ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების საქმიანობის ლიცენზირების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.12.1998
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №735
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 2(9), 28/01/1999
matsne.gov.ge 2,419 სიტყვა · ~12 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების საქმიანობის ლიცენზირების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 57.65pt 35.45pt .8in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №735 1998 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების საქმიანობის ლიცენზირების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ 1998 წლის 26 ივნისის საქართველოს კანონის 86-ე მუხლის 1-ლი პუნქტის შესასრულებლად: 1. დამტკიცდეს ფასინი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების საქმიანობის ლიცენზირების თანდართული დროებითი წესი. 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) უზრუნველყოს ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისათვის საკვალიფიკაციო ატესტატების გაცემა მის მიერ შემუშავებული პროცედურის მიხედვით. ე. შევარდნაძე ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების საქმიანობის ლიცენზირების დროებითი წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 18 ივნისის №375 ბრძანებულების შესაბამისად. 2. ეს წესი განსაზღვრავს ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორებისადმი დამატებით მოთხოვნებს, მათთვის ლიცენზიების გაცემისა და აღნიშნული ლიცენზიების გამოყენების კონტროლის მექანიზმს. 3. ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორების საქმიანობის ლიცენზირება ხორციელდება მარეგულირებელი ორგანოს მიერ. 4. დამოუკიდებელი რეგისტრატორების საქმიანობის განხორციელება შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ითვლება უკანონო ქმედობად. 5. ამ წესში გამოყენებული ცნებები და განმარტებები: მარეგულირებელი ორგანო – ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექცია ან მისი უფლებამონაცვლე. კონტროლიორი – დამოუკიდებელი რეგისტრატორის თანამშრომელი, რომლის თანამდებობრივ მოვალეობებშიც შედის დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა და მისი თანამშრომლების მიერ რეესტრის წარმოების შესახებ ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის შემოწმება და კონტროლი. 6. ამ წესში ნახმარი სხვა ტერმინები და განმარტებები გამოიყენება აქციათა რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულებით განსაზღვრული მნიშვნელობით. თავი II მოთხოვნები დამოუკიდებელი რეგისტრატორებისადმი     მუხლი 2🔗 პირები, რომლებსაც განზრახული აქვთ დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზიის მიღება, უნდა აკმაყოფილებდნენ აქციათა რეესტრის წარმოების წესის შესახებ დროებითი დებულებით დადგენილ მოთხოვნებს, აგრეთვე ამ წესით დადგენილ დამატებით ფინანსურ და სხვა მოთხოვნებს.     მუხლი 3🔗. ფინანსური მოთხოვნები დამოუკიდებელი რეგისტრატორის საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 15000 ლარს.     მუხლი 4🔗. მოთხოვნები პერსონალისადმი 1. დამოუკიდებელი რეგისტრატორის ხელმძღვანელს და მის მოადგილეებს სავალდებულოა ჰქონდეთ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის ლიცენზია. 2. დამოუკიდებელ რეგისტრატორს უნდა ჰყავდეს კონტროლიორი, რომელსაც ექნება მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის ლიცენზია. 3. დამოუკიდებელი რეგისტრატორის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც უშუალოდ აწარმოებენ რეესტრს, მოეთხოვებათ რეესტრის წარმოების მარეგულირებელი ნორმატიული აქტების სრულყოფილი ცოდნა. 4. დამოუკიდებელი რეგისტრატორის თანამშრომლები და მმართველი ორგანოს წევრები არ შეიძლება იყვნენ უფლებაჩამორთმეული პირები. 5. დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა წელიწადში სულ ცოტა ერთხელ მაინც წერილობით უნდა შეახსენოს თავის თანამშრომლებს მათი საქმიანობის განხორციელებისას მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის შენახვასთან დაკავშირებული მათი ვალდებულებები და მოითხოვოს აღნიშნული თანამშრომლებისაგან ამ ვალდებულებების დაცვისათვის მათი მზადყოფნის წერილობითი დასტური.     