„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს აქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2010 წლის 26 ნოემბერი
დაბა ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში (სსმ III, №26, 17.09.2010 წ., გვ.222) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:“
2. დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცის) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის, ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.“.
3. დადგენილების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობის მშენებლობისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას დაურთოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი და ცნობა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის შესახებ.“.
4. დადგენილებაში პუნქტების ნუმერაცია აღინიშნოს უწყვეტი თანმიმდევრობით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს აქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.11.2010.
- როდის იქნა მიღებული „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს აქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ?
- „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს აქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ მიღებულია 26.11.2010. მიმღები ორგანო — ხულოს მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №46. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.35.136.016030.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს აქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს აქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.11.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს აქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №16 დადგენილებაში ცვლილება-დამატების შეტანის შესახებ, №46, 26.11.2010, სარეგისტრაციო კოდი 330130000.35.136.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1125404/