ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.03.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №107
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13(20), 26/03/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.03.1999 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| № | ღონისძიების დასახელება |
| 1. | თამბაქოს წევის საწინააღმდეგო ღონისძიებები |
| 2. | ბავშვების ჯამრთელობისათვის ხელშეწყობა |
| 3. | ქალთა ჯამრთელობა |
| 4. | სკოლისშემდგომი მოზარდები და ახალგაზრდობა |
| 5. | მოზრდილთა ჯამრთელობისათვის ხელშეწყობა |
| ა) | სტადიონებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების მუშაობისათვის ხელშეწყობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:SPAcademi;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:1.0in 89.85pt 1.0in 89.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №107
1999 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა და დაავადებათა თავიდან აცილება წარმოადგენს პროცესს, რომლის მიზანია ადამიანთა მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლი და გაუმჯობესება. რამდენადაც ჯანმრთელობა სრული ფიზიკური, ფსიქიკური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობაა, ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა სცილდება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის კომპეტენციის ფარგლებს და ადამიანის კეთილდღეობის საერთო-საზოგადოებრივ უზრუნველყოფას გულისხმობს.
სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ცხოვრების ჯანსაღი წესის საყოველთაო დამკვიდრება და განვითარება.
ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეორიენტაციის მიზანია მოსახლეობისათვის დაავადებათა თავიდან აცილების ღონისძიებებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა. ჯანმრთელობისათვის მავნე ფაქტორების ზემოქმედების შესუსტება და სასარგებლო ფაქტორებისათვის ხელშეწყობა შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით.
ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის (ხარისხობრივი მაჩვენებლების) გაუმჯობესების, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის საყოველთაო დამკვიდრების მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხა.
2. ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის მართვისა და კოორდინაციის მიზნით დამტკიცდეს სახელმწიფო კომისია საქართველოს პრეზიდენტის თავმჯდომარეობით (კომისიის შემადგენლობა თან ერთვის).
3. სახელმწიფო კომისიის სხდომები მოწვეულ იქნეს ყოველკვარტალურად.
4. მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა ორ კვირაში უზრუნველყონ სამხარეო მასშტაბით ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სამხარეო პროგრამის მაკოორდინირებელი კომისიების შექმნა სახელმწიფო რწმუნებულების თავმჯდომარეობით.
5. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) დადგენილი წესის შესაბამისად, დაინტერესებულ სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად განიხილოს და ქვეყნის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატიური გეგმის შემუშავებისას გაითვალისწინოს ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხა.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინოს ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა დაფინანსება.
7. საქართველოს კულტურის სამინისტრომ (ვ. ასათიანი), განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტრომ (თ. გაზდელიანი), თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე), შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ. თარგამაძე), სახელმწიფო უშიშროების სამინისტრომ (ვ. ქუთათელაძე), ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა (ზ. გაიპარაშვილი), სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტმა (კ. ასათიანი), ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. შუბლაძე), სხვა სამინისტროებმა, უწყებებმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ (ი. ტუღუში), საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურმა (ბ. ხატიძე), მხარეებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებმა უზრუნველყონ ქვეყანაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების საგანგებო ღონისძიებათა შემუშავება და დაქვემდებარებულ სტრუქტურებში, აგრეთვე, ქალაქებსა და რაიონებში აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელება.
8. ეთხოვოს სახელმწიფო ტელერადიოკორპორაციას (ა. გოგელია) სახელმწიფო სატელევიზიო არხებზე გამოყოს ფიქსირებული ყოველდღიური საეთერო დრო საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ცხოვრების ჯანსაღი წესის საპროპაგანდო მასალების გამოსაქვეყნებლად.
ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი დაევალოს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს (ა. ჯორბენაძე).
ე. შევარდნაძე
1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხა
№
ღონისძიების დასახელება
შემსრულებელი
შესრულების ვადა
დაფინანსების წყარო
1.