მუხლი 5🔗. მოთხოვნები განთავსების ადგილისადმი დამოუკიდებელი რეგისტრატორის განთავსების ადგილი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი 1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.     მუხლი 6🔗. მოთხოვნები შიდა დოკუმენტებისადმი დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს და მიიღოს: 1. რეესტრის წარმოების შინაგანაწესი, რომელიც თავისუფლად ხელმისაწვდომი უნდა იყოს გასაცნობად ემიტენტებისა და რეგისტრირებული პირებისათვის. აღნიშნული შინაგანაწესი უნდა შეიცავდეს: ა) დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ ოპერაციების ჩამონათვალს და განხორციელების ვადებს; ბ) დოკუმენტების ჩამონათვალს და ფორმებს, რის საფუძველზეც დამოუკიდებელი რეგისტრატორი ახორციელებს ფასიანი ქაღალდების ხელახალ რეგისტრაციას და სხვა ოპერაციებს რეესტრში; გ) შემავალი დოკუმენტაციის რეგისტრაციის, დამუშავებისა და შენახვის წესებს; დ) დამოუკიდებელი რეგისტრატორის მომსახურების საფასურს. 2. ორგანიზაციული სტრუქტურის სქემა, ქვედანაყოფების ფუნქციური ვალდებულებების აღწერა და დამოუკიდებელი რეგისტრატორის თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები. 3. რეესტრების მწარმოებელ პირთა ან იმ პირთა სია, ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის გამო უხდება მუშაობა დამოუკიდებელი რეგისტრატორის სისტემების ტექნოლოგიურ ელემენტებზე, მათ შორის მონაცემთა ბაზაზე, კომპიუტერულ ქსელზე, არქივზე, საცავზე, საოპერაციო დარბაზზე და სხვ.     მუხლი 7🔗. მოთხოვნები შიდა კონტროლის განხორციელებისადმი დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა უნდა შეიმუშაოს და უზრუნველყოს შიდა კონტროლის წესების დაცვა, რომლებიც ადგენს: 1. დამოუკიდებელი რეგისტრატორის და მის თანამშრომელთა მიერ რეესტრის წარმოების ნორმატიული აქტების მოთხოვნათა კონტროლისა და შემოწმების დაცვის წესებს. 2. დამოუკიდებელი რეგისტრატორის მონაცემებსა და სისტემებში არსებული ინფორმაციის მოპოვებისადმი კონტროლის წესებს. 3. იმ ინფორმაციის, მონაცემების, ჩანაწერების და სხვა დოკუმენტების არასანქცირებული მოპოვების, მათი შეცვლის, განადგურების, გაყალბების, გახსნის და გავრცელების, აგრეთვე მათი შემთხვევით დაკარგვის ან დაზიანებისაგან დაცვისათვის მიღებულ ზომებს, რომლებიც ეხებათ რეგისტრირებულ პირებს და მათ ანგარიშებს. 4. მოქმედებათა პროცედურების სისტემებს ხანძრის, სტიქიური უბედურების ან დამოუკიდებელი რეგისტრატორის შენობასა და სისტემებში არასანქცირებული შეღწევის შემთხვევებში. 5. ინფორმაციის ელექტრონულ მატარებლებზე მონაცემთა დაცვის ზომებს. 6. პროგრამული უზრუნველყოფის მთლიანობის დაცვისათვის მიმართულ ისეთ ზომებს, როგორიცაა: ა) ხარისხის შემოწმების პროცედურები (ახალი პროგრამების, ოპერაციული სისტემების და მათი კომპონენტების შემოწმების და ტესტირების ჩათვლით მათ დაყენებამდე); ბ) პროგრამული უზრუნველყოფის და საინფორმაციო რესურსების სრული სისტემური აღწერა. 7. რეგისტრირებულ პირთა ფასიანი ქაღალდების დაცვის ზომებს. 8. დოკუმენტების, მათ შორის, რეგისტრირებულ პირთაგან შემოსული დოკუმენტების ფორმებისა და მათი ნუმერაციის სისტემების დამუშავების პროცედურას. 9. უსაფრთხოების სხვა ზომებს, რომლებიც აუცილებელია ქონების, მონაცემების და ჩანაწერების დაცვის უზრუნველსაყოფად მოპარვის, დაკარგვის საწინააღმდეგოდ, გატაცების, გამიზნული ან შემთხვევითი დაზიანების, აგრეთვე მონაცემთა დაცვისათვის მათი შემთხვევითი ან არასანქცირებული მოდიფიკაციის, გახსნის ან გაფუჭებისაგან. 10. გაუთვალისწინებელ შემთხვევებში დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის აღდგენის გეგმას, რომელიც მოიცავს: ა) პერიოდულად განახლებადი სარეზერვო მონაცემების ფაილების ასლების შენახვის უზრუნველყოფას დამოუკიდებელი რეგისტრატორის შენობაში და მის ფარგლებს გარეთ; ბ) რეესტრის წარმოებისა და მონაცემთა დამუშავებისთვის მოქმედი პროგრამული უზრუნველყოფის, ძირითადი ფორმებისა და დამხმარე მასალების ასლების შენახვის მუდმივად უზრუნველყოფას დამოუკიდებელი რეგისტრატორის შენობის ფარგლებს გარეთ; გ) დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის დაუყოვნებლივი განახლებისათვის გეგმას განუჭვრეტელი მდგომარეობის წარმოშობის შემთხვევაში; დ) თანამშრომელთა მზადყოფნის პერიოდულ შემოწმებას დაკარგული ინფორმაციის აღდგენის რეალიზაციისათვის.     