📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება

მიღების თარიღი 28.02.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 10(17), 05/03/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,549 სიტყვა · ~18 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 59.85pt 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №85 1999 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანისა და იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება 1. „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ე“  ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა“. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 ივნისის №388 ბრძანებულება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება“ და ამ ბრძანებულებით დამტკიცებული შესაბამისი თანამდებობრივი რეესტრი. 3. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებულ თანამდებობებზე თანამდებობის პირის დანიშვნისას (არჩევისას, დამტკიცებისას) ან თანამდებობიდან გათავისუფლებისას (უფლებამოსილების ვადის ამოწურვისას, ვადამდე შეწყვეტისას, გადადგომისას, გადაყენებისას) იმ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) დაწესებულების კადრების სამსახურმა, რომელშიც საჯარო სამსახურს ახორციელებს შესაბამისი თანამდებობის პირი, თანამდებობის პირის დანიშვნიდან (არჩევიდან, დამტკიცებიდან) ან გათავისუფლებიდან (უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან, ვადამდე შეწყვეტიდან, გადადგომიდან, გადაყენებიდან) 3 დღეში მომხდარი საკადრო ცვლილება წერილობით აცნობოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს. 4. ამ ბრძანებულებით დამტკიცებული თანამდებობრივი რეესტრით გათვალისწინებული თანამდებობების სახელწოდების შეცვლის ან მათი შესატყვისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე შესაბამისი უწყების (დაწესებულების, ორგანოს, ორგანიზაციის) სტრუქტურაში ცვლილებების ან დამატებების შეტანის შემთხვევაში იმ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) დაწესებულების კადრების სამსახურმა, რომელშიც შეიცვალა თანამდებობის სახელწოდება (გაუქმდა შესატყვისი საშტატო ერთეული) ან სტრუქტურა, ცვლილებიდან სამ დღეში წერილობით აცნობოს ეს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თანამდებობის ახალი სახელწოდების (გარდა შესატყვისი საშტატო ერთეულის გაუქმების შემთხვევისა) მითითებით. 5. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შემვსებ თანამდებობის პირთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროსათვის გამოყოფილი ხარჯების განწერვა მოახდინოს საინფორმაციო ბიუროს მიერ წარდგენილი გაანგარიშების მიხედვით. 6. „თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების პროცედურის რეგლამენტაციის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 10 ივლისის №413 ბრძანებულებაში, ამ ბრძანებულებით დამტკიცებულ „თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციაში“ და ამავე ბრძანებულებით დამტკიცებულ „თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: ა) ბრძანებულების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ ბრძანებულების მოქმედება გავრცელდეს იმ თანამდებობის პირებზე, რომლებიც გათვალისწინებული არიან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე დამტკიცებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრით, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება.“; ბ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1) მე-2 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი; 2) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებას ბოლოში დაემატოს სიტყვები, „აგრეთვე დეკლარაციის შევსების რიცხვსა და თვეს“; 3) მე-7 მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებას ბოლოში დაემატოს სიტყვები  – „რიცხვის თაობაზე – არაბული ციფრების მეშვეობით, ხოლო თვის თაობაზე – სიტყვიერად“; 4) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის პირველი წინადადებიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები „(გარდა პირველი ფურცლებისა)“; 5) მე-13 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „მე-2“ შეიცვალოს სიტყვით   „პირველ“; 6) მე-13 მუხლის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-2“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის პირველი“; 7) მე-14 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „პირის“ შეიცვალოს სიტყვებით „პირისა და მისი“, ხოლო სიტყვა „მე-3“ – სიტყვით „მე-2“; 8) მე-14 მუხლის მე-3 პუნქტში სიტყვა „მე-3“ შეიცვალოს სიტყვით  „მე-2“, სიტყვა „პირის“ – სიტყვებით „პირისა და მისი“, ხოლო სიტყვის „ქვევით“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „თანამდებობის პირით დაწყებული და შემდეგ“; 9) მე-14 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-3“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-2“; 10) მე-14 