"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 26.11.2010
ძალის დაკარგვა 28.07.2014
გამომცემი ორგანო საგარეჯოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.165.016023
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 13/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
"საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №28
2010 წლის 26 ნოემბერი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონი 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დამტკიცდეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის
სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
დებულების დამტკიცების შესახებ” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 31 მარტის №13
დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
4. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მის: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის
4).
საკრებულოს თავმჯდომარე ი. ჭიაურელი
დანართი
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით, რომელსაც დადგენილი წესით ამტკიცებს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს დებულება, შტამპი, ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამსახური ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის
გამგებლის, „
ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – მთავარი არქმშენინსპექციის წინაშე, რომელსაც ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
6. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე.
7. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. საგარეჯო, დ. აღმაშენებლის ქ №9.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითდი ამოცანები და ფუნქციები.
1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა ზედამხედველობის განხორციელება:
ა) მ
შენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიული და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე;
ბ)
ქ. საგარეჯოსა და მუნიციპალიტეტში შემავალი
სოფლების იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობით შეზღუდვის წესებზე, გარე ვაჭრობაზე, ავტოტრანსპორტის პარკირებაზე;
გ)
მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად ხმაურის ინსოლაციისა და დასუფთავების განმსაზღვრელი სანიტარიული ნორმების დაცვაზე;
დ)
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე;
ე)
მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე.
2. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში სამსახურის ფუნქციებია:
ა)
არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების კანონის დარღვევით მიმდინარე ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტის შეჩერება ანდა დემონტაჟი, მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენება;
ბ)
სამშენებლო, სარემონტო და საავარიო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების ჩატარების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა.) დაზიანებული ქუჩების და მაგისტრალების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესება;
გ)
გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტის გამოვლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;
დ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმო-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, კომუნიკაციათა კიოსკების და ჭების, საქალაქო მეურნეობის და სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკურ მდგომარეობაზე) კონტროლი;
ე)
გარე ვაჭრობის და ავტოტრანსპორტის პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრულებაზე კონტროლი.
ვ)
უკანონო, უსახური და ამორტიზებული ჯიხურების, მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა, მათი აღკვეთის და სადემონტაჟო ღონისძიებების განხორციელება;
ზ)
ფიზიკური ან და იურიდიული პირის მიერ ხმაურის, ინსოლაციისა და დასუფთავების განსაზღვრული სანიტარიული ნორმების დაცვაზე, სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
თ)
ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, პროფილაქტიკური სანიტარიულ–ჰიგიენური ღონისძიებების შემუშავება, მიწერილობის გაცემა;
ი)
თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიწის ნაკვეთების უნებართვოდ დაკავების ანდა მიწათსარგებლობის უფლების გარეშე სარგებლობის, მიწის მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენის მქონე ობიექტების მშენებლობის, მიწის ნაკვეთების არამიზნობრივად გამოყენების და მიწის დაცვის წესების შეუსრულებლობის ფაქტების გამოვლენა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ღონისძიებების გატარება;
კ)
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის დამრღვევი ფიზიკური ან და იურიდიული პირების მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომების მიღება;
ლ)
ახლად აშენებული, რეკონსტრუქციული ობიექტების, დამთავრებული სამუშაოების მიმღებ კომისიებში მონაწილეობის მიღება;
მ)
საქართველოს კანონმდებლობით და საკრებულოს გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ ადგილობრივ მოსაკრებლებზე და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების მობილიზებაზე ადმინისტრირების ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. სამსახური უფლებამოსილია:
ა)
კანონმდებლობით დადგენილი წესით შევიდეს და განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტორულ-სამშენებლო, სანიტარიული და ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე: შემოწმების პროცესში მოითხოვოს ყველა საჭირო და აუცილებელი დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი ქვემდებარეობისა;
ბ)
განსაზღვროს დარღვევის აღმოფხვრის ღონისძიებები და ვადები, კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს მითითება, დააწესოს კონტროლი მის შესრულებაზე;
გ)
აწარმოოს კონტროლი საქალაქო მეურნეობის, კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის, გარე ვაჭრობის, ავტოტრანსპორტის პარკირებასა და სანიტარიული დასუფთავების ღონისძიებებზე, მიწათსარგებლობის წესების დაცვაზე;
დ)
წარუდგინოს გამგებელს წინადადებები
კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ანდა დამონტაჟებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივი დემონტაჟის შესახებ.
ე)
ფიზიკური ანდა იურიდიული პირის მოთხოვნით ან მისი თანხმობის საფუძველზე გამოიკვლიოს საცხოვრებელი ანდა არასაცხოვრებელი ფართი, მშენებლობის მიმდინარეობის დროს დარღვევის გამოვლენისას შეადგინოს მითითება ხმაურის ინსოლაციის და დასუფთავების დადგენილი სანიტარიული ნორმების მოთხოვნათა დარღვევის აღმოფხვრის შესახებ;
ვ)
დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დამრღვევი ფიზიკური ანდა იურიდიული პირის, აგრეთვე თანამდებობის პირის მიმართ გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
2.
სამსახური ვალდებულია
ა)
განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე არქიტექტურულ-სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებზე და აღნიშნულ სამუშაოებზე დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის დაცვაზე, გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტებისა
ბ)
განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი საქალაქო მეურნეობის კეთილმოწყობის, გარე იერსახის, გარე რეკლამის, ავტოტრანსპორტის პარკირებისა და მიწის რესურსების მართვისა და განკარგვის საკითხებზე მიღებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტების
შესრულებაზე;
გ)
აწარმოოს კონტროლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ადგილებით შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვის მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურღილის დაყენებაზე, შენობათა საძირკვლების გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგავის სპეციალურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუშაოების დაგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადებში შესრულებაზე;
გ)
აწარმოოს კონტროლი დასახელებული ქ საგარეჯოსა და სოფლების სანიტარული დასუფთავების, აგრეთვე საყოფაცხოვრებო, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო ნარჩენების გადამუშავების, ჩამარხვისა და უტილიზაციის დროს სანიტარიული ნორმების დაცვაზე;
დ)
აწარმოოს ინფექციური და მასობრივი არაგადამდები დაავადებისა და მოშხამვების პროფილაქტიკისათვის სანიტარიულ-ჰიგიენური და სანიტარიულ-ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებაზე კონტროლი;
ე)
აწარმოოს ზედამხედველობა ხეებისა და მწვანე ნარგავების გეგმაზომიერ განთავსებაზე, მათ მოჭრაზე, ამოძირკვაზე ან დაზიანებაზე.
მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. სამსახურის უფროსი კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას.
ბ)
სამსახურის საქმიანობაზე ანგარიშს წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგებელს და „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება მთავარ არქმშენინსპექციას.
მუხლი 5🔗.დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.
2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა ხელფასებისა და სამსახურის ხარჯების დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი.
3. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗. დებულების ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.