მუხლი 8🔗. მოთხოვნები საქმიანობის მასშტაბისადმი დამოუკიდებელი რეგისტრატორი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს: ლიცენზიის მიღებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ – უნდა აწარმოებდეს სულ ცოტა 25 ემიტენტის რეესტრს და სულ ცოტა 1000 პიროვნულ ანგარიშს მთლიანობაში ყველა რეესტრზე.     მუხლი 9🔗. მოთხოვნები ანგარიშგებისადმი დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა უნდა წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს შემდეგი ანგარიშები: 1. სამეურნეო წლის დამთავრებიდან პირველი სამი თვის განმავლობაში: ა) დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ დამოწმებული უკანასკნელი წლის საბუღალტრო ბალანსი; ბ) საფინანსო საქმიანობის შედეგების ანგარიში უკანასკნელი წლისათვის; გ) ემიტენტთა ნუსხა (მათი დარგობრივი მიკუთვნების, საქმიანობის ძირითადი სახის, სახელმწიფო საიდენტიფიკაციო ნომრის, მისამართისა და ტელეფონის მითითებით), რომელთა რეესტრის წარმოებაც ხორციელდება დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ, თითოეულ რეესტრში აქციონერთა რაოდენობის მითითებით, აგრეთვე დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ წარმოებული ყველა რეესტრის მიხედვით აქციონერთა საერთო რაოდენობას. 2. პასუხები მარეგულირებელი ორგანოს წინამდებარე წესებითა და დროებითი დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე – რეესტრის წარმოების შესახებ დროებითი დებულებით დადგენილ ვადებში და მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნების შესაბამისად. თავი III ლიცენზიის გაცემის წესი     მუხლი 10🔗 დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს მარეგულირებელ ორგანოში შემდეგი დოკუმენტები: 1. განცხადება ლიცენზიის მიღებაზე. 2. განმცხადებლის ანკეტა. 3. რეგისტრაციის დოკუმენტების ასლები მათი ყველა ცვლილებებითა და დამატებებით ლიცენზიის მიღებაზე დოკუმენტების წარდგენის თარიღისათვის. 4. განმცხადებლის საკუთარი კაპიტალის მოცულობის დამადასტურებელი დოკუმენტები, დამოწმებული აუდიტორის მიერ. 5. განმცხადებლის სახელმწიფო საიდენტიფიკაციო კოდის (სტატისტიკის სახელმწიფო დეპარატმენტის მიერ მინიჭებული) დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინდივიდუალური მონაწილის ლიცენზიების ასლები, გაცემული განმცხადებლის იმ თანამშრომლების სახელზე, რომლებიც წინამდებარე წესის შესაბამისად ვალდებული არიან ჰქონდეთ აღნიშნული ლიცენზიები. 7. დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის შინაგანაწესი. 8. ორგანიზაციული სტრუქტურის სქემა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციური ვალდებულებების აღწერა და თანამშრომელთა თანამდებობრივი ინსტრუქციები. 9. შიდა კონტროლის წესი.     მუხლი 11🔗 1. ლიცენზიის გაცემაზე ან არგაცემაზე გადაწყვეტილება მიიღება განაცხადისა და ყველა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. 2. მარეგულირებელ ორგანოს უფლება აქვს აცნობოს განმცხადებელს მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. აღნიშნულ შემთხვევაში ლიცენზიის გაცემაზე ან არგაცემაზე გადაწყვეტილების მიღების ვადა გამოითვლება მარეგულირებელ ორგანოში შესწორებული დოკუმენტების წარდგენის თარიღიდან. 3. დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზიები გაიცემა 10 წლის ვადით. 4. ლიცენზია გაიცემა წინამდებარე წესის მე-2 დანართით დადგენილი ფორმით. ამასთან: ა) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სარეგისტრაციო და რეესტრის წარმოების შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები მოწმდება მარეგულირებელი ორგანოს ბეჭდით და შტამპით „რეგისტრირებულია“. აღნიშნული დოკუმენტების ერთი ეგზემპლარი უბრუნდება განმცხადებელს და წარმოადგენს მიღებული ლიცენზიის განუყოფელ ნაწილს. მეორე ეგზემპლარი ინახება მარეგულირებელ ორგანოში ლიცენზიის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში; ბ) მონაცემები დამოუკიდებელი რეგისტრატორის შესახებ შეიტანება ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთა მონაცემთა ბაზაში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასათვის. აღნიშნულ მონაცემთა ბაზაში შეიტანება აგრეთვე მონაცემები დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების და გაუქმების ყველა შემთხვევა.     