თამბაქოს წევის საწინააღმდეგო ღონისძიებები
1.1. საინფორმაციო მასალების შემუშავება და მიწოდება თამბაქოს მოხმარების მავნებლობის შესახებ მოსახლეობის რეგულარული ინფორმირებისათვის
საქართველოს ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
1.2. თამბაქოს საწინააღმდეგო ფართო საზოგადოებრივი კამპანია
საქართველოს ჯამრთელობის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, მასმედია, მედიატორული ინსტიტუტი, არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
1.3. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ტრანსპორტის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები
1999 წლის 1 ივნი-სამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
ა. სახელმწიფო (პირველ რიგში სასწავლო) დაწესებულებების თამბაქოს წევისაგან თავისუფალ ზონებად გამოცხადება
პრეზიდენტის ბრძანებულება
1.4. თამბაქოს პროდუქციის რეალიზაციის შეზღუდვა
სამთავრობო დაწესებულებები
პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების მიხედვით
უწყებრივი ბიუჯეტი
1.5. თამბაქოს ნაწარმის სავალდებულო სამედიცინო მარკირების შემოღება
ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
რეგულარულად
პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულების მიხედვით
უწყებრივი ბიუჯეტი,
1.6. თამბაქოს საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებათა შემუშავება და თანმიმდევრული განხორციელება სკოლაში
ჯამრთელობის დაცვის სამნისტრო, განათლების სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
1.7. რეგიონებში თამბაქოს წევის პროფილაქტიკის საკოორდინაციო საბჭოების ჩამოყალიბება
ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები
1999 წლის 1 სექ-ტემბრამდე
ადგოლობრივი
1.8. თამბაქოს წევის გავრცელების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და მიწოდება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
რეგულერულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
2.
ბავშვების ჯამრთელობისათვის ხელშეწყობა
2.1. სავალდებულო სამედიცინო პროფილაქტიკური კურსების შემუშავება და დაწესება სკოლისა და სკოლამდელი ასაკის სასწავლო დაწესებულებების პედაგოგებისათვის
განათლების სამინისტრო, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
2000 წლის 1 სექ-ტემბრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
2.2. „ჯანსაღი სკოლის“ ყოველ- წლიური კონკურსის პირობების შემუშავება და გამოცხადება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი
1999 წლის 1 სექ-ტემბრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები, ადგილობრივი ბიუჯეტი
2.3. სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის კომპლექსური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა
განათლების სამინისტრო, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
2001 წლის 1 სექ-ტემბრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
ა) სკოლებში სქესობრივი განათლების ელემენტების სწავლება (სემინარები, შეხვედრები და სხვა)
განათლების სამინისტრო, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
1999 წლის სექტქმბრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
2.4. ფართომასშტაბიანი სპორტული აქტივობის დანერგვა სკოლებში
განათლების სამინისტრო, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი
2.5. საგანმანათლებლო დაწესებულებების ლიცენზირებისას სანჰიგიენური ნორმებისა და სტანდარტების გათვალისწინება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო
1999 წლის 1 სექტემბრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
3.
ქალთა ჯამრთელობა
3.1. მოსახლეობის ფართო განათლება ქალთა ჯამრთელობის ხელმშემწყობი და მავნე ფაქტორების შესახებ
მასმედიის საშუალებები, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
3.2. სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის კომპლექსურ-საგანმანათლებლო პროგრამაში ქალთა ჯამრთელობისა და ჰიგიენის საკითხების გათვალისწინება
განათლების სამინისტრო, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
2001 წლის 1 სექ-ტემბრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
3.3. აბორტის საწინააღმდეგო ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, მასმედიის საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოჯახის დაგეგმვის კაბინეტი
1999 წლის მაისი რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
3.4. თანამედროვე კონტრაცეპტული საშუალებების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდება და მათი გამოყენების პროპაგანდა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, მასმედიის საშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოჯახის დაგეგმვის კაბინეტი
1999 წლის მაისი რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
3.5. აბორტებისა და თანამედროვე კონტრაცეპტული მეთოდების გავრცელების შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
1999 წლიდან რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
4.
