საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული წიაღით სარგებლობის ობიექტების პირველაღმოჩენათა წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისიის შესახებ

მიღების თარიღი 16.01.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №12
სარეგისტრაციო კოდი 010.220.030.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4(11), 05/02/1999
matsne.gov.ge 1,044 სიტყვა · ~5 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული წიაღით სარგებლობის ობიექტების პირველაღმოჩენათა წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისიის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; layout-grid-mode:line; font-style:italic;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:14.0pt; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:.75in 46.35pt 1.0in 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №12 1999 წლის 16 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისიის შესახებ 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად შეიქმნას საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენთა წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისია შემდეგი შემადგენლობით: თამაზ ჯანელიძე – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილი – „საქგეოლოგიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გაბეჩავა – „საქგეოლოგიის“ სახაზინო საწარმოო „ჰიდროინჟგეოს“ დირექტორის მოადგილე შოთა გავაშელი – „საქგეოლოგიის“ ადმინისტრაციულ-საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი გივი თუმანიშვილი – „საქგეოლოგიის“ ჰიდროგეოლოგიის საინჟინრო გეოლოგიისა და გეოეკოლოგიის სამმართველოს უფროსის მოადგილე ლევან თურმანიძე – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მრეწველობის სამმართველოს უფროსი გიორგი კერესელიძე – „საქგეოლოგიის“ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდების სამმართველოს უფროსი ინგა კვაჭანტირაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კერძო სამართლის დეპარტამენტის მრჩეველი ნიკოლოზ ლაბარტყავა – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წიაღის დაცვისა და სამთო საქმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გოდერძი სარჯველაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ქონების ფინანსური მართვის და ინვესტიციური პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ასლან სულაძე – „საქგეოლოგიის“ რეფერენტი, კოლეგიის მდივანი ოთარ ყუფარაძე – „საქგეოლოგიის“ სახელმწიფო გეოლოგიური ფონდების მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი მიხეილ ჭოხონელიძე – „საქგეოლოგიის“ სახაზინო საწარმოს მინერალური ნედლეულის ეკონომიკის ინფორმატიკის დირექტორი. 2. დამტკიცდეს თანდართული დებულება წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდების მინიჭების წესისა და წახალისების ფორმის შესახებ. 3. საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. ჯანელიძე): ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მოამზადოს წინადადება წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის საავტორო უფლებების შესახებ მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის თაობაზე; ბ) საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით დადგენილი წესით შეიმუშაოს და დაამტკიცოს წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენისათვის ფულადი ჯილდოს გაანგარიშებისა და გაცემის წესი. ე. შევარდნაძე დებულება წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდების მინიჭების წესისა და წახალისების ფორმის შესახებ დებულება წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდების მინიჭების წესისა და წახალისების ფორმის შესახებ შემუშავებულია „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად. დებულება განსაზღვრავს პირველაღმომჩენის წოდების მინიჭების წესსა და პირობებს, წახალისების ფორმებსა და სხვა საკითხებს.     მუხლი 1🔗. წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის სტატუსი 1. წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდება მიენიჭება როგორც საქართველოს, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც: ა) აღმოაჩინეს სამრეწველო მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულის საბადო ან გამოავლინეს წიაღის ისეთი უბანი, რომლის გამოყენება შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებით; ბ) გამოიჩინეს ინიციატივა და დაასაბუთეს სასარგებლო წიაღისეულის გამოვლენაზე ან კონკრეტულ უბანზე გეოლოგიურ სამუშაოთა შესრულების მიზანშეწონილობა, რომელთა შედეგად გამოვლინდა ახალი, სამრეწველო მნიშვნელობის სასარგებლო წიაღისეულის საბადო ან წიაღის ისეთი უბანი, რომლის გამოყენება შესაძლებელია წიაღისეულის მოპოვებისაგან განსხვავებული მიზნებით; გ) ცნობილ საბადოზე გამოავლინეს სასარგებლო წიაღისეულის ახალი დამოუკიდებელი უბნები, მადნიანი სხეულები, შრეები, ჰორიზონტები ან აღმოაჩინეს ახალი სასარგებლო წიაღისეული, რის შედეგად მოხდა საბადოს ძირეული გადაფასება და ადრე დამტკიცებულთან შედარებით საბადოში სასარგებლო წიაღისეულის მარაგის ან საბადოს სამრეწველო ღირებულების გაზრდა; დ) უშუალო მონაწილეობით შეიტანეს განსაკუთრებული წვლილი სასარგებლო წიაღისეულის საბადოს სამრეწველო ღირებულების დადგენაში (საბადოს ძიება, გეოლოგიური ანგარიშის შედგენა და წიაღისეულის მარაგის დამტკიცება).     