სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სახელმწიფო შეკვეთის შესახებ და სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შესასყიდად და შეკვეთების განსათავსებლად ტენდერების მოწყობის წესის შესახებ დებულებათა დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 14.01.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4(11), 05/02/1999
matsne.gov.ge 2,842 სიტყვა · ~14 წთ

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სახელმწიფო შეკვეთის შესახებ და სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შესასყიდად და შეკვეთების განსათავსებლად ტენდერების მოწყობის წესის შესახებ დებულებათა დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:18.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:18.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:1.0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 63.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №11 1999 წლის 14 იანვარი ქ. თბილისი სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სახელმწიფო შეკვეთის შესახებ და სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შესასყიდად და შეკვეთების განსათავსებლად ტენდერების მოწყობის წესის შესახებ დებულებათა დამტკიცების თაობაზე ქვეყანაში სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სახელმწიფო შეკვეთების ფორმირების, განთავსებისა და შესრულების სფეროში ურთიერთობათა განსაზღვრისა და სათანადო წესრიგის დამყარების მიზნით დამტკიცდეს: 1. დებულება სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სახელმწიფო შეკვეთის შესახებ (დანართი №1); 2. დებულება სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შესასყიდად და შეკვეთების განსათავსებლად ტენდერების მოწყობის წესის შესახებ (დანართი №2). ე. შევარდნაძე დანართი №1 დებულება სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სახელმწიფო შეკვეთის შესახებ ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სახელმწიფო შეკვეთის საერთო ეკონომიკურ პრინციპებს, მისი ფორმირების, განთავსების, დაფინანსების, შესრულების წესს და აგვარებს ურთიერთობებს ამ სფეროში. I. ძირითადი ტერმინები 1. ამ დებულებაში გამოყენებულია შემდეგი ძირითადი ტერმინები: ა) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სახელმწიფო შეკვეთა (შემდგომში – სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთა) – სასამართლოებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო საჭიროებისათვის, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით პროდუქციის – საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალების, სამხედრო ტექნიკის, სხვა სამხედრო ქონების (შემდგომში – შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა), მაკომპლექსებელი ნაკეთობებისა და მასალების მიწოდებას, სამუშაოების შესრულებას და მომსახურებას (შემდგომში – სამუშაოები, მომსახურება), აგრეთვე უცხოეთის ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში საექსპორტო-საიმპორტო მიწოდებებს საქართველოს მიერ დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებათა შესაბამისად; ბ) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის სახელმწიფო დამკვეთი (შემდგომში – სახელმწიფო დამკვეთი) – ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების სახელმწიფო ორგანო, რომელიც ახირციელებს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) შექმნის, წარმოების, მიწოდების დაკვეთას. გ) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის მეთაური შემსრულებელი (შემდგომში – მეთაური შემსრულებელი) – ორგანიზაცია, რომელმაც დადო კონტრაქტი სახელმწიფო დამკვეთთან თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდებაზე და რომელიც აფორმებს ხელშეკრულებებს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შემსრულებლებთან პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდებაზე; დ) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შემსრულებელი (შემდგომში – შემსრულებელი) – ორგანიზაცია, რომელიც სახელმწიფო დამკვეთთან ან მეთაურ შემსრულებელთან (შემსრულებელთან) დადებული კონტრაქტის საფუძველზე მონაწილეობს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულებაში; ე) კონტრაქტი – ხელშეკრულება, რომელიც იდება სახელმწიფო დამკვეთსა და მეთაურ შემსრულებელს (შემსრულებელს) შორის ან მეთაურ შემსრულებელსა (შემსრულებელს) და შემსრულებელს (სხვა შემსრულებელს) შორის და რომელიც ითვალისწინებს მხარეთა ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულებისათვის. II. ზოგადი დებულებანი 2. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის ძირითად მაჩვენებლებს შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ წარმოდგენილი უწყებების საფუძველზე განსაზღვრავს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია. 3. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის (სამუშაოების მომსახურების) შეკვეთა არის სახელმწიფო საჭიროებისათვის პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდების ერთ-ერთი სახეობა. 4. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შემადგენლობაში შეიძლება ჩართულ იქნეს: ა) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შექმნის, მოდერნიზაციის, უტილიზაციის და ექსპლუატაციიდან გამოყვანილი შეიარაღების ლიკვიდაციის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები; ბ) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ორგანიზაციების საკვლევი, საცდელ-საკონსტრუქტორო და საწარმოო ტექნოლოგიური ბაზის განვითარების, აგრეთვე საქართველოს ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის გაზრდის სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოები; გ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის, აგრეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების სერიული წარმოება და მიწოდება; დ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის რემონტისა და მოდერნიზაციის, საგარანტიო და მათი მდგომარეობის საავტორო ზედამხედველობის სამუშაოები, აგრეთვე ექსპლუატაციიდან გამოყვანილი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უტილიზაციის და ლიკვიდაციის სამუშაოები;  ე) უცხოეთის ქვეყნებთან საქართველოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროს სამუშაოები ქვეყნის საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად; ვ) საქართველოს ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნის სამუშაოები; ზ) სამოქალაქო თავდაცვის საჭიროებისათვის პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდება; თ) საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების საჭიროებისათვის, მათ შორის, ექსპლუატაციიდან გამოყვანილი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უტილიზაციისა და ლიკვიდაციისათვის ობიექტების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და ტექნიკური განახლება; ი) საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უშიშროების უზრუნველყოფის სხვა სამუშაოები. 5. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთა უნდა შეიცავდეს: ა) მისაწოდებელი პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) ნუსხას (ნომენკლატურას) და რაოდენობას და მათი მიწოდების ვადებს; ბ) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის პროგნოზირებად ღირებულებას (ფასს); გ) სახელმწიფო დამკვეთებისა და სავარაუდო მეთაური შემსრულებლების (შემსრულებლების) სიას. 6. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესასრულებლად მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების შექმნისა და წარმოების სამუშაოები განეკუთვნება სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის სამუშაოებს. 7. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, სახელმწიფო დამკვეთისათვის ასიგნებათა გამოყოფის გზით. 8. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთით პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდების ანაზღაურება ხდება კონტრაქტის პირობების შესაბამისად. 9. იმ პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდების ანაზღაურება, რომელიც მეთაურ შემსრულებელთან კონტრაქტით ხორციელდება შემსრულებლის მიერ, შეიძლება აწარმოოს უშუალოდ სახელმწიფო დამკვეთმა, თუ ეს გათვალისწინებულია შესაბამისი კონტრაქტით. 