"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.11.2010
ძალის დაკარგვა 17.02.2015
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 140060000.35.165.016019
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 13/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 1.0in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№
24
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„
ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „
თ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „
ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „
ბ” ქვეპუნქტის შესაბიმისად:
1. დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 მარტის №
17 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის 4).
საკრებულოს თავმჯდომარე ი.
ჭიაურელი
დანართი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე შექმნილი თვითმმართველი ერთეულის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას, ხანძრების ჩაქრობას და სამაშველო სამუშაოების განხორციელება-აღრიცხვას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე, სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით.
4. სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
5. სამსახური ფინანსდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯებით.
6. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი.
7. სამსახურის საშტატო განრიგი და თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სპეციალისტ-მეხანძრეებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლით, ამ დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი, გამგებლის დავალებით.
3. სამსახურის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით.
4. სამსახურის უფროსისა და მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ხანძრების ჩაქრობის და სამაშველო სამუშაოების განხორციელება-აღრიცხვა.
2. კომპეტენციის ფარგლებში სამსახური:
ა)
უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ (მიუხედავად მათი საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებას;
ბ)
უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში;
გ)
მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო სამუშაოების შესრულებაში და დაგეგმილ სახანძრო-სამაშველო სწავლებაში;
დ)
უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახანძრო-სამაშველო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვით
მმართველობის ორგანოში წარდგენას მის სარეალიზაციოდ;
ე)
მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის ჩაქრობის და საავარიო-სამაშველო სამუშაოების შესრულების წესების შემუშავებაში. უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრებისა და მათი შედეგების, პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
ვ)
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენასთან დაკავშირებით შეიმუშავებს სამსახურის ხარჯთა ნუსხის პროექტს, ამზადებს წინადადებებს სახანრო-სამაშველო სამსახურის ორგანიზაციისათვის საჭირო საშტატო რიცხოვნებისა და სტრუქტურული საკითხების გადასაჭრელად;
ზ)
უზრუნველყოფს სამსახურის ბალანსზე რიცხული სახანძრო ტქნიკისა და ტექნიკური შეიარაღების სწორ ექსპლოატაციას;
თ)
სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთანამშრომლობს მუნიციპალიტეტის სამსახურებთან, ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;
ი)
სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში ასრულებს საქართველოს კანონის „
სახანძრო უსაფრთხოების შესახებ” მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 4🔗. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეების სამსახურებრივი უფლებები და მოვალეობები
1. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სარგებლობენ საქართველოს კანონმდებლობით, შრომითი ხელშეკრულებითა და დებულებით განსაზღვრული უფლებებითა და მოვალეობებით.
2. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ემორჩილება თავის უშუალო ზემდგომ უფროსს.
3. უკანონო ბრძანებების ან მითითებების შესრულება სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმის მოსამსახურეს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
4. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეები სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომლებიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.
5. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მართლსაწინააღმდეგო ქმედების ან სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისათვის პასუხს აგებს კანონის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. სამსახურებრივი დისციპლინა
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია ხელქვეითი მოსამსახურეების სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობაზე. იგი ვალდებულია:
ა) შექმნას შრომის, დასვენებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭირო პირობები;
ბ) ჩაუნერგოს მოსამსახურეებს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობის გრძნობა;
გ) უზრუნველყოს საჯაროობა და ობიექტურობა სამსახურებრივი საქმიანობის შეფასებაში;
დ) პატივი სცეს სამსახურის მოსამსახურეთა პირად ღირსებას;
ე) არ დაუშვას პირად შემადგენლობასთან მუშაობაში პროტექციონიზმი და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, მოსამსახურეთა დევნა სამსახურში არსებული ნაკლოვანებათა კრიტიკისათვის.
მუხლი 6🔗. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთა შრომითი ანაზღაურება
1. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის რაზმის უფროსი, საშუალო, უმცროსი და რიგითი თანამდებობის მოსამსახურე იღებს ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობრივ დადგენილ განაკვეთს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება სრული მოცულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
3. მოსამსახურეთა ფულადი ანაზღაურება ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად ყოველი თვის 20 რიცხვში, უნაღდო ანგარიშსწორებით.
მუხლი 7🔗. სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო და დამატებითი სოციალური დაზღვევა
სიკვდილის ან დასახიჩრების შემთხვევაში ზარალის ანაზღაურება სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახურის მოსამსახურეთათვის ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8🔗. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის მომსამსახურეების შეღავათები, გარანტიები და კომპენსაციები
სახანძრო დაცვის სამსახურის რაზმის მოსამსახურეს, რომელიც საქმიანობაში იყენებს პირად სატრანსპორტო საშუალებას, მისი შენახვის, საწვავ-საპოხი მასალების ხარჯების ანაზღაურების მიზნით უხდიან ფულად კომპენსაციას დადგენილი წესით.
მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებსა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. სამსახურის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.