ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის შესახებ ქ. ბაქოში გამართულ კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების თაობაზე
მიღების თარიღი 23.01.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 480.210.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4(11), 05/02/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის შესახებ ქ. ბაქოში გამართულ კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:8.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:62.85pt 55.45pt 49.5pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №29
1999 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის შესახებ ქ. ბაქოში გამართულ კონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების თაობაზე
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ საერთაშორისო ტრანსპორტის დარგში ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა და სხვა სახელმწიფო ორგანოებმა საფუძვლიანად შეისწავლონ „ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ საერთაშორისო ტრანსპორტის დარგში ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმება“ და უზრუნველყონ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დებულებების შესრულება.
2. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) მოამზადონ და ევროკომისიას წარუდგინონ წინადადებები „ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმებით“ გათვალისწინებული მთავრობათშორისი კომისიის პირველი სხდომის ქ. თბილისში გამართვის შესახებ;
ბ) ევროკომისიასთან შეთანხმებით შეიმუშაონ და წარმოადგინონ ამ კომისიისა და მუდმივმოქმედი სამდივნოს სტრუქტურის და წესდების პროექტები.
3. მოწონებულ იქნეს საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს წინადადება და შეიქმნას ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საკითხთა სამთავრობო კომისია. დამტკიცდეს ამ კომისიის თანდართული შემადგენლობა და დებულება.
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:
ა) დაავალოს ქ. ბრიუსელში ევროგაერთიანებებთან საქართველოს მისიას, გააძლიეროს მუშაობა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ფუნქციონირების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სამთავრობო ორგანოების ევროგაერთიანებების შესაბამის სტრუქტურებთან გეგმაზომიერი და მიზანმიმართული მუშაობის წარმართვისათვის;
ბ) დაავალოს საზღვარგარეთის ქვეყნებში დიპლომატიურ მისიებს, განახორციელონ დამატებითი ღონისძიებები ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის პოპულარიზაციისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის უკეთ წარმოჩენისათვის. განსაკუთრებით გააძლიერონ მუშაობა ევროკავშირის „ტრასეკას“ პროგრამის მონაწილე ქვეყნებში. დიპლომატიური მისიების ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანად მიჩნეულ იქნეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიღწევისათვის საქართველოსა და სხვა დაინტერესებული ქვეყნების მთავრობათა შეთანხმებული მოქმედების უზრუნველყოფა.
5. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო, სარკინიგზო, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტის ევროსტანდარტების მოთხოვნათა დონეზე მუშაობისა და საერთაშორისო გადაზიდვებისათვის სათანადო ხელშემწყობი პირობების შექმნის მიზნით საბაჟო და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტებთან ერთად შეიმუშაოს და წარმოადგინოს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საქართველოს მონაკვეთის კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფი პროგრამა;
ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად მოამზადოს და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე უზრუნველყოს ქვეყნის ტერიტორიაზე სატრანსპორტო გადაზიდვების პროცესში ჩაბმულ ადამიანთა, ტვირთების, მოძრავი შემადგენლობების უსაფრთხოების, გარემოს დაცვის ღონისძიებათა და შესაბამისი კონტროლის სისტემის განხორციელების სათანადო პროგრამა;
გ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, იუსტიციის სამინისტროსთან, ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, შესაბამის საპარლამენტო კომიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ევროკავშირის „ტრასეკას“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის ჰარმონიზაციის მიზნით მოამზადოს წინადადებები და განახორციელოს ღონისძიებები ტრანსპორტის სფეროში არსებული საკანონმდებლო და საგადასახადო ნორმატიული ბაზის სრულყოფისათვის;
დ) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშაოს და მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს შეერთების გეგმა-გრაფიკი;
ე) კვარტალში ერთხელ შესაბამისი სამინისტროებიდან და უწყებებიდან მიღებული მასალების საფუძველზე მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს ინფორმაცია ევროკავშირის „ტრასეკას“ პროგრამითა და ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ საკითხთა გადაწყვეტის მიმდინარეობის შესახებ.