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 პუნქტებში სიტყვა „პირის“ შეიცვალოს სიტყვებით „პირისა და მისი“; 11) მე-15 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-4“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-3“; 12) მე-17 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-6“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-4“; 13) მე-18 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-7“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-5“; 14) მე-19 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „მე-7“ ყველგან შეიცვალოს სიტყვით „მე-5“; 15)  მე-19 მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-8“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-6“; 16) მე-20 მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-9“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-7“; 17) 21-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-10“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-8“; 18) 22-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის“ მე-11“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-9“; 19) 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას ბოლოში დაემატოს სიტყვები „და ხელშეკრულების მონაწილე პირის (თანამდებობის პირის ან მისი ოჯახის წევრის) სახელი და გვარი“; 20) 24-ე  მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-4“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-3“; 21) 25-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-5“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-4“; 22) 26-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4  პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-6“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-5“; 23) 27-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-7“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-6“; 24) 28-ე მუხლის პირველ, მე-2 და მე-3 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-8“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-7“; 25) 29-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-9“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-8“; 26) 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დეკლარაციის მე-8 ფურცლის მარცხნიდან პირველ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება შესაბამისად საჩუქრის, მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების მიმღების – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი“; 27) 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. დეკლარაციის მე-8 ფურცლის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება შესაბამისად საჩუქრის გადამცემი, მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების წყარო და გადამცემის (წყაროს) მიმღებთან კავშირი. თუ საჩუქრის გადამცემი ან მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების წყარო ფიზიკური პირია, მითითებულ უნდა იქნეს ფიზიკური პირის სახელი და გვარი, თუ იურიდიული პირია – მისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა და სრული სახელწოდება (წესდების, დებულების მიხედვით). საჩუქრის ყოველი გადამცემის ან მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების ყოველი წყაროს მითითებისას იქვე უნდა აღინიშნოს გადამცემის (წყაროს) კავშირი საჩუქრის, მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების მიმღებთან“; 28) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვის „საჩუქრის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები, „მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების“; 29) 29-ე მუხლის მე-3 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი ტექსტი: მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების სახეობა აღინიშნება შემდეგი მითითებით: ა) მივლინების ხარჯების ანაზღაურება; ბ) წარმომადგენლობითი ხარჯების ანაზღაურება; გ) უცხო სახელმწიფოს, საერთაშორისო ან სხვა უცხოური ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული საქმიანობის გაწევის, გამართულ კონფერენციაში (სემინარში, შეხვედრასა და სხვა შეკრებაში) მონაწილეობის ხარჯების ანაზღაურება; დ) უცხო სახელმწიფოში ან ქვეყნის შიგნით კერძო ვიზიტის ხარჯების ანაზღაურება; ე) სასტუმროში ცხოვრების, კვებისა და სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის (მგზავრობის) ხარჯების ანაზღაურება; ვ) სწავლების ხარჯების ანაზღაურება; ზ) ნაწარმოების დაბეჭდვისა და გამოცემის ხარჯების ანაზღაურება; თ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება; ი) სხვა მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურება. ერთი და იმავე სახეობის სხვადასხვა მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურება ცალ-ცალკე აღინიშნება“; 30) 29-ე მუხლის მე-4 