10. ფინანსური სახსრები, რომლებსაც სახელმწიფო დამკვეთი უხდის მეთაურ შემსრულებელს (შემსრულებელს), განკუთვნილია მხოლოდ თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულების ხარჯებისა და შესაბამისი სამუშაოების დაავანსებისათვის. III. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის ფორმირება და განთავსება 11. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის ფორმირება ხდება ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტით დადგენილი გასავლის ფარგლებში და მისი საფუძველია: ა) საქართველოს სამხედრო დოქტრინის ძირითადი დებულებები; ბ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შექმნისა და წარმოების სახელმწიფო გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც მოიცავს სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების სერიული წარმოების, ექსპლუატაციიდან გამოყვანილი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის უტილიზაციის და ლიკვიდაციის, კაპიტალური მშენებლობის შეკვეთებს, აგრეთვე ამ სამუშაოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებებს. 12. შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შემუშავების, შექმნისა და წარმოების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების სამუშაოები პირველ ხუთ წელიწადში იგეგმება ყოველწლიურად. აღნიშნული პროგრამა ზუსტდება ხუთ წელიწადში ერთხელ, არა უგვიანეს ცხრა თვისა შესაბამისი პერიოდის დადგომამდე, შესაბამისი სამინისტროებისა და უწყებების მიერ წარმოდგენილ წინადადებათა საფუძველზე ან, განსაკუთრებული სიტუაციიდან გამომდინარე, ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან შეთანხმებით. 13. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის პროექტი შემუშავდება ქვეყნის ხელისუფლების მიერ განსაზღვრული წესით, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების დროს ქვეყნის ეკონომიკის შესაძლებლობებიდან გამომდინარე. 14. ქვეყნის პარლამენტს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარედგინება ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივ საუწყებათაშორისო კომისიასთან შეთანხმებული შესაბამისი წლისათვის სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის ძირითადი მაჩვენებლები. 15. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის ძირითად მაჩვენებლებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ხელმოწერასთან ერთად. 16. საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის ხელმოწერისა და სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის ძირითადი მაჩვენებლების დამტკიცების შემდეგ, ერთ თვეში ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად იხილავს და ამტკიცებს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთას მთლიანი მოცულობით, ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტით დადგენილი გასავლის ფარგლებში. 17. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვვეთის განთავსება ხდება კონკურსის (ტენდერის) საფუძველზე. 18. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის განთავსების კონკურსების (ტენდერების) მოწყობის წესს განსაზღვრავს შესაბამისი დებულება. 19. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთა და სამობილიზაციო სიმძლავრეების შენარჩუნების სამუშაოებზე კონტრაქტის დადება სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანიზაციისათვის იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის განთავსება მისი შესრულებისას არ გამოიწვევს ზარალს. 20. დამტკიცებული სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესაბამისად სახელმწიფო შემკვეთი დებს კონტრაქტს მეთაურ შემსრულებელთან. IV. ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის მეთაურ შემსრულებელს (შემსრულებელს) 21. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის მეთაური შემსრულებელი (შემსრულებელი) თანაბარ საფუძველზე შეიძლება იყოს ორგანიზაციები მათი სამართლებრივი და საკუთრების ფორმის განურჩევლად, რომელთაც აქვთ თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესასრულებლად სათანადო სახეობის საქმიანობის ლიცენზია. 22. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულების სამუშაოების შეწყვეტასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით. V. სახელმწიფო შემკვეთის ძირითადი ფუნქციები 23. სახელმწიფო შემკვეთი: ა) მეთაური შემსრულებლის (შემსრულებლის) განსაზღვრის მიზნით, უზრუნველყოფს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის განთავსებისათვის კონკურსების (ტენდერების) მოწყობას და ამ მიზნით ქმნის სპეციალურ სატენდერო კომისიას; ბ) ითანხმებს პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) ფასს, დებს კონტრაქტს პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) მიწოდებაზე; გ) უზრუნველყოფს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის დაფინანსებას; დ) აკონტროლებს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესასრულებლად გამოყოფილი ფინანსური სახსრების მეთაური შემსრულებლის (შემსრულებლის) მიერ გამოყენებას, საქართველოს შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით; ე) ქვეყანაში არსებული სამხედრო წარმომადგენლობის შესახებ ნორმატიული აქტების შესაბამისად აკონტროლებს სამუშაოების შესრულებას როგორც ცალკეულ ეტაპებზე, ისე ერთიანად; ვ) მონაწილეობს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების), სერიული პოდუქციის, აგეთვე მაკომპლექტებელი ნაკეთობებისა და მასალების გამოცდებში; ზ) აწყობს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის (კომპლექსების, სისტემების) საცდელი ნიმუშების სახელმწიფო გამოცდებს, ამზადებს დოკუმენტაციას მათ მისაღებად შეიარაღებაში (მომარაგებაში); თ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის სერიული წარმოების განსახორციელებლად ამტკიცებს ტექნიკურ დოკუმენტაციას. 24. სახელმწიფო შემკვეთს კონტრაქტის საფუძველზე შეუძლია გადასცეს მეთაურ შემსრულებელს (შემსრულებელს) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულებაში თავისი ფუნქციების ნაწილი. VI. მეთაური შემსრულებლის (შემსრულებლის) ძირითადი ფუნქციები 25. მეთაური შემსრულებელი (შემსრულებელი): ა) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის მისაღებად მონაწილეობს კონკურსებში (ტენდერებში); ბ) საბუთებს პროდუქციის (მთლიანი სამუშაოების და მათი ძირითადი ეტაპების) ფასს; გ) დებს კონტრაქტს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულებაზე; დ) ასრულებს სამუშაოებს, ახორციელებს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშების (კომპლექსების, სისტემების) დამზადებას, ათვისებას, სერიულ წარმოებას და პროდუქციის (სამუშაოების მომსახურების) მიწოდებას, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საავტორო და საგარანტიო ზედამხედველობას; ე) უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის დამზადებული საცდელი ნიმუშებისა (კომპლექსების, სისტემების) და სერიული პროდუქციის შესაბამისობას სახელმწიფო სტანდარტების, სახელმწიფო შემკვეთის ტექნიკური დავალებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნებთან; ვ) აწყობს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის საცდელი ნიმუშებისა (კომპლექსების, სისტემების) და სერიული პროდუქციის ტექნიკური დოკუმენტაციით გათვალისწინებულ გამოცდებს; ზ) უქმნის სახელმწიფო დამკვეთს სათანადო პირობებს სამუშაოთა შესრულების კონტროლის განსახორციელებლად როგორც ცალკეულ ეტაპებზე, ისე მთლიანად შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის შექმნის, წარმოების და მიწოდების პროცესში. VII. კონტრაქტი სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულებაზე 26. კონტრაქტი იდება შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის როგორც სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების, წარმოების, მიწოდების, ექსპლუატაციის, რემონტის, უტილიზაციისა და ლიკვიდაციის მთლიან კომპლექსზე, ისე ამ სამუშაოთა ცალკეულ სახეებზე. 27. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულებაზე კონტრაქტით მიწოდებული პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციისა და კონტრაქტის პირობების მოთხოვნებს. 