ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის პროგრამის" დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.03.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №101
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 12(19), 18/03/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის პროგრამის" დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} h5 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; font-size:13.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:18.0pt; font-family:SPAcademi; color:navy; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 56.7pt 70.9pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №101
1999 წლის 13 მარტი
ქ. თბილისი
„ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის პროგრამის“ დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს „ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის პროგრამა“.
ე. შევარდნაძე
ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის პროგრამა
I. შესავალი
წინამდებარე პროგრამა მოიცავს საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბებისა და სრულყოფის ძირითად მიმართულებებს და ამ თვალსაზრისით უახლოესი ორი წლის მანძილზე განსახორციელებელ ღონისძიებებს.
პროგრამა ეფუძნება საქართველოში არსებულ საკანონმდებლო ბაზას, კერძოდ: საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს კანონებს „საჯარო სამსახურის შესახებ“, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“.
პროგრამის ძირითადი ორიენტირია საქართველოს პრეზიდენტის საპროგრამო მოხსენება, აგრეთვე პრეზიდენტის გამოსვლებში ჩამოყალიბებული დებულებები სახელმწიფო მოსამსახურეთა კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის საკითხებზე.
პროგრამაში გათვალისწინებულია სხვა ქვეყნების გამოცდილება, ასახულია მსოფლიო ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის, „ტასისის“ პროგრამის, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები სახელმწიფო სამსახურის სისტემის სრულყოფის საკითხებთან დაკავშირებით.
II. პროგრამის მიზნები და ამოცანები
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულმა გარდაქმნებმა დღევანდელ ეტაპზე წარმოაჩინა ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის სრულყოფილი სახელმწიფო სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობა.
პროგრამის მიზანია, მომზადდეს მაღალპროფესიონალ, მაღალზნეობრივ სახელმწიფო მოსამსახურეთა ახალი თაობა, რომელიც შექმნის კადრების ბაზას, რეზერვს იმ ფრიად მნიშვნელოვანი პროგრამებისა და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვისა და აღსრულებისათვის, რომლებიც ახლა დგას სახელმწიფოს წინაშე.
ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ სიღრმისეულად განხორციელდეს საკადრო რეფორმა, როგორც ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი.
III. აღმასრულებელი ხელისუფლების კადრების რეზერვის ჩამოყალიბება
ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ უნდა შეიქმნას სახელმწიფო მოსამსახურეთა რეზერვის ფორმირების ერთიანი სისტემა და ჩამოყალიბდეს ბირთვი, რომელიც სპეციალური მომზადების შემდეგ შექმნის სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე ვაკანტურ თანამდებობათა მაღალკვალიფიციური კადრებით შევსების შესაძლებლობას.
სახელმწიფო მოსამსახურეთა ბირთვის წევრები უნდა ფლობდნენ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც საშუალებას მისცემს მათ, შეუფერხებლად გადავიდნენ ერთი უწყებიდან მეორეში, საჭიროების შემთხვევაში გადაინაცვლონ ცენტრალური მმართველობიდან ადგილობრივ მმართველობაში და პირიქით, შეძლონ ადამიანური და სხვა რესურსების ეფექტიანი მართვა, ურთიერთობა პოლიტიკოსებთან და ფართო საზოგადოებასთან. ეს უნარ-ჩვევებია: სტრატეგიული დაგეგმვა, პოლიტიკის შემუშავება, პერსონალის მართვა, ხარჯების აღრიცხვა და შეფასება, ინფორმაციის ნაკადის მართვა, გარე კომუნიკაცია, შესაბამისი საშუალებებისა და ოფისის მართვა (მსოფლიო ბანკის რეკომენდაციებიდან).
პრაქტიკული ღონისძიებები:
1. სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის მოსამსახურეთა რეზერვის ჩამოყალიბების საკითხში განვითარებული ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და ანალიზი.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური
2. აღმასრულებელი ხელისუფლების ერთიანი საკადრო საინფორმაციო ბაზის შექმნა:
ა) სახელმწიფო სამსახურის კადრების მართვისათვის აუცილებელი ინფორმაციის განსაზღვრა, მათი სისტემატიზაცია, ტიპიზაცია და ოფიციალიზაცია;
ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ორგანიზაციული სტრუქტურის, სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და მათი უფლებამოსილების შესახებ საინფორმაციო ბაზის შექმნა (პირველ ეტაპზე მინისტრების, მათი მოადგილეების, სამმართველოებისა და დეპარტამენტების უფროსების დონეზე);
გ) საჯარო მოსამსახურეთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ავტომატურად მოვიძიოთ ტიპური ინფორმაცია ერთი ან მრავალმხრივი კრიტერიუმით (სქესი, ასაკი, განათლება, პროფესია, სპეციალიზაციის სფერო, ენების ცოდნა, წახალისების ფორმები და დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომები, კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის მონაცემები და სხვ.);
დ) აღმასრულებელი ხელისუფლების მოხელეთა დაწინაურებისა და კარიერის მართვის საინფორმაციო ბაზის, როგორც სახელმწიფო მოხელეთა რეზერვის ერთიანი საინფორმაციო ბაზის მნიშვნელოვანი ნაწილის, შექმნა.
ვადა: 1999 წელი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ექსპერტებთან და მუნიციპალური პროგრამის საკოორდინაციო ცენტრთან ერთად.
