"საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№368
სარეგისტრაციო კოდი
010220020.10.003.016099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 159, 06/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №368

2010 წლის 1 დეკემბ ე რი

ქ. თბილისი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისიის შესახებ“საქართველოს მთავრობის 2004 წლის 7 ივნისის №45 დადგენილებაში (სსმIII,2004 წელი, №58, მუხლი 501) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

კომისიის თავმჯდომარე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი

კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

კომისიის წევრი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე

კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის კურატორი-მინისტრის მოადგილე)

კომისიის წევრი – სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსი

კომისიის წევრი – სსიპ – საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარე

კომისიის წევრი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი

კომისიის წევრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი

კომისიის წევრი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე

კომისიის წევრი – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი          ნ.გილაური