ე. შევარდნაძე
ევროპა-კავკასია-აზიის სატრასპორტო დერეფნის საკითხთა სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე
თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
გიორგი გაჩეჩილაძე – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრის მოადგილე
ვახტანგ გვარამია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ომეხ დარჯანია – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე
ზურაბ თავართქილაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე
ალექსანდრე თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
რევაზ თოფურია – „საქსახპროექტის“ დირექტორი
ირაკლი იაშვილი – საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის პრეზიდენტი
ნიკოლოზ ივანიშვილი – საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი
გივი კეკელიძე – კარტოგრაფიის დეპარტამენტის თავმჯდომარე
ზვიად კვაჭანტირაძე – საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს ევროპული ინტეგრაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი
დიმიტრი კოტეტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის სექტორული ეკონომიკის განყოფილების უფროსის მოადგილე
ვახტანგ ლომაძე – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის პირველი მოადგილე
ჯემალ მარგველიძე – საქართველოს საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე
როინ მეტრეველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
რამინ მითაიშვილი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
დავით მირცხულავა – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე
მერაბ ნიკოლაიშვილი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის მოადგილე
შოთა ორჯონიკიძე – „საქსპეცტრანსის“ გენერალური დირექტორი
გივი სანაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
ბორის სარალიძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ჯემალ სვანიძე – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
ტალი ტალიაშვილი – „საქავტოგზაპროექტის“ დირექტორი
შოთა ტოგონიძე – ინსტიტუტ „თბილგაზპროექტის“ დირექტორი
ომარ ქუცნაშვილი – ტექნიკური უნივერსიტეტის „სტუპროექტის“ დირექტორი
შალვა ღლონტი – „საქტრანსპროექტის“ დირექტორი
თამაზ შაიშმელაშვილი – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე
თამაზ შილაკაძე – „საქგზამეცნიერების“ დირექტორი
ვალერი ჩეჩელაშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
აკაკი ჩხაიძე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი
ალექსანდრე ჩხეიძე – ტრანსპორტის პრობლემათა ინსტიტუტის დირექტორი
მერაბ ჩხენკელი – საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
სოლომონ ცაბაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ნებართვებისა და სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის თავმჯდომარე
გიორგი ცაგარელი – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის დირექტორი
დურსუნ ცინცაძე – საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი
იოსებ ცისკარიშვილი – „ტასისის“ ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში
გიორგი ცომაია – ფირმა „კავტრექსის“ პრეზიდენტი
ზურაბ ცქიტიშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე
დავით ძოწენიძე – საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე
თორნიკე წიკლაური – ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრის დირექტორის მოადგილე, სამთავრობო კომისიის მდივანი
გიორგი ჭანტურია – საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი
რამაზ ხუროძე – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი
თამაზ ჯანელიძე – საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ემზარ ჯგერენაია – საქართველოს სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე.
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საკითხთა სამთავრობო კომისიის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის საკითხთა სამთავრობო კომისია (შემდგომში –კომისია) მთავრობის მუდმივმოქმედი უწყებათშორისი სათათბირო ორგანოა.
I. კომისიის ამოცანები და ფუნქციები
კომისიის ამოცანები და ფუნქციებია:
1. საქართველოს სატრანსპორტო-გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, არსებული სატრანსპორტო კომპლექსისა და მისი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და შემდგომი განვითარების გზით შექმნას ევროპის, კავკასიისა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო ურთიერთობისათვის ხელსაყრელი პირობები, ხელი შეუწყოს სატრანსპორტო დერეფნის შემდგომ განვითარებასა და მისი ფართო კავშირის დამყარებას როგორც პანევროპულ სატრანსპორტო დერეფნებთან, ისე აზიის ქვეყნების სატრანსპორტო სისტემებთან.
2. ითანამშრომლოს საქართველოს დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან, ორგანიზაციებთან, ფირმებთან და კოორდინაცია გაუწიოს სატრანსპორტო დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისათვის გამიზნულ საქმიანობას.