სკოლისშემდგომი მოზარდები და ახალგაზრდობა
4.1. ახალგაზრდულ პროგრამებში ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიებების შემუშავება და თანმიმდევრული განხორციელება
განათლების სამინისტრო, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი, კულტურის სამინისტრო, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
4.2. ნარკომანიის საწინააღმდეგო ფართო საზოგადოებრივი კამპანია
ა) ნარკოტიკების მოხმარების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად ბროშურების, მასალების შემუშავება და გამოცემა ახალგაზრდობისათვის, მშობლებისა და პედაგოგებისათვის
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, შსს, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
ნარკომანიისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამიდან, დონორი ორგანიზაციები
ბ) უმაღლესი და სპეციალური სასწავლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებში ნარკოტიკების ბოროტად გამოყენების და მათი პროფილაქტიკის შესახებ ლექციების კურსის შემოღება
განათლებისა და ჯამრთელობის დაცვის სამინისტროები, შსს, არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
ნარკომანიისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამიდან
გ) სემინარებისა და სასწავლო კურსების ორგანიზება ნარკოტიკების ბოროტად მოხმარების ადრეული ნიშნების დადგენის წესების განმარტებისა და ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯამრთელობაზე ნარკომანიის გავლენის შესახებ
განათლების სამინისტრო, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგილარულად
ნარკომანიისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამიდან, დონორი ორგანიზაციები
დ) ნარკომანიის საწინააღმდეგო აქციების მოწყობა ხელოვნების საღამოების, კონცერტებისა და სპორტული ღონისძიებების საშუალებით
კულტურის სამინისტრო, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, შსს, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
ე) ნარკომანიის პრობლემისადმი მიძღვნილი ფილმების, სპექტაკლებისა და ხელოვნების სხვა ნაწარმოებების შექმნისათვის ხელშეწყობა
კულტურის სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
ვ) ნარკომანიის გავრცელების შესახებ სრული ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, შსს
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი
4.3 სსგდ/შიგსის პროფილაქტიკა
ა) მხატვრული და სარეკლამო კლიპების მომზადება და სისტემატური ჩვენება სგდდ-გან თავის დაცვის აუცილებლობისა და არსებული საშუალებების შესახებ
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, ტელერადიოკორპორაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, განათლების სამინისტრო, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
ბ) ახალგაზრდობისათვის სგდდ თავის დაცვის მეთოდების შესახებ ბროშურების, მასალების შემუშავება და გამოცემა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, ტელერადიოკორპორაცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, განათლების სამინისტრო, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
გ) სგგდ-ის პროფილაქტიკის შესახებ სემინარებისა და სასწავლო კურსების ორგანიზება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
დ) ანონიმური კაბინეტების ფართომასშტაბიანი დანერგვა ანონიმური კონსულტაციისა და დიაგნოსტიკისათვის, „ნდობის ტელეფონის“ ამუშვება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები, განათლების სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი დონორი ორგანიზაციები
ე) რისკ-ჯგუფებში „თანასწორი-თანასწორთან“ პრინციპით მუშაობის ფართოდ დანერგვა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
ვ) სგდდ ავადობისა და დაავადებიანობის შესახებ სრული სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი
4.4. ოჯახის დაგეგმვისა და რეპროდუქციული ჯამრთელობის საკითხების სწავლება ახალგაზრდობისათვის
ა) ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდების ფართომასშტაბიანი პროპაგანდა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, მასმედიის საშუალებები
1999 წლიდან რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
ბ) ოჯახის დაგეგმვის კაბინეტების დანერგვა და მუშაობისათვის ხელშეწყობა რაიონებში
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები
2000 წლის 1 იანვრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი
4.5. მოზარდთა და ახალგაზრდული სახლებისა და ბანაკების მოწყობა
განათლების სამინისტრო, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტი
2000 წლის ივნისი-აგვისტო
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
5.