პუნქტში სიტყვის „ღირებულება“ შემდეგ დაემატოს სიტყვები „და მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების ოდენობა“; 31) 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის პირველ წინადადებაში სიტყვის „საჩუქრის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები, „მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების“, ხოლო ამავე პუნქტის მე-2 წინადადებაში სიტყვის „საჩუქრისათვის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები, „მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურებისათვის“, სიტყვის „საჩუქრის“ შემდეგ დაემატოს სიტყვები, „მიზნობრივი ხარჯების ანაზღაურების“; 32) 29-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები გადაინომროს შესაბამისად; 33) 30-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-10“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-9“; 34) 31-ე მუხლის პირველ, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში სიტყვები „დეკლარაციის მე-11“ შეიცვალოს სიტყვებით „დეკლარაციის მე-10“; 35) 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:      „მუხლი 33🔗. 1. თუ დეკლარაციაში შესატანი ინფორმაცია განეკუთვნება სახელმწიფო ან სამსახურებრივ საიდუმლოებას, ან სხვა კონფიდენციალური ინფორმაციაა, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით, იგი აისახება დეკლარაციის საიდუმლო გრაფაში. 2. საიდუმლო გრაფის მარცხნიდან პირველ ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ქონების სახეობა (შინაარსი) და ქონებასთან დაკავშირებული პირის – თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის სახელი და გვარი, თუ ეს ქონება შეესაბამება ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. ქონების სახეობა (შინაარსი) საიდუმლო გრაფაში აღინიშნება კონკრეტულად. ერთი და იმავე სახეობის (შინაარსის) სხვადასხვა ქონება ცალ-ცალკე აღინიშნება. ქონებასთან დაკავშირებული პირი მიეთითება ქონების ყოველი სახეობისათვის (შინაარსისათვის) ცალ-ცალკე. 3. საიდუმლო გრაფის მარცხნიდან მე-2 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ ქონებასთან თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის კონკრეტული კავშირი. 4. საიდუმლო გრაფის მარცხნიდან მე-3 ვერტიკალურ გრაფაში აღინიშნება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ქონების საბაზრო ღირებულება ან/და ოდენობა. 5. საიდუმლო გრაფის მარცხნიდან მე-2 და მე-3 ვერტიკალურ გრაფებში მონაცემები შეიტანება ქონების ყოველი სახეობისათვის (შინაარსისათვის) ცალ-ცალკე. 6. თანამდებობის პირი ვალდებულია საიდუმლო გრაფაში შესატანი მონაცემები, რომლებიც თავისთავად არ განეკუთვნება კონფიდენციალურ ინფორმაციას, შეიტანოს საიდუმლო გრაფაშიც და დეკლარაციის სხვა შესაბამის ფურცლებშიც.“; გ) თანამდებობის პირთა მიერ ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის დეკლარირების წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვები „იანვრიდან 31 იანვრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „აპრილიდან 30 აპრილამდე.“; 2) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოსამართლეობის კანდიდატი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ვალდებულია, მოსამართლეობის კანდიდატად რეგისტრაციიდან 1 კვირაში შეავსოს და წარადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია.“; 3) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი გადაინომროს მე-4 პუნქტად; 4) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. თუ ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ერთი და იმავე თანამდებობის პირის მიმართ ორი თვის განმავლობაში ერთდროულად წარმოიქმნა დეკლარაციების შევსებისა და წარდგენის ორი ან მეტი საფუძველი, თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციები შეავსოს და წარადგინოს ამ მუხლის შესაბამისად 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მხოლოდ იმ ერთ საფუძველზე, რომელიც უფრო ადრე წარმოიშვა. თუ თანამდებობის პირმა დაიკავა ის თანამდებობა, რომელზეც მყოფი პირისათვის სავალდებულოა დეკლარაციების შევსება და წარდგენა, ან მოსამართლეობის კანდიდატმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია გაიარა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პერიოდის დაწყებამდე 2 თვის განმავლობაში, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პერიოდში იგი ვალდებულია, დამატებით შეავსოს და წარადგინოს მხოლოდ საფინანსო დეკლარაცია.