3. ორგანიზაცია გაუწიოს ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარებისა და საინვესტიციო პროექტების, „ტრასეკას“ რეგიონალური პროგრამის პროექტების შერჩევის შესახებ რეკომენდაციების შემუშავებას, მათ ფართო განხილვას, რეცენზირებასა და ექსპერტიზას, ხელი შეუწყოს პროექტების დანერგვასა და რეალიზაციას.
4. კომპლექსურად განიხილოს ტრანსპორტის დარგების განვითარების კონცეფციები, გენერალური სქემები, სატრანსპორტო პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებანი; კოორდინაცია გაუწიოს სატრანსპორტო დერეფნის ინფრასტრუქტურის განვითარების ღონისძიებათა განხორციელებას.
5. განიხილოს და შეაფასოს „ტრასეკას“ რეგიონალური პროგრამის მონაწილე ქვეყნებთან ტრანსპორტის დარგში ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების პროექტები.
6. ითანამშრომლოს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პრობლემათა პოპულარიზაციის მიზნით მასმედიასთან, აქტიური მონაწილეობა მიიღოს კონფერენციებისა და სიმპოზიუმების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებაში.
7.მოამზადოს წინადადებანი, რომლებიც ეხება:
ა) საქართველოს სატრანსპორტო მაგისტრალების ევროპისა და აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო მაგისტრალებთან ინტეგრაციას;
ბ) სატრანსპორტო საერთაშორისო მაგისტრალების განვითარებისათვის ადგილობრივი, საერთაშორისო-საფინანსო და საზღვარგარეთის ქვეყნების ინვესტიციათა მოზიდვას;
გ) „ტრასეკას“ პროგრამასთან დაკავშირებულ სამეცნიერო-საკვლევ და საპროექტო სამუშაოთა შერჩევასა და რეცენზირებას, მათ აპრობაციას;
დ) ევრაზიის სატრანსპოტო დერეფნის შემდგომი განვითარების საერთო სტრატეგიის ინტეგრაციას ქვეყნის კომპლექსური განვითარების პროგრამებში:
ე) ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების ეკოლოგიური, დემოგრაფიული, არქიტექტურულ-გეგმარებითი, განსახლებისა და საწარმოო ძალების განლაგების საკითხთა კომპლექსურ განხილვასა და რეკომენდაციათა შემუშავებას.
II. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
1. წარუდგინოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებსა და დაინტერესებულ საერთაშორისო ორგანიზაციებს რეკომენდაციები და წინადადებები ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების პრობლემათა შესახებ.
2. განიხილოს კომისიის სხდომაზე, მისი ამოცანებისა და ფუნქციების შესაბამისად, საბჭოს დებულებით განსაზღვრული საკითხები და მიიღოს შესაბამისი რეკომენდაციები.
3. მოისმინოს „ტრასეკას“ პროექტების შემდგომი განვითარების პროგრამით გათვალისწინებული ცალკეული პროექტების შესრულებისა და დანერგვის მიმდინარეობა და ამის შესახებ დასკვნა წარუდგინოს დაინტერესებულ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
4. საჭიროების შემთხვევაში შექმნას დროებითი საკონსულტაციო ჯგუფები ცალკეული პრობლემების შესასწავლად და რეკომენდაციების მოსამზადებლად; მოისმინოს ინფორმაცია კომისიის მიერ მიღებული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ.
5. რეკომენდაცია მისცეს დაინტერესებულ სამინისტროებსა და უწყებებს შექმნან „ტრასეკას“ პროგრამის შემდგომი განვითარების პრობლემებთან დაკავშირებული ჯგუფები (ბიუროები), რომლებიც ითანამშრომლებენ კომისიასთან, ტრანსპორტის სამინისტროსთან და ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრთან.
III. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია და რეგლამენტი
1. კომისიის მუშაობას თავმჯდომარეობს საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი.
2. კომისია ირჩევს თავმჯდომარის მოადგილეებს.
3. კომისიის პერსონალური შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
4. კომისიის სხდომები იმართება ორ თვეში ერთხელ.
5. კომისიის რეკომენდაციები ფორმდება საოქმო გადაწყვეტილებით.
6. კომისიის სხდომებთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრო, ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საპრობლემო ცენტრი და კომისიის მდივანი.