მოზრდილთა ჯამრთელობისათვის ხელშეწყობა
5.1. ცხოვრების ჯანსღი წესის მასობრივი პროპაგანდა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, მასმედიის საშუალებები, სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, განათლების სამინისტრო, სხვა სამთავრობო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
5.2. ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფა მოსახლეობის ეკოლოგიური განათლების გზით
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი
5.3. „ჯანსაღი ქალაქის“ კონკურსის პირობების შემუშავება და მოწყობა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები
1999 წლის ივლისი
უწყებრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
5.4. ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია მისი საყოველთაო ნორმად აღიარების მიზნით
კულტურის სამინისტრო, განათლების სამინისტრო, არასამთავრობო ორგანოზაციები, კერძო კომპანიები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
5.5. არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამოაშკარავება და საზოგადოებრივი კრიტიკა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, პრესა, ტელერადიოკორპორაცია
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი
5.6. სოციალურად განსაკუთრებით საშიში ქრონიკული დაავადებებსა და მათი რისკფაქტორების საწინააღმდეგო ღონისძიებები
ა) გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის პროგრამების შემუშავება და დანერგვა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანოზაციები
1999 წლიდან რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები
ბ) ტრავმატიზმის პრევენციის პროგრამების შემუშავება და დანერგვა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანოზაციები
1999 წლიდან რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები
გ) ონკოლოგიური დაავადებების პრევენციის პროგრამების შემუშავება და დანერგვა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები
1999 წლიდან რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები
5.7. მოსახლეობის ფსიქიკური ჯამრთელობისათვის ხელშწყობა
ა) საკონსულტაციო კაბინეტების ჩამოყალიბება, ნდობის ტელეფონის ამოქმედება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, არასამთავრობო ორგანიზაციები
2000 წლის 1 იანვრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი, არასამთავრობო ორგანიზაციები
ბ) სოციალური მუშაკის ინსტიტუტის შემოღება და ამოქმედება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, სოციალური დაცვის , შრომისა და დასაქმების სამინისტრო
2000 წლის 1 იანვრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
გ) სოციალურად დაუცველი ჯგუფების (დევნილები, ობლები, ინვალიდები და სხვ.) სოციალური ადაპტაციის პროგრამების შემუშავება და დანერგვა
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, სოციალური დაცვის , შრომისა და დასაქმების სამინისტრო არასამთავრობო ორგანოზაციები
2000 წლის 1 იანვრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
5.8. ძალოვან სამინისტროებში ჯამრთელობისათვის ხელშეწყობის უწყებრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება
შსს, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
2000 წლის იანვარი
უწყებრივი ბიუჯეტი
5.9. საჯარისო და სამაშველო ნაწილებში პირველი (გადაუდებელი) სამედიცინო დახმარების სავალდებულო სწავლების შემოღება
შსს, თავდაცვის სამინისტრო, სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
2000 წლის 1 იანვრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
5.10. სწორი კვების ჩვევების დანერგვა
ა) კვების რაციონის ნორმებისა და სტანდარტების შემუშავება
ჯამრთელობის დაცვის სამინისტრო, საქსტანდარტი
2000 წლის 1 იანვრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
ბ) ქვეყანაში წარმოებულ საკვებ პროდუქციაზე აუცილებელი წესით ქიმიური შემადგენლობისა და ენერგეტიკული შემცველობის მითითება
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, საქსტანდარტი
2000 წლის 1 იანვრამდე
უწყებრივი ბიუჯეტი
გ) ბროშურებისა და მასალების შემუშავება ჯანსაღი კვების რაციონის შესახებ
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
5.11. ფიზიკური აქტივობისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა
სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, განათლების სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი
ა)
სტადიონებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების მუშაობისათვის ხელშეწყობა
სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტი, ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ეკონომიკის სამინისტრო
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი
5.12. სამუშაო ადგილებზე ცხოვრების ჯანსაღი წესის ღონისძიებების დანერგვა
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი
5.13. მავნე ჩვევების აღმოფხვრისათვის ალტერნატიული კლუბების ჩამოყალიბება
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი
ა) თამბაქოსა და ალკოჰოლისაგან თავისუფალი კლუბების შექმნა და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
ბ) გამაჯანსაღებელი და ჯამრთელობის ხელშემწყობი კლუბების შექმნა და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა
სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები
რეგულარულად
უწყებრივი ბიუჯეტი, ადგილობრივი ბიუჯეტი, დონორი ორგანიზაციები
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის 1999-2005 წლების ღონისძიებათა ნუსხა
ძირითადი სტრატეგიული მიმართულებები
ბოლო პერიოდში შექმნილმა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა მკვეთრად გააუარესა საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობა. ქმედითი ღონისძიებების განუხორციელებლად უახლოეს ხუთ წელიწადში გარდაუვალია ავადობისა და სიკვდილიანობის შემდგომი მატება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ჯანდაცვის სისტემის რეფორმის მიზანია მოსახლეობისათვის თანამედროვე სამედიცინო დახმარებისა და დაავადებათა თავიდან აცილების აუცილებელ ღონისძიებათა უზრუნველყოფა. აღნიშნული ზომების მიუხედავად, სახსრების მკვეთრი ნაკლებობის გამო, მოსახლეობის ამბულატორიული და სტაციონარული დახმარება სერიოზულ პრობლემად რჩება. ნათელია, რომ აუცილებელია ისეთი ღონისძიებების დასახვა, რომლებიც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის მავნე ფაქტორების ზემოქმედების შესუსტებას და სასარგებლო ფაქტორებისათვის ხელშეწყობას. ამის მისაღწევად კი საჭიროა საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა. საუკეთესო მიდგომა გულისხმობს მრავალსექტორულ თანამშრომლობას დაავადებათა პრევენციისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების მიზნობრივი პროგრამების დანერგვისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ღონისძიებების განხორციელება მრავალწლიან ძალისხმევას საჭიროებს და ამდენად იგი უწყვეტი პროცესი უნდა გახდეს. ასეთი მიდგომით შესაძლებელი გახდება საზოგადოების ცნობიერებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის აუცილებლობის შეგნების დამკვიდრება. ამგვარი პროცესები უკვე მრავალი წელია მიმდინარეობს მსოფლიოს ყველა წამყვან ქვეყანაში, სადაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის ხელშემწყობ საზოგადოებრივ ღონისძიებებს.
უცილებელია ამ ღონისძიებების ხელშეწყობისათვის სახელმწიფომ განახორციელოს პროტექციონისტული პოლიტიკა.
პრობლემის ზოგადი დახასიათება
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა წარმოადგენს პროცესს, რომელიც მიმართულია ადამიანის მიერ საკუთარი ჯანმრთელობის კონტროლისა და გაუმჯობესებისაკენ. ჯანმრთელობა განისაზღვრება როგორც სრული ფიზიკური, ფსიქიკური, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა, რაც ხაზს უსვამს სოციალური, გონებრივი და ფიზიკური რესურსების არსებობის აუცილებლობას. ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა სცილდება მხოლოდ ჯანდაცვის სექტორის კომპეტენციის ფარგლებს და გულისხმობს ადამიანის კეთილდღეობის საერთო საზოგადოებრივ უზრუნველყოფას; ჯანმრთელობის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს შემდეგი ფუნდამენტური პირობები: მშვიდობა, ჭერი, განათლება, საკვები, შემოსავალი, სტაბილური ეკონომიკური სისტემა, მუდმივი რესურსები, სოციალური სამართლიანობა და თანაბრობა (ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის ოტავის ქარტია). მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება გულისხმობს ქვეყანაში ამ აუცილებელი პირობების თანმიმდევრულ უზრუნველყოფას.
თავის მხრივ, ჯანმრთელი მოსახლეობა ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების აუცილებელი საფუძველია. ინდივიდის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა სახის ფაქტორები როგორც სასარგებლო, ისე მავნე ზემოქმედებას ახდენენ. ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის ღონისძიებების ამოცანაა სასარგებლო ფაქტორებისათვის მხარდაჭერა და მავნე ფაქტორების უგულებელყოფა.
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა გულისხმობს თანაბრობის პრინციპს, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის ყველა ფენისათვის იმ შეგნების ჩანერგვას, რომ აუცილებელია საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის გზით. ამ საქმეში უმთავრესი როლი განეკუთვნება სახელმწიფოს, რომელიც მიზანმიმართულად უზრუნველყოფს მოსახლეობაში სათანადო ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებას ყველა არსებული საშუალებით. გარდა ამისა კოორდინირებული ღონისძიებები უნდა განახორციელონ სხვადასხვა სახელმწიფო სექტორმა, არასამთავრობო და ნებაყოფლობითმა ორგანიზაციებმა, ადგილობრივმა სამთავრობო სტრუქტურებმა, მრეწველობის დარგებმა და მასმედიამ.
