⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.07.2014)
გაუქმებულია:

"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 26.11.2010
ძალის დაკარგვა 28.07.2014
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016018
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 13/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,574 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2010 მიღება
28.07.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2010 წლის 26 ნოემბერი ქ. საგარეჯო საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ თ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ ბ” ქვეპუნქტის შესაბიმისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის № 12 დადგენილება „საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის 4). საკრებულოს თავმჯდომარე           ი. ჭიაურელი დანართი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური 1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომში  – სამსახური) ახორციელებს გამგეობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, ანალიტიკურ, საინფორმაციო საქმიანობის უზრუნველყოფას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საქმიანობის და სამსახურის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1.  სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, „ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, გამგეობის დებულება და წინამდებარე დებულება, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.     მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახური ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო, სამართლებრივ და ორგანიზაციულ მომსახურებას. 2. სამსახურის ძირითადი ამოცანებია: ა) გამგებლის დავალების შესაბამისად გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის და გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან მუნიციპალიტეტის გამგეობის შეხვედრების ორგანიზება; გ) გამგებელთან მოქალაქეთა მიღების, გამგებლის თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მიღებული დავალებების შესრულების ორგანიზება. დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ე) გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, შემოსული და გასული ოფიციალური კორესპონდენციების, წერილების აღრიცხვა, რეგისტრაცია, დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემა, ამ მიმართებით სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის მუდმივი შენახვისათვის არქივში დროული ჩაბარება; ვ) გამგებლის გადაწყვეტილებათა და გასული ოფიციალური კორესპონდენციების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი უფლებების დაცვა სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივი არქივის საქმიანობის წარმართვა; ზ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მომზადება; თ) გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება სათანადო ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საჭიროების შემთხვევაში გამგეობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრების უზრუნველყოფა; ი) გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმება და აღრიცხვა, საპენსიო საბუთებისა და ყოველწლიური შვებულებების გაფორმება, შესაბამისი აქტების მომზადება თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე; კონტროლი მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე, საჭიროების შემთხვევაში საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება; კ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება; ლ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, გამგეობის დებულების, წინამდებარე დებულების და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის და კურატორი გამგებლის მოადგილის წინანშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) უძღვება სამსახურის საქმიანობას; ბ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის და გამგეობის საშტატო ნუსხას; გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს სამსახურის საჯარო მოხელეთა კანდიდატურებს; დ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; ე) გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ვ) ადგენს გამგეობის შინაგანაწესს, რომელიც გამგებლის მიერ დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს; ზ) ახორციელებს გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; თ) საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფლიების უფროსი.     მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა სამსახური შედგება ოთხი განყოფილებისგან: ა) საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება; ბ) იურიდიული განყოფილება; გ) ინფორმაციისა და ანალიზის განყოფილება; დ) ადგილობრივი არქივის განყოფილება.     მუხლი 6🔗. საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება უზრუნველყოფს: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას; ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას; ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას; ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას; კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, „მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და ადგილობრივი სამსახურების დოკუმენტების უნიფიცირებული ფორმების ტაბელით“, „მუნიციპალიტეტის ორგანოებში საქმისწარმოების ინსტრუქციით“ და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების გახორციელებას; ნ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების ამაღლებისათვის ხელშეწყობას; ო) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით; პ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; ჟ) მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; რ) მუნიციპალიტეტის გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ს) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; ტ) კონტროლს მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; უ) მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას; ფ) მოქმედი კანონმდებლობითა და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 7🔗. იურიდიული განყოფილება იურიუდიული განყოფილება უზრუნველყოფს: ა) გამგებლის, მუნიციპალური სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას; ბ) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან; გ) მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში; დ) მუნიციპალიტეტის გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელ მწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) მოქმედი კანონმდებლობით და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.     მუხლი 8🔗. ინფორმაციისა და ანალიზის განყოფილება ინფორმაციისა და ანალიზის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის ვებგვერდის ადმინისტრირებას; ბ) გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას; გ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; დ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშების გამოქვეყნებას; ე) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას; ვ) გამგებლის პრეს-კონფერენციების ჩატარებას, მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; ურთიერთობას მასობრივ საშუალებებთან; ზ) ჟურნალისტების აკრედიტაციას გამგეობაში; თ) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; ი) მუნიციპალიტეტის გამგეობის საინფორმაციო- საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; კ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურებისა და ტერიტორიული მართვის ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას; ლ) მოქმედი კანონმდებლობით და გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას     მუხლი 9🔗. ადგილობრივი არქივის განყოფილება ადგილობრივი არქივის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ქვედა ნაყოფებისგან დოკუმენტების მოწესრიგებული სახით მიღება-ჩაბარებას; ბ) არქივში მიღებული დოკუმენტების აღრიცხვას და დაცვას; გ) არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატის შექმნას და მის სისტემატურ გაუმჯობესებას; დ)მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების საინფორმაციო მომსახურებას; დაწესებულებებისა და მოქალაქეთა შეკითხვებთან დაკავშირებულ საარქივო მომსახურებას; დოკუმენტების გამოყენების აღრიცხვასა და ანალიზს; ე) არსებული წესის დაცვით გასცემს დოკუმენტების ასლებს და საარქივო ცნობებს; ვ) ატარებს არქივში დაცული დოკუმენტების იმ საქმეთა აღწერებს, რომლებიც ექვემდებარება შენახვას და გასანადგურებლად გამოყოფილი საქმეების აქტებს, მათი შენახვის ვადების გასვლასთან დაკავშირებით; ზ) არქივის მუშაობაში ნერგავს შენახვის, ასლის გადაღებისა და გამოყენების თანამედროვე საშუალებას;     მუხლი 10🔗. განყოფილების უფროსი 1. გაყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. განყოფილების უფროსი: ა) ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; დ) ორგანიზებას უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას; ე) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს; შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე; ვ) შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს უქმნის აუცილებელ პირობებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესრულებისათვის, აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმისა და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის; ზ) აღასრულებს გამგებლის დავალებებს. 3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.     მუხლი 11🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი სამსახურის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან „ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი 1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო. 2. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს გამგებლის წარდგინებით ამტკიცეს საკრებულოს თავმჯდომარე.     მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები 1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით. 2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი. 3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 9🔗. დებულების ძალაში შესვლა ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.