სამართლებრივი რეფორიმის მიმდინარეობის, კანონიერების განმტკიცების, კორუფციის წინააგმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით 1998 წელს გაწეული მუშაობის შედეგებისა და 1999 წლის ამოცანების შესახებ
მიღების თარიღი 28.02.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №84
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 10(17), 05/03/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.02.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სამართლებრივი რეფორიმის მიმდინარეობის, კანონიერების განმტკიცების, კორუფციის წინააგმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით 1998 წელს გაწეული მუშაობის შედეგებისა და 1999 წლის ამოცანების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 89.85pt 1.0in 89.85pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №84
1999 წლის 28 თებერვალი
ქ. თბილისი
სამართლებრივი რეფორმის მიმდინარეობის, კანონიერების განმტკიცების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით 1998 წელს გაწეული მუშაობის შედეგებისა და 1999 წლის ამოცანების შესახებ
1999 წლის 19 თებერვალს საქართველოს მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე სამართლებრივი რეფორმის განხორციელების, კანონიერების განმტკიცების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით 1998 წელს გაწეული მუშაობის შედეგების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებზე რეაგირებისა და 1999 წლის ამოცანების განსაზღვრისათვის:
I. სამართლებრივი რეფორმის სფეროში:
1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის მყარი სამართლებრივი საფუძვლის ჩამოყალიბებისა და შემდგომი სრულყოფისათვის საგაზაფხულო სესიაზე განიხილოს „სისხლის სამართლის კოდექსის“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“, „ადვოკატურის შესახებ“, „საექსპერტო დაწესებულებების შესახებ“, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ“ კანონების პროექტები;
2. სამართლებრივი რეფორმის სახელმწიფო კომისიამ (ლ. ჭანტურია) მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შედეგების შეჯამებისას წარმოადგინოს მოქმედების კონკრეტული გეგმა სამართალდაცვის სისტემის რეფორმის დამამთავრებელი ეტაპის უზრუნველყოფისათვის;
3. საქართველოს იუსტიციის საბჭომ (დ. მუმლაძე) ერთ თვეში წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
4. პენიტენციალურ დაწესებულებათა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში ეტაპობრივი გადაცემის სამთავრობო კომისიამ (ვ. ლორთქიფანიძე), ევროსაბჭოს რეკომენდაციების გათვალისწინებით, ორ თვეში შეიმუშაოს და წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები პენიტენციალური სისტემის შინაგან საქმეთა სამინისტროდან იუსტიციის სამინისტროს სისტემაში გადაცემასთან დაკავშირებით.
II. კანონიერების განმტკიცების სფეროში:
1. ეთხოვოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს (მ. უგრეხელიძე) შეისწავლოს მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა, აგრეთვე ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა-გასაღების ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვის პრაქტიკა, შეიმუშაოს და გამოაქვეყნოს შესაბამისი რეკომენდაციები;
2. საქართველოს იუსტიციის საბჭომ განიხილოს მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, აგრეთვე ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შენახვა-გასაღების ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო სტატისტიკის ანალიზის მასალები;
3. საქართველოს პროკურატურამ (ჯ. ბაბილაშვილი) გააანალიზოს საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის (თ. მაღლაკელიძე) და საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის (მ. ჩიკვილაძე) ოპერატიული და მოკვლევის სამსახურებისადმი ზედამხედველობა და მათ მიერ გაწეული მუშაობის ანალიზის შედეგები წარმოადგინოს კვარტალში ერთხელ.
4. საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ. ხატიძე) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატთან (ნ. საჯაია) და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ვ. ჩხეიძე) ერთად სამ თვეში შეისწავლოს ნინოწმინდის რაიონში მმართველობის ადგილობრივ ორგანოებსა და საზღვრის დაცვის ქვედანაყოფებში კადრების შერჩევის საკითხი და წარმოადგინონ შესაბამისი წინადადებები.