პრობლემის აქტუალურობა
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოებს შორის არსებობს დიდი სხვაობა ეკონომიკური და სოციალური განვითარების მხრივ, აღნიშნული განსაზღვრება მართებულია უკლებლივ ყველა ქვეყნისათვის და, ბუნებრივია, საქართველოსთვისაც. იმავდროულად ურთულეს პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მინიმალურად აუცილებელი სახსრების გამონახვა და მათი ოპტიმალური მიმართვა. ეს განსაკუთრებით ეხება განვითარებად და ეკონომიკურ კრიზისში მყოფ სახელმწიფოებს. საქართველო ამ ჯგუფის ქვეყნების რიგს მიეკუთვნება, მაგრამ იგი იმავდროულად ხასიათდება როგორც განვითარებული (საყოველთაო განათლება, უმაღლესი განათლების სკოლების ფართო ქსელი, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების ქსელი), ისე განვითარებადი ქვეყნებისათვის დამახასიათებელი ნიშნებით (ბავშვთა ინფექციური დაავადებების სწრაფი მატება, დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლები, ცუდი ან არასწორი კვება, წამლებისა და სამედიცინო მასალების მწვავე ნაკლებობა ან მიუწვდომლობა, წინა პლანზე წამოწეული პირველადი მოთხოვნილების პროდუქტებითა და საგნებით დაკმაყოფილების სიძნელე და მრავალი სხვ.).
არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფორმაციაზე გადასვლის პროცესმა ხანგრძლივი, ყოვლისმომცველი ღრმა კრიზისის პირობებში სხვა დარგებთან ერთად უდიდესი ზიანი მიაყენა ჯანდაცვის სექტორსაც. ამის შედეგად მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. ეს შეეხო მთელ ქართველ ხალხს ასაკის, სქესისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად. აქვე აუცილებელია ხაზგასმით აღინიშნოს ზრდასრულ მოსახლეობაში ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ზრდა, რაც განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით არის გამოწვეული (ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია). სერიოზულ ყურადღებას იმსახურებს თამბაქოს მწეველთა რაოდენობის სწრაფი მატება. უკანასკნელი წლების განმავლობაში სხვადასხვა მონაცემებით მწეველთა რაოდენობამ თითქმის 70 პროცენტს მიაღწია, რაც სულ ახლო მომავალში უეჭველად გამოიწვევს გულსისხლძარღვთა და სიმსივნურ დაავადებათა სიხშირის მკვეთრ მატებას. საზოგადოებისათვის უდიდეს საფრთხეს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკისათვის უმძიმეს ტვირთს წარმოადგენს ახალგაზრდობის მიერ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოხმარების ზრდა. ასევე საგზაო და საყოფაცხოვრებო ტრავმატიზმის მაჩვენებლების გაუარესება. ბუნებრივია, ნათელი ხდება, რომ ქმედითი ღონისძიებების განხორციელების გარეშე, აღნიშნული მავნე ტენდენციების შემდგომი ზრდაა მოსალოდნელი და უახლოეს 5 წელიწადში გარდაუვალია ავადობისა და სიკვდილიანობის მატება მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიერ ჩატარებული გამოკვლევებით ზრდასრულ მოსახლეობაში სიკვდილიანობა 2000 წლისათვის სავარაუდოდ მოიმატებს 5-10 პროცენტით.
ამრიგად ნათელია, რომ აუცილებლობას წარმოადგენს მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჯანმრთელობისათვის მავნე ფაქტორების ზემოქმედების შემცირება. ღონისძიებები ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისათვის მიეკუთვნება საზოგადოებისათვის აუცილებელ და სასიკეთო საქმიანობის იმ იშვიათ კატეგორიას, რომელიც საშუალებას იძლევა შედარებით მცირე დანახარჯებით მაქსიმალური სარგებლობა მოუტანოს ხალხის ჯანმრთელობას და იმავდროულად ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და მსოფლიო ბანკი). აღნიშნული პროგრამების ეფექტიანობის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს საზოგადოების აქტიური თანამონაწილეობა პროგრამების განხორციელების ყველა საფეხურზე.