28. კონტრაქტები უცხოელ იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის უზრუნველყოფის სამუშაოების შესრულებაზე, აგრეთვე პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) საექსპორტო-საიმპორტო მიწოდებებზე იდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. VIII. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულების ეკონომიკური სტიმულირება 29. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის მეთაური შემსრულებლის (შემსრულებლის) ეკონომიკური სტიმულირების მიზნით, შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ასიგნებათა გამოყოფა ორგანიზაციების მშენებლობისა და რეკონსტრუქციისათვის, მათი თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვისათვის, ახალი ტექნიკის, ტექნოლოგიებისა და მასალების ათვისებისათვის; ბ) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულებისას რენტაბელობის გარანტირება თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) სახეობების მიხედვით, პროდუქციის (სამუშაოების, მომსახურების) ფასის ფორმირების მექანიზმის გამოყენების საშუალებით; გ) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შესრულების სამუშაოთა ყოველკვარტალური ან ეტაპობრივი დაავანსება მათი ღირებულების 25 პროცენტამდე (საბრუნავი სახსრებისათვის) თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრების ხარჯზე; სხვა შეღავათები საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად. 30. მეთაური შემსრულებლის (შემსრულებლის) ეკონომიკური სტიმულირების სახეობებს, ოდენობასა და წესს განსაზღვრავს ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო ქვეყნის ბიუჯეტის პროექტის შემუშავების დროს. 31. სახელმწიფო შემკვეთს უფლება აქვს კონტრაქტში გაითვალისწინოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სტიმულირების სხვა სახეობები. IX. ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების პასუხისმგებლობა 32. ქვეყანაში სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის განხორციელების, შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შემუშავების, შექმნისა და წარმოების, მათ შორის, სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთით გათვალისწინებული პროდუქციის წარმოების, სამუშაოების და მომსახურების განხორციელების საკითხთა გადაწყვეტას კოორდინაციას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია. 33. სახელმწიფო შემკვეთი პასუხისმგებელია იმისათვის, რომ მეთაურ შემსრულებელს (შემსრულებელს) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის მახასიათებლები მიეწოდოს დროულად. X. სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების შეკვეთის შემსრულებელთა პასუხისმგებლობა 34. მეთაური შემსრულებელი (შემსრულებელი) მის მიერ კონტრაქტით განსაზღვრულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში კარგავს ამ დებულების მე-9 თავში გათვალისწინებული ეკონომიკური სტიმულირების მიღების უფლებას. 35. სახელმწიფო შემკვეთსა და მეთაურ შემსრულებელს (შემსრულებელს) შორის ან მეთაურ შემსრულებელსა და შემსრულებელს (სხვა შემსრულებელს) შორის კონტრაქტის დადების დროს წამოჭრილ დავას აგვარებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივი საუწყებათაშორისო კომისია. 36. სახელმწიფო შემკვეთსა და მეთაურ შემსრულებელს (შემსრულებელს) ან მეთაურ შემსრულებელს (შემსრულებელს) და შემსრულებელს (სხვა შემსრულებელს) შორის კონტრაქტის შეცვლის, მოშლის და შესრულების დროს წამოჭრილი დავა, აგრეთვე დავა, მიყენებული ზარალის ანაზღაურების გამო, განიხილება ქვეყანაში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად. დანართი №2 დებულება სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შესასყიდად და შეკვეთების განსათავსებლად ტენდერების მოწყობის წესის შესახებ I. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის (გარდა სანივთე საქონლისა და პროდუქტებისა) შესასყიდად და შეკვეთების განსათავსებლად ტენდერების (შემდგომში _ ტენდერები) მოწყობის საერთო წესებს, იურიდიული პირების ტენდერებში მონაწილეობის პირობებს, მათ მონაწილეთა წინადადებებს განხილვისა და გამარჯვებულთა გამოვლენის წესებს. 