„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის საკითხების მოწესრიგების შესახებ"
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 10.02.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 000000000.18.012.004097
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 21/03/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
10.02.2000 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
„ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის საკითხების მოწესრიგების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC"; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 1.0in 63.8pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 180.012.004.097
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს საგადასახადო შემოსალების მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №46-№02
10 თებერვალი 2000 წლის
ქ.თბილისი
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებათა ექსპლუატაციის საკითხების მოწესრიგების შესახებ
ბოლო პერიოდში გახშირდა როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე საქართველოს სხვა მხარეების მცხოვრებლების მიერ ქვეყნის ფარგლებს გარედან შემოყვანილი ავტომანქანების ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტოინსპექციაში გაფორმებისა და არაარსებული სახელმწიფოს სანომრე ნიშნებით ავტოტრანსპორტით ექსპლუატაციის ფაქტები, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს. გარდა ამისა, აღნიშნული ავტოტრანსპორტის აღურიცხაობის გამო შეუძლებელი ხდება მათთან დაკავშირებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების, ავტომანქანების გატაცების, ქურდობის და სხვა დანაშაულებრივ ხელყოფასთან დაკავშირებული აუცილებელი ღონისძიებების გატარება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვბრძანებ:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო და რაიონულმა ორგანოებმა დროებით აღრიცხონ 72 საათზე მეტი ხნით მათ სამოქმედო ტერიტორიაზე შემოყვანილი ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნების მქონე სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნიან მხოლოდ ცხინვალის რეგიონში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს.
2. აიკრძალოს:
2.1. ცხინვალის რეგიონიდან შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ნომრიანი აგრეგატების გაფორმება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ორგანოების მიერ გაცემული ცნობა-ანგარიშების, საბაჟო და სხვა გადასახადების ქვითრებისა და სხვა დოკუმენტების საფუძველზე.
2.2. ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სანომრე ნიშნების მქონე ავტოტრანსპორტის ექსპლუატაცია, გარდა წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. შინაგან საქმეთა სამინისტოროს საგზაო პოლიციის სარეგისტრაციო ქვედანაყოფების იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც წინამდებარე ბრძანების მოთხოვნათა დარღვევით რეგისტრაციაში გაატარებენ სატრანსპორტო საშუალებებს და ნომრიან აგრეგატებს, გატარდეს მკაცრი დისციპლინარული ზომები შს ორგანოებიდან დათხოვნის ჩათვლით.
4. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის ორგანოებმა უზრუნველყოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და ნომრიანი აგრეგატების განბაჟება კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
5. ბრძანება ძალაში შევიდეს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში მისი გმოქვეყნებისთანავე.
ბრძანება დაიგზავნოს დანიშნულებისამებრ.
კ. თარგამაძე
მ. მაჭავარიანი