„გადასაცემ პირთა გადაყვანის შესახებ"
საქართველოს მინისტრის ბრძანება მოქმედი
მიღების თარიღი 24.05.2000
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 000000000.43.012.004255
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47, 31/05/2000
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2000 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„გადასაცემ პირთა გადაყვანის შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო რეგისტრაციის კოდი 430.012.004.255
საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №4/197
2000 წლის 24-22 მაისი
ქ. თბილისი
გადასაცემ პირთა გადაყვანის შესახებ
1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ დსთ-ის სახელმწიფოების 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის, „დაპატიმრებულ და მსჯავრდებულ პირთა გადაყვანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 თებერვლის №43 ბრძანებულების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენ დაპატიმრებულ და მსჯავრდებულ პირთა უცხო სახელმწიფოებიდან ექსტრადიციის წესით გადმოყვანის, აგრეთვე საქართველოს ფარგლებს გარეთ დანაშაულის ჩამდენ დაპატიმრებულ და მსჯავრდებულ პირთა უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის წესით გადაყვანის მოწესრიგების მიზნით:
1. დამტკიცდეს თანდართული ინსტრუქცია „გადასაცემ პირთა გადაყვანის შესახებ“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ჯ. ხეცურიანი
კ. თარგამაძე
გადასაცემ პირთა გადაყვანის შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს ინსტრუქცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და კანონმდებლობის შესაბამისად, აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე დანაშაულის ჩამდენ დაპატიმრებულ და მსჯავრდებულ პირთა უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის წესით გადაყვანის (შემდგომ ტექსტში – გადასაცემი პირი) პროცედურებს.
მუხლი 2🔗. გადასაცემ პირთა გადმოყვანასთან და
გადაყვანასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები
1. იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საერთაშორისო შეთანხმებებითა და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით:
ა) სპეციალური დაცვის სამსახურის საშუალებით ახორციელებს გადასაცემ პირთა გადაყვანას და გადმოყვანას;
ბ) უზრუნველყოფს გადასაცემი პირის დაპატიმრების თაობაზე გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ტერიტორიული ორგანოების საშუალებით, საერთაშორისო შეთანხმებებითა და კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და წესით:
ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გადასაცემი პირის ძებნა-დაკავებას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას იღებს გადასაცემ პირთა გადაყვანასა და გადმოყვანაში.
მუხლი 3🔗. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა გადასაცემ
პირთა გადაყვანაში (გადმოყვანაში)
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული თანამშრომლები გადასაცემი პირის გადაყვანასა და გადმოყვანაში მონაწილეობენ იმ შემთხვევებში, როდესაც ეს გამოწვეულია უსაფრთხოების მოთხოვნებით ან ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული ქვედანაყოფის თანამშრომელთა მონაწილეობა გადასაცემი პირის გადაყვანაში (გადმოყვანაში) ხორციელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი ოპერატიული სამსახურის ხელმძღვანელთა შეთანხმების საფუძველზე. საკითხი წყდება გადაყვანამდე (გადმოყვანამდე) არა უგვიანეს 72 საათისა.
მუხლი 4🔗. გადასაცემი პირის გადმოყვანა (გადაყვანა)
1. გადასაცემი პირის გადმოყვანის (გადაყვანის) თაობაზე მოთხოვნას საქართველოს გენერალური პროკურატურა წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს.
2. გადმოყვანის თაობაზე მოთხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) გადასაცემი პირის სახელსა და გვარს;
ბ) ინფორმაციას გადასაცემი პირის ადგილსამყოფელის შესახებ;
გ) მითითებას იმ ორგანოს თაობაზე, რომლის წარმოებაშიც იმყოფება გადასაცემი პირის საქმე;
დ) მითითებას იმ ორგანოს თაობაზე, რომელიც განახორციელებს გადასაცემი პირის გადმოცემას;
ე) ინფორმაციას გადასაცემი პირის მოქალაქეობის შესახებ;
ვ) იმ მუხლების ჩამონათვალს, რომელშიც გადასაცემ პირს ედება ბრალი.