2. ტენდერების მოწყობის მიზანია: ა) სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის შესყიდვისა და შეკვეთის განთავსების საქმეში სისტემურობისა და სახელმწიფოებრივი წესრიგის დამყარება, ტენდერების მონაწილეთათვის თანაბარი კონკურენტული პირობების შექმნა და მათი წინადადებების ობიექტური შეფასება; ბ) საქართველოს სამხედრო ძალებისათვის საჭირო პროდუქციის შეძენა; გ) ქვეყნის სამხედრო ძალების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფასთან დაკავვშირებული საკითხების გადაწყვეტა; 3. ტენდერების მოსაწყობად იქმნება სატენდერო კომისია. 4. ტენდერი ეწყობა დახურული წესით. 5. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სატენდერო კომისია უგზავნის ოფიციალურ მოწვევას. II. ტენდერების მოწყობის ეტაპები 6. ტენდერების მოწყობა ხორციელდება სატენდერო კომისიის მიერ და მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) ტენდერზე გამოსაყვანი დაკვეთის განსაზღვრა; ბ) ტენდერის მოწყობის ვადის განსაზღვრა; გ) ტენდერის მონაწილეთა დადგენა და მათთვის ოფიციალური მოწვევის გაგზავნა; დ) სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება: ე) ტენდერის მონაწილეთა წინადადებების მიღება, განხილვა, შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა; ვ) ტენდერში გამარჯვებულებთან კონტრაქტების გაფორმება. 7. ტენდერის მონაწილეებს კვალიფიციურ კონსულტაციას უწევს სატენდერო კომისიის სამუშაო ორგანო. III. ტენდერზე გამოსატანი დაკვეთის საგნის განსაზღვრა 8. ტენდერზე გამოიტანება დაკვეთები შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად და თავდაცვითი დანიშნულების პროდუქციის (სამუშაოთა, მომსახურების) განსათავსებლად. 9. დაკვეთაში განისაზღვრება შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის და შესასრულებელი სამუშაოების დასაბუთებული მოცულობა მათი დაფინანსების წყაროების ჩვენებით. IV. ტენდერის მოწყობის გამოცხადება 10. ტენდერის მოწყობისას პრეტენდენტებს ეგზავნებათ ოფიციალური მოწვევა. 11. ოფიციალური მოწვევა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) დაკვეთის სრული დასახელება; ბ) დაკვეთის შესრულების ვადები და პირობები; გ) სატენდერო კომისიის სამუშაო ორგანოს მისამართი და ტელეფონი; დ) ტენდერში მონაწილეობის საფასური და მისი გადახდის წესი; ე) სატენდერო წინადადებათა მიღების ბოლო ვადა (თარიღის ჩვენებით). V. ტენდერის მოწყობის სახსრები 12. ტენდერის მოწყობის სახსრები იქმნება ტენდერში მონაწილეობის საფასურისაგან, რომლის ოდენობა შეადგენს 100 (ას) ლარს. 13. ტენდერში მონაწილეობის საფასური ირიცხება სახელმწიფო დამკვეთის მომსახურე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სახაზინო სამსახურის სუბანგარიშზე. 14. ტენდერის მოწყობის სახსრები გამოიყენება ტენდერის მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მოწვეული ექსპერტების მომსახურების ასანაზღაურებლად. 15. ტენდერში მონაწილეობის საფასური ტენდერის გამართვის შემდეგ მონაწილეებს უკან არ უბრუნდებათ. VI. ძირითადი მოთხოვნები პრეტენდენტთა სატენდერო დოკუმენტაციის მიმართ 16. ოფიციალური მოწვევის შემდეგ ტენდერის მონაწილე პრეტენდენტები სატენდერო კომისიის სამუშაო ორგანოს დახურულ კონვერტში წარუდგენენ შემდეგ დოკუმენტებს: ა) პრეტენდენტის რეკვიზიტებს (სრული დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი); ბ) იმ პირის მონაცემებს, რომელსაც აქვს უფლება იმოქმედოს პრეტენდენტის სახელით და აქვს იურიდიული საბუთების ხელმოწერის უფლება; გ) შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტ-იმპორტის ოპერაციათა განხორციელების ნებართვა, რომელიც გაცემულია იმ ქვეყნის უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომლის ტერიტორიაზეც არის რეგისტრირებული პრეტენდენტი ფირმა (გამყიდველი); დ) პროდუქციის ფასს; ე) ტენდერზე გამოტანილი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ტაქტიკურ-ტექნიკურ მახასიათებლებს; ვ) დაკვეთის მიწოდების სავარაუდო ვადას და მისი შესრულების ადგილს (ქვეყანას); ზ) ცნობას ტენდერში