“; 5) მე-6 მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს მე-2 წინადადება; 6) მე-6 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-4 პუნქტი, ხოლო მე-5 და მე-6 პუნქტები გადაინომროს შესაბამისად; 7) მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „პუნქტით“ შეიცვალოს სიტყვებით „და მე-3 პუნქტებით“, ხოლო სიტყვა „შემთხვევისა“ შეიცვალოს სიტყვით „შემთხვევებისა“; 8) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტს ბოლოში დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 წინადადება: „ცნობა ექვემდებარება იმ სახელმწიფო (ადგილობრივი თვითმმართველობის) დაწესებულების საკადრო სამსახურში წარდგენას, სადაც საჯარო სამსახურს ახორციელებს შესაბამისი თანამდებობის პირი“; 9) მე-11 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე შევსებული და წარდგენილი დეკლარაციის ასლს საინფორმაციო ბიურო გასცემს მხოლოდ საქართველოს იუსტიციის საბჭოს წერილობითი მოთხოვნით, მოთხოვნის მიღებიდან 4 დღის განმავლობაში.“; 10) მე-11 მუხლის მე-3 პუნქტი გადაინომროს მე-4 პუნქტად; 11) მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. თანამდებობის პირი ვალდებულია, დეკლარაციების დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო მასზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეავსოს და წარადგინოს დეკლარაციები.“; 12) მე-12 მუხლის მე-3 პუნქტი გადაინომროს მე-4 პუნქტად. 7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. შევარდნაძე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება და თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარდგენა I. საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები 1. საქართველოს პრეზიდენტი; 2. საქართველოს პარლამენტის წევრი; 3. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 4. საქართველოს მინისტრი. II. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების თანამდებობის პირები 1. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე – სახელმწიფო კანცელარიის უფროსი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილე. 2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სისტემაში: 1) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე; 2) სახელმწიფო კანცელარიის უფროსის მოადგილე; 3) საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, საპარლამენტო მდივნის მოადგილე; 4) საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი – მიმართულების ხელმძღვანელი; 5) სახელმწიფო სამსახურის ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე; 6) სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე; 7) ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების კომისიების გაერთიანებული აპარატის უფროსი; 8) მთავარი კონსულტანტი; 9) განყოფილების უფროსი; 10) არქივის უფროსი; 11) მთავარი ბუღალტერი. 3. საქართველოს სამინისტროების სისტემაში: 1. განათლების სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე; გ) აღმასრულებელი სამდივნოს უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) სამმართველოს უფროსი; ე) ბიუროს უფროსი; ვ) განყოფილების უფროსი. 2. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე; გ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) ინსპექციის უფროსი; ე) სამმართველოს უფროსი; ვ) ცენტრის უფროსი; ზ) ცენტრალური ბუღალტერიის მთავარი ბუღალტერი; თ) განყოფილების უფროსი; ი) სამდივნოს უფროსი. 3. ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე; გ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; ე) სამმართველოს უფროსი; ვ) განყოფილების უფროსი; ზ) სააგენტოს უფროსი; თ) მინისტრის აპარატის უფროსი; ი) ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ გენერალური დირექტორი. 4. ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) საქმეთა მმართველი, საქმეთა მმართველის მოადგილე; დ) საკოორდინაციო ბიუროს უფროსი; ე) განყოფილების უფროსი; ვ) კანცელარიის უფროსი; ზ) ჯგუფის უფროსი. 5. თავდაცვის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) სამხედრო-საჰაერო, სამხედრო-საზღვაო ძალების, არტილერიის, აღმოსავლეთის მიმართულების, დასავლეთის მიმართულების, „კოდორის ხეობა“ მიმართულების, სახმელეთო ჯარების სარდალი, სარდლის პირველი მოადგილე, სარდლის მოადგილე, შტაბის უფროსი; გ) სამხედრო-საჰაერო ძალების საჰაერო თავდაცვის ბაზის უფროსი, ბაზის შტაბის უფროსი; დ) სამხედრო-საჰაერო ძალების საავიაციო პოლკის მეთაური, შტაბის უფროსი; ე) სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო დივიზიონის მეთაური; ვ) სამხედრო-საზღვაო ძალების საზღვაო ქვეითი ჯარის გაძლიერებული ბატალიონის მეთაური, შტაბის უფროსი; ზ) არტილერიის ბრიგადის მეთაური; თ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე, შტაბის უფროსი; ი) სამმართველოს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე; კ) მინისტრის აპარატის უფროსი, მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე – კანცელარიის უფროსი; ლ) მთავარი სამხედრო ინსპექციის უფროსი, უფროსი ინსპექტორი; მ) მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა ჯგუფის უფროსი, მინისტრის განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი; ნ) სამინისტროს სასწავლო ცენტრებისა და ობიექტების უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე; ო) საქართველოს სამხედრო კომისარი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სამხედრო კომისრები, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის სამხედრო კომისარი. 6. იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) განყოფილების უფროსი. 7. კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) განყოფილების უფროსი; დ) მინისტრის სამდივნოს უფროსი. 8. კულტურის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) კოლეგიის ხელმძღვანელი, ხელმძღვანელის მოადგილე; დ) დირექციის უფროსი; ე) საქმეთა მმართველი; ვ) მინისტრის სამდივნოს უფროსი; ზ) იურიდიული სამსახურის უფროსი; თ) საინფორმაციო-საგამომცემლო განყოფილების უფროსი. 9. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე; ე) განყოფილების უფროსი; ვ) მთავარი რეგიონალური სამმართველოს უფროსი; ზ) რეგიონალური სამმართველოს უფროსი. 10. მრეწველობის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე; გ) საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების სამმართველოს, იურიდიული და კადრების სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) მინისტრის აპარატის უფროსი, უფროსის მოადგილე; ე) სამმართველოს უფროსი; ვ) განყოფილების უფროსი. 11. საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი; გ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე; დ) სამმართველოს უფროსი (მთავარი ბუღალტერი); ე) განყოფილების უფროსი; ვ) მინისტრის სამდივნოს უფროსი, მინისტრის თანაშემწე სპეციალურ საკითხებში; ზ) ეროვნული კომისიის გენერალური მდივანი, გენერალური მდივნის მოადგილე; თ) ცენტრის ხელმძღვანელი. 12. სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის დირექტორი; გ) სამმართველოს უფროსი; დ) განყოფილების უფროსი; ე) კანცელარიის უფროსი; ვ) მთავარი ბუღალტერი. 13. სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) ბიუროს უფროსი, უფროსის მოადგილე; ე) განყოფილების უფროსი; ვ) საგამოძიებო იზოლატორის უფროსი; ზ) რეგიონალური სამმართველოს უფროსი. 14. სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე; გ) მინისტრის თანაშემწე, მინისტრის მრჩეველი; დ) განყოფილების გამგე (უფროსი). 15. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) სამმართველოს უფროსი; დ) განყოფილების უფროსი; ე) კანცელარიის უფროსი; ვ) სექტორის უფროსი. 16. სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს სისტემაში ­ ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) განყოფილების უფროსი; დ) მინისტრის აპარატის უფროსი. 17. ტრანსპორტის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე; დ) საზღვაო ადმინისტრაციის უფროსი, უფროსის მოადგილე; ე) სამმართველოს უფროსი; ვ) განყოფილების უფროსი; ზ) კანცელარიის გამგე; თ) მთავარი ბუღალტერი; ი) სამსახურის უფროსი; კ) საქმეთა მმართველი; ლ) ინსპექციის უფროსი; მ) პრესსამსახურის უფროსი. 18. ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე; გ) მეცნიერებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე; ე) საქმეთა მმართველი, საქმეთა მმართველის მოადგილე; ვ) სამმართველოს უფროსი; ზ) რეგიონალური დეპარტამენტის თავმჯდომარე. 19. ფინანსთა სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის დირექტორი, დირექტორის მოადგილე; გ) სამეურნეო სამმართველოს, ლატარიებისა და აზარტული თამაშების ლიცენზირების სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) სამმართველოს უფროსი; ე) განყოფილების უფროსი; ვ) ცენტრალური ბუღალტერიის მთავარი ბუღალტერი; ზ) მინისტრის აპარატის უფროსი; თ) საქმეთა მმართველი; ი) კანცელარიის უფროსი; კ) სამდივნოს უფროსი. 20. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე; გ) მთავარი სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; დ) სამინისტროს კავშირგაბმულობის, მოკვლევის, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის, სამხედრო და სპეციალური გადაზიდვების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე; ე) სამმართველოს უფროსი, უფროსის მოადგილე; ვ) სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის მეთაური, მეთაურის მოადგილე; ზ) პოლიციის სპეცდანიშნულების სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე; თ) შინაგანი ჯარების სარდალი, სარდლის მოადგილე; ი) ეროვნული ცენტრალური ბიუროს უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე; კ) ეროვნული ბიუროს უფროსი; ლ) სამინისტროს შტაბის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე; მ) სამინისტროს სამდივნოს უფროსი, სამდივნოს უფროსის მოადგილე; ნ) სამინისტროს აკადემიის უფროსი, უფროსის მოადგილე; ო) სამინისტროს ფიზკულტურულ-სპორტული კლუბის „დინამოს“ თავმჯდომარე; პ) სამხარეო, ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი. 21. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სისტემაში – ა) მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე; ბ) დეპარტამენტის უფროსი, უფროსის მოადგილე; გ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი; დ) განყოფილების უფროსი. 