3. გადაყვანის თაობაზე მოხოვნა უნდა შეიცავდეს:
ა) გადასაცემი პირის სახელსა და გვარს;
ბ) ინფორმაციას გადასაცემი პირის ადგილსამყოფელის შესახებ;
გ) მითითებას იმ ორგანოს თაობაზე, რომელიც განახორციელებს გადასაცემი პირის მიღებას;
დ) ინფორმაციას გადასაცემი პირის მოქალაქეობის შესახებ;
ე) იმ მუხლების ჩამონათვალს, რომელშიც გადასაცემ პირს ედება ბრალი.
4. მოთხოვნას გადმოყვანის (გადაყვანის) თაობაზე უნდა დაერთოს მოსამართლის ბრძანება, სხვა სასამართლო გადაწყვეტილება ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის დაპატიმრების შესახებ.
5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი საქართველოს გენერალური პროკურატურიდან გადმოყვანის (გადაყვანის) თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან 10 დღის განმავლობაში უკავშირდება იმ ორგანოს, რომელიც განახორციელებს გადასაცემი პირის ადგილს, დროსა და წესს.
6. გადასაცემი პირის გადმოცემისას (გადაცემისას) დგება გადასაცემი პირის მიღება-ჩაბარებას აქტი (დანართი №1) ქართულ ენასა და იმ სახელმწიფო ენაზე, რომელიც ახორციელებს გადასაცემი პირის გადმოცემას ან რუსულ ენაზე. აქტს ხელს აწერენ გადასაცემი პირის მიღება-ჩაბარებაზე პასუხისმგებელი პირები (საქართველოს მხრიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის საბადრაგო ქვედანაყოფის უფროსი). გადასაცემი პირის გადაყვანის (გადმოყვანის) პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მონაწილეობის შემთხვევაში, მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს მათგან უფლებამოსილი თანამშრომელი.
7. გადასაცემი პირის მიღება-ჩაბარების აქტი დგება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სხვა სახელმწიფოს იმ ორგანოს წარმომადგენელს, რომელიც ახდენს გადასაცემი პირის მიღებას (ჩაბარებას), ხოლო მე-2 ეგზემპლარი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის საბადრაგო ქვედანაყოფის უფროსს.
მუხლი 5🔗. გადასაცემი პირის გადმოცემის შემდგომი პროცედურები
1. გადმოცემის შემდეგ, ბრალდებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სპეციალური დაცვის სამსახურის მიერ დაუყოვნებლივ გადაიყვანება გამოძიების წარმოების ადგილიდან უახლოეს საპყრობილეში.
2. ბრალდებულის საპყრობილეში მიყვანის შემდეგ საპყრობილის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოძიების მწარმოებელ ორგანოს პატიმრის მიღებისა და მათ მიერ „დაპატიმრებულ და მსჯავრდებულ პირთა გადაყვანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 14 თებერვლის №43 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპრცესო კოდექსის 160-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფის თაობაზე.
მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულებანი
ამ ინსტრუქციის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსქტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
ინსტრუქციის დანართი №1
გადასაცემი პირის მიღება-ჩაბარების აქტი
-------------------------------------------------------------
(სახელმწიფო)
-------------------------------------------------------------
(დასახლებული პუნქტი, სახელწოდება)
-------------------------------------------------------------
(წელი, თვე, რიცხვი)
-------------------------------------------------------------
(საათი, წუთი)
გადასაცემი პირი -----------------------------------------------------------------------------------------------
(გვარი, სახელი, მოქალაქეობა)
ჩააბარა ----------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოსამსახურის თანამდებობა, გვარი, სახელი)
-------------------------------------------------------------
(ხელმოწერა)
მიიღო -------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მოსამსახურის თანამდებობა, გვარი, სახელი)
------------------------------------------------------------
(ხელმოწერა)
შსს თანამშრომელი--------------------------------------------------------------------------------------------
(მოსამსახურის თანამდებობა, გვარი, სახელი),
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
(ხელმოწერა)