდარ ულუმბერაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე
ჯონი ფირცხალაიშვილი – საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი – თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ფრიდონ შენგელია – საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე
ავთანდილ ცქიტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე სასაზღვრო ძალების შტაბის უფროსი
ვალერი ხაბურძანია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის უშიშროების საკითხთა სამსახურის უფროსი.
2. კომისიამ განსაზღვროს და დაამტკიცოს საქართველოს მილსადენის კომპანიის დაცვის ღონისძიებათა პარამეტრები და სქემა.
3. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (ს. პაპაშვილი) შეიქმნას საქართველოს მილსადენისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველო.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) 1999 წლის ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ახლად შექმნილი საქართველოს მილსადენისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველოსათვის 200 საშტატო ერთეული.
5. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (ვ. ქუთათელაძე), შინაგან საქმეთა სამინისტროს (კ. თარგამაძე), თავდაცვის სამინისტროს (დ. თევზაძე), სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის (ვ. ჩხეიძე) და დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის (ა. იოსელიანი) შესაბამის დანაყოფებში შეიქმნას სპეციალური ქვედანაყოფი ან მიმართულება, რომელიც დაკავებული იქნება მილსადენის უსაფრთხოების საკითხებით.
6. კომისიასთან მისი მუშაობის უწყვეტობისა და კოორდინაციის მიზნით, სპეციალური ქვედანაყოფების და მიმართულებების ხელმძღვანელების შემადგენლობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.
7. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საქართველოს მილსადენისა და სხვა ობიექტების დაცვის სამმართველომ სხვა შესაბამისი სამსახურების მეშვეობით განახორციელოს საქართველოს მილსადენისა და სხვა ობიექტების ფიზიკური დაცვა და ოპერატიული მომსახურება.
8. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავდაცვის სამინისტრომ, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა შესაბამისი დანაყოფების მეშვეობით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელონ მისლადენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი, ურთიერთგაცვლა და შესაბამისი ოპერატიული მომსახურება.
9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ ტერიტორიის ადმინისტრაციული დაყოფის პრინციპით უზრუნველყონ მილსადენისა და მისი ინფრასტრუქტურის ობიექტების ოპერატიული მომსახურება.
10. ზემოაღნიშნულ კომისიაში წარმოდგენილ უწყებათა შორის მოქმედების კოორდინაციისათვის ერთ თვეში შემუშავდეს მილსადენის უსაფრთხოების უზრუნველყოფისას წარმოქმნილ ექსტრემალურ სიტუაციებში ურთიერთქმედების ერთობლივი გეგმა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის თითოეული სუბიექტის შეტყობინებისა და რეაგირების სისტემის დეტალური აღწერით.
11. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა: ქვემო ქართლის მხარეში ლ. მამალაძემ, შიდა ქართლის მხარეში ი. ბოჭორიძემ, იმერეთის მხარეში თ. შაშიაშვილმა, გურიის მხარეში კ. გუჯაბიძემ შესაბამისი რაიონების გამგეობებთან ერთად (გარდაბანი, მცხეთა, ახალგორი, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი) თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში სათანადო დახმარება გაუწიონ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს და უზრუნველყონ საქართველოს მილსადენის კომპანიისა და მისი ინფრასტრუქტურის დაცვის ქვედანაყოფების განთავსება.
12. კომისიის თავმჯდომარემ ს. პაპაშვილმა ექვს თვეში ერთხელ ეროვნული უშიშროების საბჭოს წარუდგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში.
ე. შევარდნაძე