„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№44
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.136.016028
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 63, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №44

2010 წ ლის 26 ნოემბერი

დაბა ხულო

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის                           26 აგვისტოს №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 აგვისტოს №15 დადგენილებაში  (სსმ III, №26, 17.09.2010წ., გვ.169-221) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

  „ეს დებულება (რეგლამენტი), „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე -15 მუხლის მე -2 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრავს ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს, მუშაობის ორგანიზაციისა და საქმიანობის წესს .“.

   2. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტში და დებულების (რეგლამენტის) დანარჩენ ტექსტში სიტყვები „მერის“  და „მერიის“.

   3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით , გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შექმნა ;“.

 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გრანტის მიღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე საქართველოს მთავრობისაგან ან საქართველოს მთავრობის ნებართვით სესხის აღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება;“.

5. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტი.

 6. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) „რეკლამის შესახებ “ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად გარე რეკლამის განთავსების მარეგულირებელი ნორმების დადგენა და გარე რეკლამის გავრცელების გეგმის დამტკიცება ; “.

7. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული მიწით სარგებლობის, მიწის იჯარის, მიწ აზე ქონების გადასახადის ოდენობის, მისი გაანგარიშებისა და გადახდის წესების დადგენა ; “.

8. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-11 პუნქტის „დ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) მუნიციპალური არქივის შექმნა და საარქივო მომსახურების ტარიფების დადგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; “.

 9. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის „ვ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ვ) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აზრის გათვალისწინება ;“.

10. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „შ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;

„შ) გამგებლის წარდგინებით საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმას; „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ “  საქართველოს კანონის მე–11 მუხლის შესაბამისად ქმნის სატენდერო კომისიას, ნიშნავს სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს;ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; “.

11. ამოღებულ იქნეს  დადგენილებით დამტკიცებული დებულების VII თავის სათაურში ტერმინი „მორიგი “  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„VII თავი. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა “.

12. ამოღებულ იქნას  დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-40 მუხლიდან ტერმინი „მორიგი “  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 40. ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევა

1. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგების ოფიციალური გამოქვეყნებიდან 30 დღის ვადაში.

2. განცხადება საკრებულოს პირველი სხდომის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ ქვეყნდება ადგილობრივ გაზეთებში, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში , ან სხვა წესით ეცნობებათ საკრებულოს წევრებს სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც .“.

13. ამოღებულ იქნეს  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41-ე მუხლის მე-2 პუნქტიდან ტერმინი „მორიგი “  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს პირველ სხდომას ხსნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. პირველ სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის არჩევამდე თავმჯდომარეობს საკრებულოს უხუცესი (სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრებიდან ასაკით უფროსი) წევრი ;“.

14. ამოღებულ იქნეს  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 45-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან ტერმინი „მორიგი “  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ახლად არჩეული საკრებულოს პირველი სხდომა შემდგარად ჩაითვლება, თუ საკრებულოს მიერ ცნობილ იქნა საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება. ამ დროიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის საკრებულოს .“.

15. ამოღებულ იქნ ე ს  დადგენილებით დამტკიცებული დებულების 46-ე მუხლის პირველი პუნქტიდან  ტერმინი „მორიგი “  და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 46. ახლად არჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განსახილველი საკითხები

1. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე საკითხები განიხილება შემდეგი თანმიმდევრობით:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;

ბ) საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;

გ) ცნობად მიღება საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ;

დ) საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) შესაბამისად საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების არჩევა. “.

16. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 52-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. მორიგი სხდომის გახსნის შემდეგ საკრებულოს წევრთა რეგისტრაცია ტარდება ყოველი კენჭისყრის დაწყების წინ. საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილებები , თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარ ზე მეტი;“.

17. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 107-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს ხელმოსაწერად ;“.

18. დადგენილებით დამტკიცებული დებულების 126-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. დასახლების საერთო კრების ოქმი წაკითხულ უნდა იქნეს დასახლების საერთო კრებაზე და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ხელს აწერენ კრებაზე დამსწრე გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული, ამ დასახლებიდან არჩეული საკრებულოს წევრი,  საკრებულოს აპარატის წარმომადგენელი და კრების არანაკლებ ხუთი მონაწილე. “.

    მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარე                                   ნ. თავართქილაძე