მუხლი 12🔗 1. ლიცენზიის გაცემაზე უარის საფუძველს წარმოადგენს: ა) განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა და მასში შეტანილი მონაცემების შეუსაბამობა კანონმდებლობასთან, წინამდებარე წესსა და სხვა ნორმატიულ აქტებთან; ბ) წარმოდგენილ დოკუმენტებში მცდარი მონაცემების არსებობა. 2. ლიცენზიის გაცემაზე უარის დასაბუთებული შეტყობინება ეგზავნება განმცხადებელს წერილობითი ფორმით, ასეთი გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. უარი ლიცენზიის გაცემაზე შეიძლება ითქვას მხოლოდ წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამასთან ლიცენზიის მოსაკრებელი არ ბრუნდება.     მუხლი 13🔗 1. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიის მიღების შემდეგ დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ ლიცენზიის მიღების დროს წარდგენილ დოკუმენტებში შეტანილი იქნება ცვლილებები ან დამატებები, ეს უკანასკნელი წარდგენილ უნდა იქნეს მარეგულირებელ ორგანოში მათი შეტანიდან 15 დღის განმავლობაში. 2. მარეგულირებელი ორგანო აღნიშნული ცვლილებებისა და დამატებების მიღებიდან 15 დღის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას მათი რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის შესახებ და ატყობინებს დამოუკიდებელ რეგისტრატორს მიღებულ გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში. 3. რეორგანიზაციისას, სახელწოდების ან მისამართის შეცვლისას, აგრეთვე ლიცენზიის დაკარგვის შემთხვევაში, უკანასკნელი მომხდარი ცვლილებიდან 15 დღის განმავლობაში დამოუკიდებელი რეგისტრატორი ვალდებულია შეატყობინოს ეს მარეგულირებელ ორგანოს. 4. ლიცენზიის გადაფორმება ან დუბლიკატის გაცემა მარეგულირებელი ორგანოს მიერ წარმოებს დამოუკიდებელი რეგისტრატორისაგან შეტყობინების მიღების მომენტიდან 3 დღის განმავლობაში, ამასთან დამოუკიდებელი რეგისტრატორი ვალდებულია გამოაქვეყნოს შესაბამისი შეტყობინება მასობრივი ინფორმაციის საშუალებით. 5. დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიკვიდაციის შემთხვევაში მის მიერ მიღებული ლიცენზია კარგავს იურიდიულ ძალას. თავი IV ლიცენზიის გამოყენების კონტროლი     მუხლი 14🔗 1. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს მარეგულირებელი ორგანო. 2. აღნიშნული კონტროლის განხორციელებისას მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს მარეგულირებელი ორგანოს მიერ წინასწარ დადგენილ ვადებში კონტროლის განხორციელებისათვის დროებითი დებულებით, წინამდებარე წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტი (ან მათი ასლები) და მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობასთან ფასიანი ქაღალდების ბაზარზე; ბ) მის მიერ განსაზღვრული მოცულობით და დადგენილ ვადებში შეამოწმოს აღნიშნული საქმიანობა ადგილზე.     მუხლი 15🔗 1. დამოუკიდებელი რეგისტრატორი ვალდებულია წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს კონტროლის განსახორციელებლად დროებითი დებულებით, წინამდებარე წესებითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტი და მონაცემები. 2. თუ კონტროლის პროცესში გამოვლენილია დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევები, მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია მისცეს დამოუკიდებელ რეგისტრატორს მითითება, შეაჩეროს ან გააუქმოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზია. 3. მითითება არის მარეგულირებელი ორგანოს წერილობითი მითითება გამოვლენილი დარღვევების დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შესახებ. 