III. კორუფციისა და დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში:
1. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს დააჩქაროს კორუფციისა და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის სრულყოფა. განიხილოს კანონპროექტი „საქართველოს პრეზიდენტის ეგიდით კორუფციასთან ბრძოლის სპეციალური სამსახურის შესახებ“;
2. ა) შეიქმნას სამთავრობო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი (კომისიის თავმჯდომარე)
ბადრი აბზიანიძე – საქართველოს პარლამენტის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე
ჯამლეთ ბაბილაშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი
თემურ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმის საკითხებში
ნინო ბურჯანაძე – საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე
კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
თამაზ მაღლაკელიძე – საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დავით ონოფრიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
ნუგზარ საჯაია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი
ვახტანგ ქუთათელაძე – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი
რევაზ შავიშვილი – საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
მიხეილ ჩიკვილაძე – საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო ინსპექციის უფროსი
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლადო ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ბადრი ხატიძე – საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი
ბ) სამთავრობო კომისიამ ორ თვეში ეროვნული უშიშროების საბჭოს განსახილველად წარმოუდგინოს კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის პროექტი.
3. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე) საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან, საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტთან და საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ვ. ჩხეიძე) ერთად, მათი კომპეტენციის შესაბამისად, განსაკუთრებით გააძლიერონ ბრძოლა ეკონომიკური ხასიათის ორგანიზებული დამნაშავეობის ისეთი სახეობების წინააღმდეგ, როგორიცაა კონტრაბანდა და გადასახადების დიდი ოდენობით დაფარვა, კვარტალში ერთხელ წარმოადგინონ მთავრობის სხდომაზე გაწეული მუშაობის ანგარიში;
4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად სამ თვეში წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ;
5. არასრულწლოვანთა სახელმწიფო კომისიამ (ა. კარტოზია) ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. საანგარიშო პერიოდში პრიორიტეტად დარჩეს უდედმამო და მიუსაფარ ბავშვთა დამნაშავეობის პრობლემა და მათთვის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის ღონისძიებათა განხორციელება;
6. ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიამ (კ. თარგამაძე, ა. ჯორბენაძე) ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინონ ნარკომანიისა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის 1998-2000 წლების სახელმწიფო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესაბამისი პერიოდის ანგარიში;
7. საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურატურამ (ბ. ბიწაძე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან (დ. თევზაძე) ერთად გააანალიზოს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის და დეზერტირობის გამომწვევი მიზეზები და სამ თვეში წარმოადგინოს კონკრეტული წინადადებები მათ აღმოსაფხვრელად.
IV. ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეროვნული უშიშროების საბჭოს შესაბამის ქვედანაყოფთან ერთად (რ. ბერიძე) შეისწავლოს და გააანალიზოს 1999 წლის იანვარ-თებერვალში განხორციელებული შეწყალების დროს გათავისუფლებული პირების მიერ დანაშაულის რეციდივის საკითხი და წლის ბოლოს წარმოადგინოს შესწავლის შედეგები;
2. საქართველოს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებმა საქართველოს პროკურატურასთან ერთად შეისწავლონ და ექვს თვეში ერთხელ წარმოადგინონ ინფორმაცია წინასწარი პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ.
V. ევროპის საბჭოში საქართველოს წევრად მიღებასთან დაკავშირებით:
1. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე:
ა) ევროპის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა კონვენციის რატიფიცირებამდე სამი თვით ადრე დასრულდეს მუშაობა საქართველოს კანონმდებლობის შედარებით ანალიზზე;
ბ) სათანადო პროცედურის დაცვით ხელი მოეწეროს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ კონვენციას, ეროვნულ უმცირესობათა დაცვის კონვენციას, ევროპის ქარტიას უმცირესობათა ენების შესახებ, პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ ძირითად ხელშეკრულებას;
გ) გაგრძელდეს სასამართლო, პროკურატურისა და პოლიციის სისტემის რეფორმა;
დ) გაგრძელდეს და გაძლიერდეს სამართალდაცვისა და სხვა სახელმწიფო ორგანოებში კორუფციასთან ბრძოლა;
ე) განხორციელდეს სასჯელთა სისტემის ჰუმანიზაცია, მოიძებნოს საპატიმრო სასჯელების ალტერნატივა;
ვ) სასჯელაღსრულების და პოლიციის დაწესებულების თანამშრომლებისათვის მოეწყოს ადამიანის უფლებათა შესწავლის კურსები (ევროსაბჭოს დახმარებით);
ზ) მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები სახალხო დამცველის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ლ. ჭანტურია) და საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული ამ რეკომენდაციების საფუძველზე და ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეზოლუციის შესაბამისად ორ თვეში წარმოუდგინონ უშიშროების საბჭოს ამ დოკუმენტებით განსაზღვრულ ღონისძიებათა სრული პროგრამა.
ე. შევარდნაძე