მონაწილეობის საფასურის გადახდის თაობაზე; თ) იურიდიული სტატუსის სარეგისტრაციო დოკუმენტის ასლს. 17. ტენდერში მონაწილეობისათვის არ დაიშვებიან პრეტენდენტები, რომლებმაც არ წარმოადგინეს ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაცია. 18. გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პრეტენდენტის ტენდერში დაუშვებლობის შესახებ იღებს სატენდერო კომისია. VII. ტენდერის მოწყობის რეგლამენტი 19. ტენდერის გახსნის თარიღად ითვლება ტენდერის მონაწილეთათვის ოფიციალური მოსაწვევის დაგზავნის დღე. 20. სატენდერო წინადადებათა წარდგენის ვადას ადგენს სატენდერო კომისია და აღნიშნავს მას სატენდერო მოსაწვევში. სატენდერო კომისიას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება სატენდერო წინადადებათა წარდგენის ვადის გაგრძელების შესახებ, რომელიც ვრცელდება ტენდერში მონაწილეობის ყველა პრეტენდენტზე. 21. სატენდერო წინადადებები დახურულ კონვერტში ეგზავნებათ შეკვეთილი გზავნილით. სატენდერო კომისიის სამუშაო ჯგუფი რეგისტრაციაში ატარებს შემოსულ წინადადებებს მათი შემოსვლის თარიღის ჩვენებით და უზრუნველყოფს შემოსულ წინადადებათა კონფიდენციალურობას. 22. სატენდერო წინადადებათა მიღება წყდება დადგენილ ვადაში. 23. სატენდერო წიინადადებათა მიღების შეწყვეტის შემდეგ ტენდერის მონაწილეებს არ შეუძლიათ სატენდერო წინადადებებში ცვლილების შეტანა. 24. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის მონაწილე ტენდერის დასრულებამდე გამოითხოვს თავის სატენდერო წიდადებებს, მას ტენდერში მონაწილეობის საფასური არ უბრუნდება. 25. სატენდერო წინადადებათა განხილვის ვადას ადგენს სატენდერო კომისია. სატენდერო წინადადებათა განხილვისას პირველ რიგში მოწმდება მათი გაფორმების სისწორე. 26. სატენდერო კომისია უფლებამოსილია იმუშაოს, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 27. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ტენდერში გამარჯვებულის თაობაზე მიიღება კომიის წევრთა ხმების უმრავლესობით. 28. ტენდერის გამარჯვებულად შეიძლება გამოცხადდეს ერთი ან რამდენიმე მონაწილე. 29. სატენდერო კომისია აცხადებს ტენდერს არშემდგარად, თუ სატენდერო წინადადებები დაწესებულ ვადებში არ იქნა შემოსული. VIII. სატენდერო წინადადებათა განხილვისა და გამარჯვებულთა გამოვლენის წესი 30. სატენდერო წინადადებათა განხილვა და შეფასება ხდება სატენდერო კომისიის მიერ დადგენილ ვადებში. 31. სატენდერო წინადადებათა განხილვაში მონაწილეობენ მხოლოდ სატენდერო კომისიის, მისი სამუშაო ორგანოს წევრები და მოწვეული ექსპერტები. 32. საჭიროების შემთხვევაში სატენდერო კომისიას უფლება აქვს სატენდერო წინადადებათა განხილვის პროცესში მოიწვიოს მონაწილეთა წარმომადგენლები მათი წინადადებების ახსნა-განმარტების მიზნით ან მოითხოვოს მათგან დამატებითი ინფორმაცია. 33. ინფორმაცია სატენდერო წინადადებათა განხილვის, შეფასებისა და მათი შინაარსის შესახებ გავრცელებას არ ექვემდებარება. 34. სატენდერო წინადადებათა შეფასება და გამარჯვებულთა გამოვლენა ხდება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე. 35. სატენდერო წინადადებათა განხილვის შემდეგ მხოლოდ სატენდერო კომისიის წევრები უყრიან კენჭს ტენდერზე წარმოდგენილ წინადადებებს. 36. ტენდერში გამარჯვებულად ითვლება პრეტენდენტი, რომელმაც კენჭისყრის შედეგად მიიღო ხმების უმრავლესობა. 37. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება გამარჯვებულთა გამოვლენის შესახებ ფორმდება ოქმით, რომელშიც ნაჩვენები უნდა იყოს სატენდერო კომისიის შემადგენლობა, სატენდერო წინადადებების განხილვის მონაწილე პირთა სია და კენჭისყრის შედეგები. აღნიშნულ ოქმს ამტკიცებს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. 38. სატენდერო კომისია არ არის ვალდებული აუხსნას ტენდერის მონაწილეებს თავისი გადაწყვეტილების მოტივები. 39. სატენდერო კომისია შესაბამისი სამუშაო ორგანის მეშვეობით, არა უგვიანეს 5 დღისა, ტენდერის შედეგებს აცნობებს გამარჯვებულსა და დამკვეთს, რის შედეგაც ფორმდება შესაბამისი კონტრაქტები. 40. პასუხისმგებლობა ტენდერის მოწყობისათვის ეკისრება სატენდერო კომისიას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.