4. მარეგულირებელი ორგანო დამოუკიდებელ რეგისტრატორს აძლევს მითითებას შემდეგ შემთხვევებში: ა) რეესტრის წარმოების მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დარღვევა; ბ) მარეგულირებელი ორგანოსადმი დადგენილი ანგარიშგების არწარდგენა ან დროულად არწარდგენა; გ) მარეგულირებელი ორგანოს, აგრეთვე მისი უფლებამოსილი პირების მიერ დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის შემოწმებისას წინააღმდეგობის გაწევა; დ) დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ ლიცენზიის მიღებისათვის წარდგენილ დოკუმენტებში შეცდომაში შემყვანი მონაცემების გამოვლენა; ე) დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებაში დარღვევების გამოვლენა; ვ) დამოუკიდებელი რეგისტრატორის მხრიდან სხვა არამართლზომიერი და არაკეთილსინდისიერი მოქმედების გამოვლენა, რომელიც გამოიწვევს ან რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რეგისტრირებულ პირთა და მესამე პირთა უფლებების დარღვევა.     მუხლი 16🔗 მარეგულირებელი ორგანო უფლებამოსილია შეაჩეროს დამოუკიდებელი რეგისტრატორის ლიცენზიის მოქმედება შემდეგ შემთხვევებში: 1. დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ მიცემული მითითებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობა. 2. ინფორმაციისა და ანგარიშგების წარდგენის შესახებ კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების არაერთგზის დარღვევა. 3. დამოუკიდებელი რეგისტრატორის განცხადებით ლიცენზიის მოქმედების შეჩერება.     მუხლი 17🔗 მარეგულირებელი ორგანო აუქმებს დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზიას შემდეგ შემთხვევებში: 1. თუ მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი ვადების განმავლობაში (მაგრამ არანაკლებ 3 და არა უმეტეს 30 დღისა) არ აღმოფხვრა ის დარღვევები (მისი შედეგებიანად), რომელთა გამო მათ შეუჩერდათ ლიცენზია. 2. თუ დამოუკიდებელი რეგისტრატორი ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებს თავის საქმიანობას. 3. თუ დამოუკიდებელი რეგისტრატორი არ აკმაყოფილებს წინამდებარე წესის მუხლი 9🔗-ით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 4. თუ დამოუკიდებელი რეგისტრატორი განაცხადებს ლიცენზიის გამოთხოვის შესახებ. 5. თუ დამოუკიდებელი რეგისტრატორი გაკოტრდა. 6. თუ დამოუკიდებელი რეგისტრატორი ლიკვიდირებულ იქნა. 7. თუ მოხდა დამოუკიდებელი რეგისტრატორის რეორგანიზაცია. 8. დამოუკიდებელი რეგისტრატორის მხრივ სხვა ისეთი მოქმედების არაერთხელ გამოვლენის შემთხვევაში, რომელმაც გამოიწვია ან რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს რეგისტრირებული ან მესამე პირების უფლებების დარღვევა.     მუხლი 18🔗 1. დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის ლიცენზიის მოქმედების შეჩერების, განახლების ან მისი გაუქმების შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო გადაწყვეტილების მიღებიდან სამი სამუშაო დღის განმავლობაში: ა) წერილობითი ფორმით ატყობინებს ამას დამოუკიდებელ რეგისტრატორს; ბ) აქვეყნებს შესაბამის შეტყობინებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით იმ ემიტენტებისათვის, რომელთა აქციათა რეესტრსაც აწარმოებდა ეს დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აგრეთვე მათი აქციონერებისათვის და ფასიანი ქაღალდების ბაზრის სხვა მონაწილეთათვის. ამასთან შეტყობინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს აკისრებს თავად დამოუკიდებელ რეგისტრატორს. 2. ლიცენზიის მოქმედების შეჩერების შესახებ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დარღვევა, რომლის გამო იქნა მიღებული აღნიშნული გადაწყვეტილება, დგინდება დარღვევის აღმოფხვრის ზომები, ვადა, აგრეთვე განისაზღვრება ის საქმიანობა, რომლის განხორციელებაც აკრძალულია ლიცენზიის მოქმედების შეჩერების პერიოდში. დამოუკიდებელი რეგისტრატორი ვალდებულია მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილ ვადებში აღმოფხვრას დარღვევა (მისი შედეგები) და წარუდგინოს მარეგულირებელ ორგანოს ამის შესახებ წერილობითი ანგარიში. 3. ლიცენზია, რომლის მოქმედებაც შეჩერებული იყო, შეიძლება განახლდეს იმ პირობების შეცვლის შემთხვევაში, რომლებმაც გამოიწვია მისი შეჩერება. შეჩერებული ლიცენზიის მოქმედების განახლება შესაძლებელია დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ მარეგულირებელ ორგანოში თავის საქმიანობაში არსებული დარღვევების აღმოფხვრის შესახებ ანგარიშის წარდგენისა და, შესაბამისად, ამ ანგარიშში არსებული ინფორმაციის შემოწმების შემდეგ. 4. ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში დამოუკიდებელი რეგისტრატორი ვალდებულია რეესტრის წარმოებაზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და ვადებში გადასცეს რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი შესაბამის ემიტენტებს ან მათ მიერ დანიშნულ მესამე პირებს.     მუხლი 19🔗 1. ემიტენტები და რეგისტრირებული პირები ვალდებული არიან აცნობონ მარეგულირებელ ორგანოს დამოუკიდებელი რეგისტრატორების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა. მარეგულირებელი ორგანო მსგავსი შეტყობინების მიღებისას ვალდებულია შეამოწმოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის აღნიშნული დარღვევა და მიიღოს გადაწყვეტილება მისი შედეგების მიხედვით. 2. მარეგულირებელი ორგანოს მოქმედება შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, მარეგულირებელი ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, მათ შორის მისი წერილობითი მითითებანი, აგრეთვე გადაწყვეტილებები ლიცენზიის შეჩერების ან გაუქმების შესახებ ძალაშია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. დანართი №1 მოთხოვნები დამოუკიდებელ რეგისტრატორთა რეესტრის წარმოებასა და შენახვისათვის განკუთვნილი განთავსების ადგილისადმი  რეესტრის წარმოებასა და შენახვისათვის განკუთვნილი განთავსების ადგილი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1. განთავსებული უნდა იყოს არასაცხოვრებელ ტერირორიაზე (შენობა, ფართობი); 2. განთავსების ადგილის იჯარით ფლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა არ უნდა იყოს ერთ წელზე ნაკლები განცხადების წარმოდგენის დღიდან; 3. იზოირებული უნდა იყოს სხვა სამსახურებრივი და დამხმარე სათავსებისაგან; 4. უნდა შედგებოდეს, როგორც მინიმუმ, ორი ოთახისაგან; 5. უნდა ჰქონდეს კაპიტალური კედლები, იატაკისა და ჭერის მყარი გადახურვა, საიმედო შიდა კედლები და ტიხრები; 6. უნდა ჰქონდეს გამაგრებული რკინის შესასვლელი კარები ან გისოსები; 7. ფანჯრები დაცული უნდა იყოს ლითონის ცხაურებით; 8. უნდა უზრუნველყოფდეს რეგისტრირებულ პირთა თავისუფალ შესვლას დამოუკიდებელი რეგისტრატორის თანამშრომლებთან გადასაცემი განკარგულებების გასაფორმებლად, მოთხოვნათა გადასაცემად, რეესტრიდან ამონაწერებისა და სხვა აუცილებელი ინფორმაციების მისაღებად; 9. უნდა ჰქონდეს ცეცხლგამძლე სეიფი და ლითონის კარადა, მონაცემთა ბაზების ასლების და პირველადი დოკუმენტების შესანახად; 10. გამართულ მდგომარეობაში და ადვილად ხელმისაწვდომ ადგილას უნდა ჰქონდეს განლაგებული ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა; 11. აღჭურვილი უნდა იყოს ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზააციით; 12. მოწყობილი ან განლაგებული უნდა იყოს ისე, რომ თავიდან აიცილოს აღნიშნული შენობის დატბორვა; 13. უნდა ჰქონდეს ელექტროკვების ძიირითადი და სარეზერვო წყაროები; 14 რეესტრის წარმოებისა და შენახვისათვის განკუთვნილი შენობის ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაცია და განათება მონტაჟდებოდეს ცალ-ცალკე და იკვებებოდეს სხვაადასხვა წყაროდან. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                                                                                                პ. მამრაძე დანართი №2 ლიცენზია დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობაზე №––––                     „––“ –––––––– 199 წ. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის 199 წ. –––––––– გადაწყვეტილებით ____________________________________________________________________________________ დასახელება ____________________________________________________________________________________ ადგილმდებარეობა ენიჭება ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორის საქმიანობის განხორციელების უფლება. ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების ინსპექციის უფროსი საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის უფროსი                                                                         პ. მამრაძე