3. საჯარო კონკურსების შედეგების მიხედვით საჯარო სამსახურის დაწესებულებებში მოსამსახურეთა თანამდებობებზე რეზერვის ჩამოყალიბების „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის ანალიზი და დასკვნების მომზადება საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
4. საზღვარგარეთ მომუშავე და სასწავლებლად მყოფი ახალგაზრდების მიერ დასრულებული სასწავლო კურსების, უმაღლესი სასწავლებლების, მათ მიერ მიღებული კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაციით რეზერვის მონაცემთა ბაზის შევსების უზრუნველყოფა.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
5. სახელმწიფო დაწესებულებების მიერ კონკურსების საფუძველზე კერძო სექტორიდან კვალიფიციური პერსონალის მოზიდვისათვის საჭირო პირობების ჩამოსაყალიბებლად პრაქტიკულ ღონისძიებათა განხორციელება.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: სახელმწიფო სამსახურის დაწესებულებები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
6. აღმასრულებელი ხელისუფლების კადრების რეზერვის ჩამოყალიბების საკითხში ნორმატიული ბაზის სრულყოფის მიზნით “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების მომზადება.
ვადა: 1999 წლის II კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
7. სახელმწიფო სამსახურის კადრების ბირთვის მომზადებისა და გადამზადების სპეციალური მიზნობრივი პროგრამის მომზადება.
ვადა: 1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
8. რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფო მოსამსახურეთა კადრების კარიერის დაგეგმვისათვის – სტაჟირებისა და როტაციის გზით პროექტებში, პროგრამებსა და მიზნობრივ პრობლემურ ჯგუფებში მათი მონაწილეობის წესის შესახებ.
ვადა: 1999 წლის IV კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
მოსალოდნელი შედეგები:
შეიქმნება სახელმწიფო სამსახურის კადრების რეზერვის ერთიანი საინფორმაციო ბანკი, ჩამოყალიბდება მათი შერჩევის, მომზადებისა და გადამზადების სისტემა.
IV. სახელმწიფო მოსამსახურის ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება
პრობლემის არსი:
საჯარო მოსამსახურე, როგორც ქვეყნის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს მსახური, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ხელისუფლების ავტორიტეტს, მის ქმედითუნარიანობასა და საქმიანობის ეფექტიანობას. ქვეყნის მართვაში ამ უდიდესი როლის, მნიშვნელობისა და ფუნქციების გამო იგი განსაკუთრებულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს – უნდა ფლობდეს ფასეულობათა განსაკუთრებულ სისტემას, რომელიც მას დადებითად გამოარჩევს საზოგადოების სხვა წევრებისაგან.
საჯარო მოსამსახურის ფასეულობათა სისტემა მოიცავს შემდეგ ფასეულობებს:
● კანონის უზენაესობის, დემოკრატიულ ფასეულობათა დაცვა და მოქმედებათა სამართლიანობა;
● საჯარო მოსამსახურე, როგორც სახელმწიფოს ინტერესების დამცველი და მისი კურსის ერთგული; სახელმწიფო ინტერესების უზენაესობა, როგორც მოტივაციის საფუძველი;
მაღალი პროფესიონალიზმი;
● მაღალი მორალი; საჯარო მოსამსახურის მიერ ქცევის წესებისა და ეთიკური ნორმების განუხრელი დაცვა;
●აღიარება და გათავისება იმისა, რომ მთავარია კოლექტიური მიზანი; კოლექტიურ ფასეულობათა დაფუძნება და კოლექტიური მოქმედებები, რიგორც განვითარების აუცილებელი წინაპირობა;
● საზოგადოების, ხალხის სამსახური, მათ წინაშე ანგარიშვალდებულება;
● საქმიანობის გამჭვირვალობა და საჯარო ხასიათი;
● შინაგანი პატიოსნება და პატიოსანი ცხოვრების წესი;
● თანასწორუფლებიანობა და სამართლიანობა ყველა მოქალაქესთან და ორგანიზაციასთან ურთიერთობაში;
● სხვათა მოსმენის, დებატებისა და განსჯის გამახვილებული უნარი, საზოგადოებასთან დიალოგის, საჯარო გამოსვლების კულტურა;
● საჯარო სამსახურის მემკვიდრეობითობისა და სტაბილურობის დაცვა, ცვლად გარემოში, ორგანიზაციულ და ტექნიკურ ინოვაციებში ადაპტირების უნარი.
სახელმწიფო მოსამსახურეთა ინსტიტუტმა უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიანი ფუნქციონირება, არამედ ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო ინტერესების შემცველი სტრატეგიული მიმართულებების გარშემო ქვეყნის ინტელექტუალური პოტენციალის კონსოლიდაციას.
პროგრამის აღნიშნული მიმართულება ითვალისწინებს:
– პირველ ეტაპზე:
სახელმწიფო მოსამსახურის ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბების მიზნით – სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ერთიანი მეთოდოლოგიისა და მეთოდების საფუძველზე, აგრეთვე მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავებას;
– მეორე ეტაპზე:
აღნიშნული რეკომენდაციების შესაბამისი სტანდარტების დანერგვას ყოველდღიურ საქმიანობაში და მათ პრაქტიკულ განხორციელებას.
პრაქტიკული ღონისძიებები:
1. სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება და რეკომენდაციების მომზადება, სახელმწიფო მოსამსახურის მენტალიტეტის მაფორმირებელი მორალურ-ეთიკური ფასეულობების ინდექსირებული სისტემის შექმნის შესახებ თანამედროვე საზოგადოების მორალურ-ეთიკური ღირებულებების სისტემაზე დაყრდნობით.
2. საპროექტო ამოცანის დამუშავება და მისი განხორციელება ფასეულობათა ახალი სისტემის სახელმწიფო სამსახურში დანერგვის მიზნით, შემდეგი ძირითადი მიმართულებების მიხედვით:
ა. ადმინისტრაციული ფასეულობები;
ბ. ორგანიზაციული ფასეულობები;
გ. სოციო-კულტურული ფასეულობები.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, ეკონომიკის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან და ექსპერტთა ჯგუფთან ერთად
მოსალოდნელი შედეგები:
1. კვლევის საბოლოო შედეგები განზოგადდება მრავალსაფეხურიანი და მრავალფუნქციონალური ტესტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სარეკომენდაციო სისტემის სახით.
2. განსახილველად მომზადდება „სახელმწიფო მოხელის მორალურ-ეთიკური კოდექსის“ პროექტი.
V. ქმედითი ორგანიზაციული სტრუქტურების ჩამოყალიბება
პრობლემის არსი:
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა გარდაქმნებმა წარმოაჩინა ახალი საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებიან წინა, მემკვიდრეობით მიღებული მმართველობითი სისტემისაგან. ძალზე მნიშვნელოვანია, ახალ საზოგადოებრივ ურთიერთობათა სისტემაში მკაფიოდ და სწორად განისაზღვროს აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილი და როლი.
პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ სისტემა ჩამოყალიბების სტადიაშია და როგორც შედეგი, დინამიურ მდგომარეობაში ფუნქციონირებს. სისტემის ცალკეულ სტრუქტურებს შორის ურთიერთკავშირები ევოლუციური ცვლილებების გატარების გზით სრულყოფას მოითხოვს. გარდაქმნები უნდა ეფუძნებოდეს სისტემური ცვლილებების მისადაგებას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნებისადმი.
უმთავრესი ამოცანაა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები მოექცნენ კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოებში.
პრაქტიკული ღონისძიებები:
1. ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანიზაციული სტრუქტურის ანალიზი, უკვე დაგროვილი გამოცდილების, შესაბამისად, განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და გაანალიზება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
2. სამთავრობო დაწესებულებათა დებულებების ანალიზის საფუძველზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება.
ვადა: 1999 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
3. აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემის სტრუქტურის შემდგომი სრულყოფის თაობაზე წინადადებების შემუშავება.
ვადა: 1999 წლის IV კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები
ამ მიზნით დადგინდეს:
– სისტემური და სტრუქტურული რეფორმების აუცილებლობა, განისაზღვროს ძირითადი მიმართულებები და მეთოდოლოგია სპეციალური პროექტის მიხედვით.
ვადა: 1999 წლის II ნახევარი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებთან, სამეცნიერო ცენტრებთან, ექსპერტებთან ერთად
– წინადადებების მომზადება სამთავრობო დაწესებულებების ტიპური სტრუქტურის ძირითადი პრინციპების თაობაზე.
ვადა: 1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
– განსახორციელებელი სისტემური და სტრუქტურული რეფორმების მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება და დასკვნების მომზადება.
ვადა: 1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
4. სახელმწიფო დაწესებულებებში ფუნქციების დუბლირებისა და პარალელიზმის აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: სახელმწიფო დაწესებულებები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
5. „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების თაობაზე წინადადებების მომზადება.
ვადა: 2000 წლის I ნახევარი
პასუხისმგებელი: იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
6. სახელმწიფო დაწესებულებათა ნუსხის შემუშავება.
ვადა: 1999 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
– საჯარო სამსახურის დაწესებულებათა რეესტრის შემუშავება.
ვადა: 1999 წლის II კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური, ეკონომიკის, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, იუსტიციის სამინისტროებთან ერთად
– ტერიტორიული და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების შექმნის, გარდაქმნისა და დაფინანსების წესის შემუშავება.
ვადა: 1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები, რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
7. სამთავრობო დაწესებულებებში მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციებისა და თითოეული სამუშაო ადგილის აღწერილობის დამუშავება.
ვადა: 1999 წელი
პასუხისმგებელი: სახელმწიფო სამსახურის დაწესებულებები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
მოსალოდნელი შედეგები:
აღმასრულებელი ხელისუფლების ისეთი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომლითაც გათვალისწინებლი იქნება ქვეყნის სპეციფიკა, აგრეთვე თავად სტრუქტურა იქნება ქმედითუნარიანი, ეფექტური, თვითგანვითარებადი, მოექცევა კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებულ ჩარჩოებში, სადაც გამორიცხული იქნება ფუნქციების დუბლირება, პარალელიზმი და უფლებების გადამეტება.
VI. სახელმწიფო მოსამსახურეთა კადრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის ოპტიმიზაცია
აღმასრულებელი ხელისუფლების ქმედითი ორგანიზაციული სტრუქტურის ჩამოყალიბების პარალელურად აქტუალურია სახელმწიფო სამსახურის კადრების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობის ოპტიმიზაცია.
ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ პრობლემური არეების კვლევის შედეგად თითოეული სტრუქტურული რგოლისა და, შესაბამისად, თითოეული სამუშაო ადგილის ფუნქციის განსაზღვრის საფუძველზე ჩამოყალიბდეს სახელმწიფო მოსამსახურეთა კადრების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის საქართველოსათვის მისაღები ვარიანტი იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, და რომელმაც უნდა უზრუნველყოს კადრების მოტივაციის პროგრესული მექანიზმის ამოქმედება.
პრაქტიკული ღონისძიებები:
1. საჯარო სამსახურის თანამდებობებისა და საბიუჯეტო დაწესებულებების თანამდებობების ურთიერთგამიჯვნის თაობაზე წინადადებების შემუშავება, საჯარო სამსახურისა და საბიუჯეტო დაწესებულებების ურთიერთგამიჯვნა, მოსამსახურეთა ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის ანალიზი.
ვადა: 1999 წლის სექტემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, იუსტუციის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
2. წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება საჯარო სამსახურის დაწესებულებათა დაფინანსების ეტაპობრივი სრულყოფის თაობაზე.
ვადა: 1999 წ. ივნისი
პასუხისმგებელი: საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკისა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
3. განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და გაანალიზება სახელმწიფო სექტორში მოსამსახურეთა დასაქმების, მათი რაოდენობრივი პარამეტრებისა და სტრუქტურული პროპორციების მართვის თვალსაზრისით. არსებული გამოცდილების საფუძველზე შესაბამისი წინადადებების შემუშავება.
ვადა: 1999 წლის ივნისი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის, ეკონომიკის, ფინანსთა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროები, სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
4. საჯარო სამსახურში მოტივაციის არსებული სისტემის შესწავლა და მისი სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება.
ვადა: 1999 წლის ივნისი
პასუხისმგებელი: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
5. საჯარო სამსახურის დაწესებულებებში პრივილეგიებისა და შეღავათების არსებული მდგომარეობის შესწავლა; მათი მიზანშეწონილობისა და ხვედრითი წილის დადგენა შრომის ანაზღაურების საერთო მოცულობაში.
ვადა: 1999 წლის დეკემბერი
პასუხისმგებელი: სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახური, საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
6. შრომის ანაზღაურების მთავარი მახასიათებლებისა და მისი განსაზღვრის ძირითადი კრიტერიუმების დადგენა.
ვადა: 1999 წლის დეკემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
7. შრომის ანაზღაურების სრულყოფის მიზნით წინადადებების მომზადება, რათა შრომის დაბალი ანაზღაურება ვეღარ იქნეს მოყვანილი კორუფციის, კადრების დენადობისა და შრომის ნაყოფიერების დაბალი დონის გასამართლებლად.
ვადა: 1999 წლის სექტემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
8. სახელმწიფო მოსამსახურეთა ოპტიმალური რაოდენობის დადგენა შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე.
ვადა: 1999 წლის დეკემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, ეკონომიკისა და სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროები
9. ატესტაციებისა და კონკურსების შედეგების გათვალისწინებით სახელმწიფო მოსამსახურეთა რანგირების განხორციელება, შესაბამისი საკლასო ჩინის მინიჭებით.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
10. პენსიაზე გასვლის წესისა და პროცედურების შემუშავება.
ვადა: 1999 წლის სექტემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
მოსალოდნელი შედეგები:
ჩატარებული სამუშაოების კვალობაზე საქართველოსათვის მისაღები სახელმწიფო მოსამსახურეთა კადრების ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობის ისეთი ვარიანტის ჩამოყალიბება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ქვეყნის დღევანდელი შესაძლებლობები და რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო მოსამსახურეთა მოტივაციას.
VII. სახელმწიფო მოსამსახურის პროფესიის ყველასათვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა
სახელმწიფო მოხელის პროფესიის ყველასათვის თანაბარ ხელმისაწვდომობას ხელი უნდა შეუწყოს კონკურსის წესით მოხელეთა შერჩევისა და დანიშვნის პროცედურის შემდგომმა სრულყოფამ და კადრების შერჩევის სისტემის საჯაროობამ.
პრობლემის არსი:
საჯარო კონკურსის წესით მოსამსახურეთა შერჩევის საქმეში მთელმა რიგმა სამთავრობო დაწესებულებებმა ჩაატარეს გარკვეული სამუშაოები – შექმნილია საკონკურსო–საატესტაციო კომისიები; მიუხედავად ამისა, ატესტაციების ობიექტურად წარმართვის მიზნით სრულყოფას საჭიროებს როგორც კონკურსებისა და ატესტაციების შინაარსობრივი მხარე, ისე მათი ჩატარების პროცედურები. სირთულეები უპირატესად დაკავშირებულია იმასთან, რომ ფსიქომეტრული ტესტირების, გასაუბრების პროცესისა და კადრების შერჩევის სხვა ორგანიზაციული ეტაპების ჩატარებაში სახელმწიფო დაწესებულებათა საკადრო სამსახურებს არასათანადო გამოცდილება გააჩნიათ. მოსაწესრიგებელია სამუშაოს აღწერილობებისა და აქედან გამომდინარე, თანამდებობრივი მოთხოვნების შემუშავების საკითხი. სათანადო ტესტების მიზანშეწონილად გამოყენებისა და გასაუბრების სწორად წარმართვისათვის აუცილებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიების შესაბამისი მეთოდური მასალებით უზრუნველყოფა.
პრაქტიკული ღონისძიებები:
1. კადრების შერჩევის სფეროში ტრადიციული პრინციპების დასამკვიდრებლად განვითარებული ქვეყნების გამოცდილების შესწავლა და ანალიზი; დასკვნების მომზადება საქართველოს პირობებში კადრების შერჩევის შესაბამისი პრინციპების დასანერგად; აღნიშნულ საკითხებში უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და შესაბამისად კადრების სწავლების, მომზადების უზრუნველყოფის არსებული გამოცდილების გაზიარება.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
2. სახელმწიფო მოსამსახურეთა სამუშაოს აღწერილობების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სამუშაოების კოორდინაცია.
ვადა: 1999 წლის II კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
3. მეთოდოლოგიური მასალების მომზადება კადრების შერჩევის პროცედურის ყოველი ეტაპის ზუსტად წარმართვის უზრუნველსაყოფად.
ვადა: 1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
4. სტანდარტების შემუშავება, რომელთა მიხედვითაც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების საკონკურსო-საატესტაციო კომისიები დაგეგმავენ კადრების შერჩევის პროცედურას.
ვადა: 1999 წლის დეკემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად
5. საქართველოს სახელმწიფო სამსახურში კადრების შერჩევის პრაქტიკაში არსებული მეთოდების (ტესტირება, გასაუბრება) დანერგვა პროფესიონალ ექსპერტებთან თანამშრომლობის საფუძველზე.
ვადა: 2000 წლის II კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, კვლევითი ინსტიტუტები, ექსპერტები
6. სახელმწიფო დაწესებულებების მიერ განხორციელებული კადრების შერჩევის პროცედურის შემადგენელი ეტაპების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი და დასკვნების მომზადება.
ვადა: 2000 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
7. შესაბამისი საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის სრულყოფა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადება.
ვადა: 1999 წლის I ნახევარი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული ღონისძიებების რეალიზაცია ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო სამსახურში თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტებზე დამყარებული, პიროვნების პროფესიონალიზმზე, კომპეტენციასა და უნარზე დაფუძნებული კადრების შერჩევის ობიექტური სისტემის შექმნას.
VIII. სახელმწიფო მოსამსახურეთა შერჩევა საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით
პრობლემის არსი:
საზოგადოება სახელმწიფო მოსამსახურეთა კადრების შევსების წყაროა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა პრაქტიკული მონაწილეობა უნდა მიიღონ საკონკურსო-საატესტაციო კომისიების მუშაობაში. აქტიური თანამშრომლობაა საჭირო ამ ორგანიზაციებთან ისეთ საკითხებში, როგორიცაა საკადრო რეზერვის მონაცემთა ბაზის შემუშავება, აგრეთვე უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მაღალკვალიფიციური ექსპერტების მოწვევა და მათი ჩაბმა კადრების მომზადების პროცესში. მნიშვნელოვანია სახელმწიფო სამსახურის კადრებისა და მათი რეზერვის სამოქალაქო საზოგადოებასთან დიალოგისათვის მომზადება, რათა სახელმწიფო მოსამსახურის კანდიდატურა მისაღები იყოს არა მარტო პროფესიონალური თვალსაზრისით, არამედ საზოგადოებისათვისაც.
ჩასატარებელი ღონისძიებები:
1. შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო მოსამსახურის სოციალური პორტრეტის ჩამოყალიბებისა და საზოგადოებასთან მისი თავსებადობის ძირითადი კრიტერიუმების განსაზღვრის თაობაზე.
ვადა: 1999 წელი
პასუხისმგებელი: სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი
2. სახელმწიფო სამსახურში მიღების პრეტენდენტთა სოციალური პორტრეტის მახასიათებელი ბარათის გათვალისწინებით შერჩევის პროცედურისა და შემუშავებული შესაბამისი წესის პრაქტიკაში დანერგვა.
ვადა: 1999 წელი
პასუხისმგებელი: სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
3. სწორი საკადრო პოლიტიკის ფორმირების მიზნით, შესაბამისი ანალიზის საფუძველზე და საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურეთა, საჯარო მოსამსახურეთა რეიტინგული შეფასების პერიოდულად მოწყობა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციოლოგიური სამსახური.
4. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მოწყობა თემაზე: „სახელმწიფო მოსამსახურე და სამოქალაქო საზოგადოება“.
ვადა: 1999 წლის IV კვარტალი
პასუხისმგებელი: შრომისა და სოციალური მართვის ცენტრი, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად
5. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიერ სახელმწიფო მოსამსახურეთა მიმართ გამოთქმული კრიტიკული შენიშვნების, სურვილების, მოსაზრებების პერიოდული ანალიზის საფუძველზე წინადადებების მომზადება.
ვადა: 1999 წლის I ნახევარი
პასუხისმგებელი: საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სამსახური, სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი
IX. სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ჩამოყალიბება
საქართველოში სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სისტემა ჩამოყალიბების პროცესშია.
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურომ მეცნიერებისა და ექსპერტების მონაწილეობით შეიმუშავა სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კონცეფციის პროექტი, რომელიც სათანადო განხილვის შემდეგ საფუძვლად დაედება შესაბამისი ერთიანი სახელმწიფო პროგრამის მომზადებას.
პრობლემის არსი:
სახელმწიფო სამსახურის მაღალი ეფექტიანობა უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფო მოხელის პროფესიონალიზმს, კომპეტენტურობასა და მორალურ-ეთიკურ თვისებებს.
ამჟამად სახელმწიფო მოსამსახურეთა დიდი ნაწილის პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა, მათი მომზადების საერთო დონე ვერ აკმაყოფილებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ რეფორმათა მოთხოვნებს. პროგრამამ უნდა უზრუნველყოს სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება.
ძირითადი მიზანი:
სახელმწიფო მოსამსახურეთა პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობისა და მორალურ-ეთიკური თვისებების შემდგომი ამაღლებისათვის სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ერთიანი სახელმწიფო სისტემის შექმნა.
პროგრამით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის უზრუნველსაყოფად ამ პროგრამის ძირითადი ამოცანებია:
– სისტემის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;
– სისტემის ფუნქციონირების ერთიანი მექანიზმის შემუშავება;
– სისტემის ფუნქციონირების ეკონომიკურ-ფინანსური პირობების განსაზღვრა;
– სისტემის სასწავლო-მეთოდოლოგიური ბაზის დამუშავება.
„საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, შესაბამისი საქმიანობის კოორდინაციასა და ამ კანონით დადგენილი ძირითადი მიმართულებების განხორციელებას ემსახურება საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო. მასვე ევალება სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საქმის კოორდინაცია და მეთოდური დახმარება. ამ ფუნქციების შესრულება ბიუროსათვის რთულია თანამშრომელთა შეზღუდული რაოდენობის გამო. ამიტომ, მიზანშეწონილია სახელმწიფო სამსახურის ბიუროსთან შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფი (პირობითად „ცენტრი”), რომლის მიზანი იქნება ერთიანი მეთოდოლოგიისა და მიდგომების საფუძველზე სათანადო სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელება; სახელმწიფო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების დადგენა; არსებული სიტუაციის ანალიზიდან, ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმის, მოხელეთა ატესტაციისა და მათი საქმიანობის შეფასებიდან გამომდინარე მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრა; სასწავლო პროგრამების, სასწავლო პროცესისადმი წაყენებული მოთხოვნებისა და სასწავლო სტანდარტების პროექტების შედგენა; სახელმწიფო მოხელეთა მომზადების სახელმწიფო დაკვეთასთან დაკავშირებული საქმიანობა და სხვ.
აღნიშნულ ჯგუფში უნდა შესრულდეს სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ არ ეკუთვნიან კადრების მართვისა და, მით უმეტეს, მომზადების სისტემას, მაგრამ წარმოადგენენ მის საფუძველს. ასეთებია: საორგანიზაციო სტრუქტურების სრულყოფა და დახვეწა, თანამდებობრივი ინსტრუქციების შედგენა, ფასეულობათა სისტემის ჩამოყალიბება, მართვის სტილისა და ჯგუფური თავსებადობის პირობების განსაზღვრა და ა.შ.
სისტემის სამართლებრივი უზრუნველყოფა
სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის სამართლებრივი უზრუნველყოფა გულისხმობს შესაბამისი კანონების, კანონქვემდებარე აქტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შექმნას.
მათ შორის:
1. სახელმწიფო თანამდებობების საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ.
ვადა: 1999 წლის I ნახევარი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
2. სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ.
ვადა: 1999 წლის ივლისი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი
3. სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილი მოსამსახურეების გადამზადების შესახებ.
ვადა: 1999 წლის სექტემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი
4. სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო დაკვეთის შესახებ.
ვადა: 1999 წლის სექტემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, ეკონომიკისა და განათლების სამინისტროები
5. სახელმწიფო დაკვეთის განთავსებაზე საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურსის წესის შესახებ.
ვადა: 1999 წლის სექტემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ორგანიზაციული უზრუნველყოფა გულისხმობს მისი მართვისა და ფუნქციონირების ერთიანი მექანიზმის შექმნას.
ამისათვის საჭიროა:
1. სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადებისა და გადამზადების მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნილებების განსაზღვრა.
ვადა: 1999 წლის ნოემბერი.
პასუხისმგებელი: სახელმწიფო სამსახურის დაწესებულებები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
2. სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების არსებული დაწესებულებების მდგომარეობისა და შესაძლებლობების ანალიზი.
ვადა: 1999 წლის I ნახევარი
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო
3. მომზადდეს წინადადებები „საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო მმართველობის ინსტიტუტის“ შექმნის შესახებ;
ვადა: 1999 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახური, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
4. წინადადებები სახელმწიფო სამსახურის ბიუროსთან სახელმწიფო სამსახურის მართვის ცენტრის ჩამოყალიბების შესახებ.
ვადა: 1999 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
სისტემის ფინანსურ-ეკონომიკური უზრუნველყოფა
სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის ეკონომიკურ-ფინანსური უზრუნველყოფა ითვალისწინებს სახელმწიფო მოსამსახურეთა მოტივაციური მექანიზმისა და პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფის მექანიზმის შექმნას.
მოსამზადებელია:
1. წინადადებები აღნიშნული პროგრამის დაფინანსების შესახებ.
ვადა: 1999 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
2. წინადადებები პროგრამის განხორციელებისათვის უცხოელი დონორების მხრიდან დახმარების შესახებ
ვადა: 1999 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
3. წინადადებები სახელმწიფო მოსამსახურეთა სწავლების შედეგების
შეფასების სისტემის შესახებ
ვადა: 1999 წლის სექტემბერი
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
სისტემის სასწავლო-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა
სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სისტემის სასწავლო-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა გულისხმობს პროცესისადმი ერთიან მიდგომას, შესაბამისი ლიტერატურის, სასწავლო მასალისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნისა და ჩამოყალიბებისათვის წინადადებების მომზადებას.
მათ შორის აღსანიშნავია:
1. სახელმწიფო მოსამსახურეთა სწავლებისათვის საგანმანათლებლო
სტანდარტების შემუშავება.
ვადა: 2000 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო
2. წინადადებები სახელმწიფო მოსამსახურეთა სწავლების ერთიანი
პროგრამების შემუშავების შესახებ
ვადა: 1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
3. წინადადებები პედაგოგთა მომზადებისათვის სასწავლო პროგრამების
შექმნის შესახებ
ვადა: 1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
4. წინადადებები აუცილებელი ლიტერატურისა და სხვა სასწავლო
მასალის შექმნა-გამოცემის შესახებ.
ვადა: 2000 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
5. წინადადებები იმ სასწავლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების შესახებ, რომლებიც მოამზადებენ სახელმწიფო მოსამსახურეებს.
ვადა: 2000 წლის ივნისი
პასუხისმგებელი: საქართველოს განათლების სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
მოსალოდნელი შედეგები:
აღნიშნული ღონისძიებების შესრულების შედეგად სახელმწიფოში ჩამოყალიბდება სამართლებრივი საფუძვლები, განისაზღვრება ამ პროცესის ეფექტიანი განხორციელების ეკონომიკურ-ფინანსური პირობები; შეიქმნება სასწავლო-მეთოდური ბაზა; იგი უზრუნველყოფს სახელმწიფო მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ისეთი სახელმწიფო სისტემის შექმნას, რომელიც შედარებით მოკლე პერიოდში მოამზადებს ისეთ სახელმწიფო მოსამსახურეებს, რომლებიც შეძლებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას როგორც ახლანდელ, ისე მომავალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პირობებში.
X. სახელმწიფო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და მათ მიერ მოვალეობების განუხრელი შესრულება
პრობლემის არსი:
მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვა და სახელმწიფო სამსახურში მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მოტივაციურ ფაქტორებზე.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულია მიმართულებები, რომლებიც ითვალისწინებენ სახელმწიფო მოსამსახურის მოტივაციის ასამაღლებლად გარკვეულ სტიმულებს. კერძოდ, აღნიშნული კანონის თანახმად განსაზღვრულია დანამატები მოსამსახურის ხელფასზე ნამსახურები წლებისა და საკლასო ჩინის მიხედვით. მოსამსახურეთა მოტივაციის საკითხში სირთულეს წარმოადგენს საკითხის მთლიანობაში სისტემატიზაცია და მოწესრიგება, სახელმწიფო მოსამსახურეთა შრომის ხშირად არასათანადო ანაზღაურება და სახელმწიფო სამსახურში პიროვნების პროფესიონალური ზრდისა და განვითარების, სხვა მოტივაციური ფაქტორების არასათანადო პრაქტიკა. მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემებისა, რეალური სიტუაციიდან გამომდინარე აუცილებელია მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც სტიმულს მისცემს მათ აიმაღლონ კვალიფიკაცია და ეფექტიანად შეასრულონ მათზე დაკისრებული მოვალეობები.
აღნიშნულ პრობლემათა შორის მნიშვნელოვანია სახელმწიფო მოსამსახურეთა ღირსების დაცვის მექანიზმის შემუშავება.
მოტივაციის სისტემის ჩამოყალიბებასთან პარალელურად საჭიროა, შეიქმნას სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ კანონით გათვალისწინებული მოვალეობების განუხრელი შესრულების მექანიზმი.
პრაქტიკული ღონისძიებები:
1. სახელმწიფო მოსამსახურეთა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და გარანტიების დაცვის მდგომარეობის ანალიზი და შესაბამისი დასკვნების მომზადება.
ვადა: 1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი
2. სახელმწიფო სამსახურში შრომის ანაზღაურების არსებული სისტემის შესწავლა და ანალიზი; სამუშაოს მოცულობის გაზომვაზე დაფუძნებული შრომის ანაზღაურების პრინციპების შემუშავება.
ვადა: 1999 წლის IV კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების, ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროები, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
3. სახელმწიფო მოსამსახურეთა მიერ თანამდებობრივ ურთიერთობებთან დაკავშირებულ სადავო საკითხთა გასაჩივრების სტანდარტული პროცედურების შემუშავება.
ვადა: 2000 წლის II კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო.
4. მოქმედი საკანონმდებლო–ნორმატიულ ბაზის სრულყოფა: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებების პროექტების მომზადება.
ვადა: 1999 წლის II კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, თანამდებობის პირთა საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო
5. კორუფციასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამისათვის წინადადებების მომზადება.
ვადა: 1999 წლის II კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სასწავლო-კვლევითი ცენტრი, თანამდებობის პირთა საფინანსო და ქონებრივი მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო
6. „საჯარო მოსამსახურეთა შემოსავლებისა და ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების წარდგენის, შენახვისა და გამოყენების წესის შესახებ“ დებულების მომზადება.
ვადა: 1999 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
7. სახელმწიფო მოსამსახურეთა საქმიანობის შეფასების კრიტერიუმების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.
ვადა: 1999 წლის IV კვარტალი
პასუხისმგებელი: სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
8. სახელმწიფო დაწესებულებებში სახელმწიფო მოსამსახურეთა სამსახურებრივი შეთავსებების მდგომარეობის შესწავლა და საქართველოს პრეზიდენტისათვის წარსადგენად შესაბამისი წინადადებების მომზადება.
ვადა: ყოველწლიურად
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
9. სახელმწიფო მოსამსახურეთა ღირსების დაცვის პრობლემების მოწესრიგების ნორმატიული ბაზის შესაქმნელად წინადადებების მომზადება.
ვადა: 1999 წლის IV კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად
10. სახელმწიფო მოსამსახურეთა ინფორმაციული უზრუნველყოფის სპეციალურ ღონისძიებათა გეგმის შემუშავება.
ვადა: 1999 წლის I ნახევარი
პასუხისმგებელი: სოციალური მართვისა და ინფორმაციის ცენტრი
11. სახელმწიფო სამსახურის დაწესებულებების მიერ სახელმწიფო მოსამსახურეთა სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის მდგომარეობის შესწავლა და ჩატარებული ღონისძიებების შედეგების საქართველოს პრეზიდენტისათვის მოხსენება.
ვადა: 1999 წლის I ნახევარი
პასუხისმგებელი: სახელმწიფო დაწესებულებები, საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
12. სახელმწიფო მოსამსახურეთა შრომითი პირობების გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ წინადადებების მომზადება.
ვადა: 2000 წლის I კვარტალი
პასუხისმგებელი: სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრო ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად
მოსალოდნელი შედეგები:
სახელმწიფო მოსამსახურეთა კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებათა დაცვის უზრუნველყოფა, სახელმწიფო მოსამსახურეთა ანაზღაურების ქმედითი სისტემის ჩამოყალიბება.
XI. კადრების სამსახურების როლის ამაღლება აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბების საქმეში
პრობლემის არსი:
სახელმწიფო სამსახურში კადრების მართვის ერთიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის საჭირო სამუშაოების ჩასატარებლად ძირითადი როლი ენიჭებათ სახელმწიფო დაწესებულებათა კადრების სამსახურებს, როგორც მართვის ოპერაციულ დონეს. ამ თვალსაზრისით კადრების სამსახურების მუშაობის ტრადიციული სტილი, ფორმალური ფუნქციონირების პრინციპი და მართვის თანამედროვე მეთოდების გაუთვითცნობიერება, მნიშვნელოვანწილად რეფორმის დამამუხრუჭებელი ფაქტორია. სახელმწიფო საკადრო მმართველობის რეფორმის წარმატებით რეალიზებისათვის ძირითადი აქცენტი უნდა გაკეთდეს კადრების სამსახურებში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, მართვის სფეროში ორიენტირად მიღებული დასავლური სისტემის ძირითადი მიმართულებების დანერგვაზე საქართველოს სპეციფიკური პირობების გათვალისწინებით.
ჩასატარებელი ღონისძიებები:
1. განვითარებული ქვეყნების სახელმწიფო სამსახურებში კადრების მართვის გამოცდილების შესწავლა და ანალიზი; ამის საფუძველზე საქართველოს სახელმწიფო სამსახურში კადრების სამსახურების მუშაობის მიმართულებების განსაზღვრა.
ვადა: 1999 წლის II ნახევარი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
2. სამთავრობო დაწესებულებათა კადრების სამსახურების მოსამსახურეთა პროფესიული დონის ამაღლების მიზნით სწავლებისა და მომზადების უზრუნველყოფა.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო და სამთავრობო დაწესებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად
3. სახელმწიფო დაწესებულებათა კადრების სამსახურების საქმიანობის ანალიზი, შეფასება და დასკვნების მომზადება.
ვადა: მთელი პერიოდის განმავლობაში
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
4. კადრების სამსახურებში ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის განხორციელებისათვის სპეციალური პროგრამის მომზადება.
ვადა: 1999 წელი – 2000 წლის II კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტებთან ერთად
მოსალოდნელი შედეგები:
კადრების სამსახურების მიერ მათზე დაკისრებული ახალი ამოცანების გათავისება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება, კადრების სამსახურების მართვის ერთიანი სტილის ჩამოყალიბება.
XII. სამართლებრივი ბაზის სრულყოფა
საქართველოს კონსტიტუციამ, საქართველოს კანონებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“, „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, აგრეთვე კანონებმა, რომლებიც აწესრიგებენ ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემებს, და მათ საფუძველზე დამუშავებულმა ნორმატიულმა აქტებმა შექმნეს აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა. დამატებით მოსამზადებელია ოცამდე ნორმატიული აქტი, რომლებიც აღნიშნულია პროგრამის წინა თავებში. აუცილებელია დაჩქარდეს შემდეგი კანონების მიღება: „საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სხვა სახელმწიფო მოხელეების თანამდებობრივი განაკვეთების შესახებ“ და „სახელმწიფო მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელების განსაზღვრის შესახებ“.
ჩასატარებელი ღონისძიებები:
1. სახელმწიფო სამსახურის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების ექსპერტიზის ჩატარება და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესატანად წინადადებების მომზადება.
ვადა: 1999 წლის I ნახევარი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
2. საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიუროს ორგანიზაციული გაძლიერებისა და პრაქტიკული დახმარების მიზნით კონკრეტული წინადადებების შემუშავება.
ვადა:1999 წლის III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარებისა და განმარტებების მომზადება და გამოქვეყნება.
ვადა: 1999 წ. III კვარტალი
პასუხისმგებელი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო,
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო
XIII. პროგრამის მართვა
პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სახელმწიფო სამსახურის ბიურო, რომელიც:
1. ახორციელებს საკითხთა ოპერატიულ კოორდინაციას;
2. უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მასალების თავმოყრას და მათზე სათანადო რეაგირებას;
3. მეთოდოლოგიური და საორგანიზაციო ხასიათის დახმარებას უწევს პროგრამის განხორციელებაში მონაწილე უწყებებსა და ორგანიზაციებს;
4. რეგულარულად ამზადებს და წარუდგენს სახელმწიფო მინისტრს საანგარიშო და ანალიტიკურ მასალას პროგრამის მიმდინარეობის შესახებ;
5. თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა სრულყოფილი განხორციელების უზრუნველსაყოფად.
სამთავრობო დაწესებულებათა და პროგრამის მონაწილე სხვა ორგანიზაციათა ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებულ ამოცანათა გადაწყვეტას.
ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. პროგრამის განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო სამსახურის ბიურო:
ა) ამზადებს პროგრამის ასამუშავებლად საჭირო იმ საკითხთა ჩამონათვალს, რომლებიც მოითხოვენ სახელმწიფო მინისტრისა და პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს;
ბ) განიხილავს ერთიანი პროგრამის ფარგლებში ცალკეული მიმართულებების (ქვეპროგრამების) გამოყოფის საკითხს და ამზადებს წინადადებებს მათი კოორდინატორების დამტკიცების თაობაზე;
გ) განიხილავს ქვეპროგრამების კოორდინატორთა მიერ მომზადებულ წინადადებებს პროგრამის განხორციელებისათვის ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების დახმარების საჭიროების შესახებ და ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
დ) პროგრამის შესაბამისად ცალკეული უწყებებისა და ორგანიზაციებისათვის შეიმუშავებს კონკრეტულ დავალებებს; ამზადებს პრეზიდენტის განკარგულების პროექტს;
ვ) კონტროლს უწევს პროგრამის განხორციელებაში მონაწილე უწყებებისა და ორგანიზაციების მიერ მათზე დაკისრებულ დავალებათა დროულ და ხარისხიან შესრულებას.
2. კვარტალში ერთხელ აღმასრულებელ ხელისუფლებაში კადრების შერჩევისა და მათთან მუშაობის სახელმწიფო სისტემის სრულყოფის სამუშაო ჯგუფი, სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით, განიხილავს საანგარიშო და ანალიტიკურ ინფორმაციას პროგრამის მსვლელობის შესახებ.
3. ინფორმაცია ყოველი 6 თვის შედეგების შესახებ განსახილველად წარედგინება მთავრობის სხდომას.
4. წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება სპეციალური მოხსენება პროგრამის მსვლელობის შესახებ.
5. უწყებათა და ორგანიზაციათა ხელმძღვანელები:
ა) მიღებულ დავალებათა შესაბამისად ორი კვირის ვადაში უზრუნველყოფენ კალენდარული გეგმების შემუშავებას და სახელმწიფო სამსახურის ბიუროში წარდგენას;
ბ) რეგულარულად წარუდგენენ სახელმწიფო სამსახურის ბიუროს ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
გ) სამუშაოთა დამთავრების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენენ გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა შესრულების ანგარიშს.
საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის
სახელმწიფო სამსახურის ბიურო