"საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №807
2010 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებ ებ ი ს შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის ა და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ.1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები:
1. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვის, მატერიალური უზრუნველყოფისა და შრომის ანაზღაურების პირობების განსაზღვრის მიზნით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონების, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 ნოემბრის №493 და „სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციების განსახორციელებლად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ზღვრული ყოველთვიური ნორმებისა და სხვა სოციალური პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 11 აგვისტოს №635 ბრძანებულებების საფუძველზე.“.
2. პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) რისკის დონეების მიხედვით, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ყოველთვიური ნორმები (დანართი №8);“.
3. მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სამხედრო მოსამსახურეებს, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის პირველი თებერვლის №31 ბრძანებით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევათ სასურსათო ულუფა ან მე-6 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ფულადი კომპენსაციები და ფორმის ტანსაცმელი. თუ სამხედრო მოსამსახურე არ დგას სასურსათო კმაყოფაზე მას სასურსათო ულუფის ნაცვლად მიეცემა ფულადი კომპენსაცია, გარდა ამ ბრძანებით გათვალისწინებული პერიოდებისა. არასრული თვის შემთხვევაში კომპენსაცია იანგარიშება კალენდარული დღეების მიხედვით. ფულადი კომპენსაციები არ მიეცემათ:
ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებს და რეზერვისტთა ან წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვიდან ჩარიცხულ მსმენელებს;
ბ) სამხედრო მოსამსახურეებს„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეების, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამხედრო მოსამსახურეებისა და მოსწავლეების ს ასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის პირველი თებერვლის №31 ბრძანები ს 15 პუნქტით განსაზღვრულ იმ პერიოდ ზე, როდესაც არ უნდა განხორციელდეს მათი სასურსათო ულუფით უზრუნველყოფა. მიუხედავად ამ ქვეპუნქტის მოთხოვნისა ფულადი კომპენსაცია გაიცემა შემდეგ პერიოდებზე:
ბ.ა) სამსახურებრივი მივლინების პერიოდში;
ბ.ბ) კადრების განკარგულებაში ყოფნისას 2 თვის განმავლობაში.”.
4. დანართი №8-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რისკის დონეების მიხედვით, სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პერსონალის სტატუსით წარგზავნილ პირთა სამივლინებო ყოველთვიური ნორმები“.
მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებისა ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2010 წლის 22 აგვისტოდან.
მინისტრი ბ. ახალაია