4. საქართველოს სახელმწიფო დეპარტამენტების სისტემაში: 1. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე; 2. სახელმწიფო საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში – ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საბაჟო სამმართველოების უფროსები; ბ) თბილისის რეგიონალური საბაჟოს უფროსი; გ) საბაჟოს უფროსი. 3. სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის სისტემაში – ა) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საგადასახადო ინსპექციის უფროსი; ბ) რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის ადგილობრივი საგადასახადო ინსპექციის უფროსი. 5. საქართველოს სახელმწიფო ინსპექციების სისტემაში: სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, უფროსის პირველი მოადგილე, უფროსის მოადგილე. 6. საქართველოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი. 7. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. III. საქართველოს სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირები 1. საკონსტიტუციო სასამართლოების სისტემაში – 1) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი; 2) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი. 2. საერთო სასამართლოების სისტემაში: 1) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; 2) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარე და უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე; 3) სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 4) რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე; 5) საქალაქო (ქალაქის) სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე; 6) ქალაქის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე. 3. საქართველოს პროკურატურის სისტემაში: 1) საქართველოს გენერალური პროკურორი, გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, გენერალური პროკურორის მოადგილე; 2) გენერალური პროკურატურის სამსახურის უფროსი; 3) გენერალური პროკურატურის სამმართველოს უფროსი; 4) გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი; 5) სასწავლო ცენტრის უფროსი; 6) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორი; 7) საოლქო, რაიონის, ქალაქის, ქალაქის რაიონის პროკურორი; 8) საქართველოს ტრანსპორტის პროკურორი, რეგიონალური ტრანსპორტის პროკურორი; 9) საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორი, რეგიონალური სამხედრო პროკურორი; 10) სასჯელთა აღსრულებისას კანონების დაცვის ზედამხედველობის პროკურორი. IV. საქართველოს სხვა უმაღლესი სახელმწიფო ორგანოების თანამდებობის პირები 1. საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანოები: 1) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი; 2) საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს წევრი; 3) საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი; 4) საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების რექტორთა საბჭოს წევრი. 2. საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში: 1) საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე; 2) კონტროლის პალატის პრეზიდიუმის წევრი; 3) დეპარტამენტის უფროსი; 4) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატის თავმჯდომარე; 5) რეგიონალური ბიუროს უფროსი, ქალაქის ბიუროს უფროსი. 3. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. 4. საქართველოს სახალხო დამცველი. 5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი. 6. საქართველოს ელექტროენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე და წევრი. V. ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის თანამდებობის პირები 1. რაიონის (ქ. ზუგდიდის) საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი. 2. რაიონის (ქ. ზუგდიდის) გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე. 3. ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) საკრებულოს თავმჯდომარე და მდივანი. 4. ქალაქის (თბილისი, ბათუმი, რუსთავი, სოხუმი, ფოთი, ქუთაისი, ცხინვალი) მერი, მერის პირველი მოადგილე (პირველი ვიცე-მერი). 5. ქალაქის რაიონის გამგებელი, გამგებლის პირველი მოადგილე. 6. გუდაუთაში, ტყვარჩელში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს რწმუნებული, რწმუნებულის პირველი მოადგილე. 7. ქ. გაგრის მერი, მერის პირველი მოადგილე. VI. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოხელეები 1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე. 4. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე. 5. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ინსპექციის უფროსი, უფროსის მოადგილე. VII. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და მოხელეები 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 3.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე, მინისტრის მოადგილე. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე.