ფოთის საზღვაო ნავსადგურის ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი მშენებლობა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №105

1999 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

ფოთის საზღვაო ნავსადგურის ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობის შესახებ

ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და კომპანია CHANEL ENERGY LIMITED-ის მიერ შემოთავაზებული წინადადების შესაბამისად, ფოთის საზღვაო ნავსადგურში ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობის უზრუნველყოფის მიზნით:

1. მიღებულ იქნეს ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და CHANEL ENERGY LIMITED-ის წინადადება ფოთის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ერთობლივი კომპანიის დაარსების შესახებ.

2. ნავთობპროდუქტების ტერმინალის ორგანიზაციულ-სამართლებრივი სტატუსის დადგენამდე მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროსთან (მ. ადეიშვილი) შეთანხმებით უზრუნველყოს ფოთის საზღვაო ნავსადგურმა (ჯ. ინაიშვილი).

3. ერთობლივ კომპანიას ნავთობპროდუქტების ტერმინალის ასაშენებლად ქ. ფოთის მერიამ (ა. დარჯანია) და ფოთის საზღვაო ნავსადგურმა ნავსადგურის ტერიტორიაზე იჯარით გამოუყონ საჭირო მიწის ფართობი კანონით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი), გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე), ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ. ჩხენკელი), სხვა სამინისტროებმა და უწყებებმა სათანადო დახმარება აღმოუჩინონ ტერმინალის მშენებლობის ორგანიზატორებს აღნიშნული ობიექტის მშენებლობისათვის საჭირო საკითხების მოგვარებაში.

5. ნავთობპროდუქტების ტერმინალის პროექტირება და მშენებლობა განხორციელდეს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ე. შევარდნაძე