საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის მუზეუმის გადაცემის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №31

1999 წლის 27 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსწავლე-ახალგაზრდობის  მუზეუმის გადაცემის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფილად განხორციელების მიზნით:

1. საქართველოს განათლების სამინისტროს სკოლისგარეშე დაწესებულება მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმი გადაეცეს გამგებლობაში საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტს.

2. შეტანილ  იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის №281 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს განათლების სამინისტროს დებულებაში და აღნიშნული დებულების მე-5 თავში განათლების სამინისტროს სისტემაში არსებული დაწესებულებების ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნეს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმი.

3. შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის №255 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში:

ა) III თავის მე-10 მუხლის „ბ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ნიშნავს და ათავისუფლებს დეპარტამენტის თანამშრომლებს, საქვეუწყებო დაწესებულების“… შემდეგ, როგორც ტექსტშია;

ბ) III თავის მე-10 მუხლის „ვ“ პუნქტის ბოლოს დაემატოს: „ამტკიცებს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების დებულებას“;

გ) VII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ VII. დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებები“.

33. დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულებაა მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიის მუზეუმი;

დ) შესაბამისად  დაინომროს VII თავი VIII თავად, ხოლო 33 პუნქტი - 34 პუნქტად.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) შეიტანოს შესაბამისი ცვლილება საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის პროექტში.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის მუზეუმის გადაცემის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის მუზეუმის გადაცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის მუზეუმის გადაცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტისათვის მოსწავლე ახალგაზრდობის მუზეუმის გადაცემის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112432/