მუხლი 2🔗. პირველაღმომჩენის წოდების მინიჭების წესი 1. წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდებას ანიჭებს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენთტან არსებული წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდების მიმნიჭებელი საუწყებათაშორისო კომისია. 2. წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდება ენიჭება პირს ან ჯგუფის თითოეულ წევრს და მათ ეძლევათ სპეციალური დიპლომი. 3. პირველაღმომჩენის წოდების მისანიჭებლად საძიებო სამუშაოთა მწარმოებელი ორგანიზაცია მარაგის დამტკიცების თარიღიდან არა უგვიანეს ერთი წლისა კომისიას განსახილველად და დასამტკიცებლად წარუდგენს შემდეგ მასალებს: ა) საოქმო ამონაწერს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტთან არსებული სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის დადგენილებიდან ამ კონკრეტული მარაგის დამტკიცების შესახებ; ბ) მასალებს საბადოს გეოლოგიური, ეკონომიკური და მისი დამუშავების სამთოტექნიკური პირობების მოკლე დახასიათების შესახებ; გ) საბადოს აღმოჩენისა და დაძიების მოკლე ისტორიას; დ) საბადოს აღმომჩენთა და დაძიების მონაწილე კოლექტივის წევრთა სიას, რომელშიც მითითებული იქნება ფულადი ჯილდოს განაწილების პროცენტული თანაფართობა პირველაღმომჩენს (ან პირველაღმომჩენებსა) და ძიების მონაწილე თითოეულ პირზე. 4. პირველაღმომჩენის წოდების პრედენდენტმა კომისიის თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი წიაღით სარგებლობის ობიექტის აღმოჩენის შესახებ. განაცხადი უნდა შეიცავდეს განმცხადებლის ვინაობას, მისამართს. მას თან უნდა ერთვოდეს ინფორმაცია აღმოჩენილი ობიექტის ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ და მისი აღწერა. განაცხადი უნდა იყოს ხელმოწერილი და დათარიღებული. 5. განაცხადის შემოსვლიდან ორ თვეში კომისია შეისწავლის მას ადგილზე გასვლით ან სათანადო საბუთებზე დაყრდნობით. განაცხადის შესწავლის შედეგებს კომისია განიხილავს სხდომაზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს განაცხადის აღრიცხვაზე აყვანის ან უსაფუძვლობის შესახებ. კომისიის სხდომის გადაწყვეტილება ათ დღეში ეცნობება განმცხადებელს. 6. პირველაღმომჩენის დიპლომის დაკარგვის შემთხვევაში კომისია სხდომის ოქმის საფუძველზე გასცემს დიპლომის ასლს (დუბლიკატს). 7. პირველაღმომჩენის წოდება შეიძლება პრეტენდენტს მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც.     მუხლი 3🔗. პირველაღმომჩენის წახალისების ფორმები 1. წიაღით სარგებლობის ობიექტზე წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის შემდეგ პირველაღმომჩენ პირს ან პირთა ჯგუფს მიეცემა ერთჯერადი ფულადი ჯილდო. 2. წიაღისეულის ობიექტის აღმოჩენისა და დაძიებისათვის ფულად ჯილდოს გასცემს საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი პირველაღმომჩენთა კომისიის სხდომის დადგენილების საფუძველზე. 3. ფულადი ჯილდო გაიცემა გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტისათვის დამტკიცებული ბიუჯეტით განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში. ამ მიზნით გაწეული დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს გეოლოგიურ-საძიებო სამუშაოთა საერთო წლიური ასიგნების 0,2 პროცენტს. 4. წიაღისეულის ობიექტის აღმოჩენისა და დაძიებისათვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოს ოდენობა და მისი გაცემის წესი განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით, რომელსაც შეიმუშავებს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტი ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებთან შეთანხმებით. 5. ფულადი ჯილდოს ოდენობის განსაზღვრისას საბადოს პირველაღმომჩენს ენიჭება პრიორიტეტი. 6. წიაღით სარგებლობის ობიექტის ლიცენზირების დროს ამ ლიცენზიის მისაღებად ობიექტის პირველაღმომჩენი თანაბარ პირობებში სარგებლობს უპირატესი უფლებით სხვა პრეტენდენტებთან შედარებით. 7. ფულადი ჯილდოს გაცემამდე პირველაღმომჩენის გარდაცვალების შემთხვევაში სახელმწიფო ფულადი ჯილდო მიეცემათ მის მემკვიდრეებს.     მუხლი 4🔗. სადავო საკითხების გადაწყვეტის წესი წიაღით სარგებლობის ობიექტის პირველაღმომჩენის წოდების მინიჭებასთან და ფულადი ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებულ სადაო საკითხებს წყვეტს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.