ღონისძიებების განხორციელების მიზნები
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს. აქ აუცილებელია გამოიკვეთოს სახელმწიფო, საზოგადოებრივი და ინდივიდუალური ვალდებულებების დონეები:
სახელმწიფო დონეზე ხორციელდება სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და მათი უზრუნველყოფა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და საკონტროლო ინსტიტუტების მეშვეობით;
საზოგადოებრივ დონეზე საქმიანობას ახორციელებენ სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სამედიცინო ორგანიზაციები, სხვადასხვა სექტორის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, არასამთავრობო და ნებაყოფლობითი საზოგადოებები, ადგილობრივი მმართველობის ინსტიტუტები;
ინდივიდუალურ დონეზე საკუთარი თავისა და ოჯახის ჯანმრთელობისათვის პასუხისმგებლობა აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით დაევალოს საკუთრივ მოქალაქეს. ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის პროგრამების წარმატება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოქალაქეების მიერ საკუთარი ჯანმრთელობისადმი მიდგომის კარდინალურ შეცვლასთან, რაც დაკავშირებულია ამჟამად დამკვიდრებული ცნობიერების სერიოზულ ცვლილებასთან. საჭიროა იმის დაჯერება, რომ საკუთარი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია ყოველდღიური ცხოვრების წესზე, რომელიც ჩვეულებრივ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მრავლად შეიცავს არაჯანსაღი ცხოვრების ელემენტს: თამბაქოს ჭარბი მოხმარება ორივე სქესის წარმომადგენელთა მიერ, ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მოხმარების ზრდა, ცუდი და არადაბალანსებული კვება, უსაფრთხოების ღვედების უგულებელყოფა, დაბალი ფიზიკური აქტივობა, აგრესიული ტიპის ქცევა და მასთან დაკავშირებული ხანგრძლივი ფსიქოემოციური სტრესი. დღეს არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და სამედიცინო დახმარების მიუწვდომლობა კიდევ უფრო ამძაფრებს აღნიშნული მავნე ჩვევების შედეგს. ყოველივე ზემოთქმულის ერთობლიობა ქმნის ცხოვრების ყოველდღიურ წესს და მისი შეცვლა ხანგრძლივი და საკმარისად რთული პროცესია. ამდენად ცხოვრების ჯანსაღი წესის და მაშასადამე მნიშვნელოვანწილად პირველადი პრევენციის დანერგვისათვის მოწოდებული პროგრამების ეფექტიანობა პირდაპირ არის დაკავშირებული პროგრამების მოქმედების ხანგრძლივობასთან. სხვადასხვა პროგრამის ეფექტი მიიღწევა დროის სხვადასხვა მონაკვეთში და ამისათვის საშუალოდ 5-15 წელია საჭირო. თუმცა საყოველთაოდ აღიარებული გაანგარიშებებით ჯანმრთელობის ხელშემწყობი ღონისძიებებისათვის დღეს გამოყოფილი ყოველი ლარი მრავალი ათასი ლარის მოგებას იძლევა მომავალში.
ძირითადი სტრატეგიული ამოცანები
1. ჯანსაღი საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავება
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა სცილდება ჯანდაცვის ფარგლებს. მისი მეშვეობით ჯანმრთელობა ყველა სექტორისა და დონის პოლიტიკოსის სამუშაო განრიგში შედის, რაც მათ მიერ საკუთარი გადაწყვეტილებების სამედიცინო შედეგების გათვალისწინებასა და ჯანმრთელობის დაცვაზე საკუთარ პასუხისმგებლობას გულისხმობს. ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობა ითვალისწინებს მრავალფეროვან, მაგრამ კოორდინირებულ მიმართულებებს საკანონმდებლო და ფისკალური ღონისძიებების, საგადასახადო პოლიტიკისა და საორგანიზაციო ცვლილებების სახით. მათგან ერთ-ერთი უმთავრესია ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა სახის შეღავათის დაწესება, როგორიცაა დაბეგვრის ლიბერალური რეჟიმი. ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის პოლიტიკისათვის საჭიროა სხვადასხვა სექტორში ჯანსაღი საზოგადოებრივი პოლიტიკისათვის ხელშემშლელი ფაქტორების განსაზღვრა და უგულებელყოფა. აუცილებელია პოლიტიკოსებისათვის ჯანსაღი არჩევანი საუკეთესო არჩევნად იქცეს.
2. ხელშემწყობი გარემოს შექმნა
საზოგადოება კომპლექსური სტრუქტურაა. უწყვეტი კავშირი ადამიანებსა და გარემოს შორის წარმოადგენს ჯანმრთელობისადმი სოციალურ-ეკოლოგიური მიდგომის საფუძველს. აუცილებელია საერთო პრინციპის დამკვიდრება, რაც გულისხმობს საზოგადოების ყველა წევრის მიერ საკუთარ თავზე, ერთმანეთზე, საზოგადოებასა და ბუნებრივ გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას.
ცხოვრების, მუშაობისა და დასვენების სახე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. სამუშაოსა და დასვენების პირობები ადამიანების ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ჯანმრთელობისათვის აუცილებელია საყოფაცხოვრებო და სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო, კმაყოფილების მომგვრელი და დადებითად მოქმედი გარემოს უზრუნველყოფა.
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებში ფიზიკური აქტივობისათვის საჭირო პირობების შექმნა.
საჭიროა სწრაფად ცვალებადი გარემოს ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მუდმივი შეფასება, განსაკუთრებით ახალი ტექნოლოგიების, სამუშაო პირობების, ენერგეტიკისა და ურბანიზაციის სფეროებში, რაც უზრუნველყოფს ადამიანების ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პირობებს. არსებული ბუნებრივი გარემოს დაცვა და ჯანსაღი გარემო პირობების შექმნა ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის სტრატეგიის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია.
3. საზოგადოებრივი ძალისხმევის გაძლიერება
ჯანმრთელობისათვის ხელშეწყობის ღონისძიებების განხორციელება ხდება საზოგადოების კონკრეტული და ეფექტიანი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს პრიორიტეტების განსაზღვრას, გადაწყვეტილებების მიღებას, სტრატეგიული მიმართულებების დასახვასა და მათ დანერგვას ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლების მისაღწევად. ამ პროცესის საფუძველი საზოგადოების მიერ საკუთარ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობისა და კონტროლის აუცილებლობის გათავისება უნდა იყოს.
საზოგადოების განვითარება დაფუძნებულია არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების გამოყენებით მოქნილი სისტემის ჩამოყალიბებაზე, რათა გაიზარდოს საზოგადოების ყველა სფეროს მონაწილეობა სოციალურ და ჯანმრთელობის საკითხებში. ამისათვის აუცილებელია ინფორმაციული, საგანმანათლებლო და ფინანსური რესურსების გამოყენება მოსახლეობის ჯანმრთელობის საკეთილდღეოდ.
ჯანმრთელობის ხელშემწყობი ღონისძიებები
ადამიანის ორგანიზმი განვითარების ყველა ეტაპზე განიცდის შინაგანი და გარეგანი (გარემო) ფაქტორების მუდმივ ზემოქმედებას, რომელთა ეფექტი პირობითად შეიძლება დადებითად ან უარყოფითად შეფასდეს, თუმცა მათ შორის განსხვავებათა მთელი სპექტრი არსებობს. ზეგავლენის ხასიათი და გამოსავალი სხვადასხვაა ასაკით, განათლების დონით, ეთნოკულტურული თავისებურებებით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოწყობით, ეკონომიკის განვითარებით და სხვა ნიშნებით განსხვავებულია არა მარტო ქვეყნებს, არამედ ქვეყნის შიგნით რეგიონებსა და მოსახლეობის ცალკეულ ჯგუფებს შორის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული ფაქტორები ან მათი ერთობლიობის უარყოფითი გავლენა განსაკუთრებით ვლინდება სპეციფიკურ ასაკობრივ ჯგუფებში, ხოლო ბევრი ამ ფაქტორებიდან თანაბრად საზიანოა ყველასათვის. უნივერსალურად საზიანო ფაქტორებში ძირითადად მავნე ჩვევებსა და გარემოს გაბინძურებას გულისხმობენ. მათი იდენტიფიკაცია და სასწრაფო ღონისძიებების განხორციელება პირველი რიგის ამოცანაა. ასევე პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს სათანადო ზომების მიღება იმ მავნე ჩვევების ან გარკვეული ქცევის ნორმების არცოდნის (რაც მავნე ჩვევების ტოლფასია) ეფექტის ჯერ შემსუბუქების, შემდგომში კი მნიშვნელოვანი შემცირების მიზნით, რომელთა გამოვლენა მოსახლეობის დიდ ჯგუფებშია მოსალოდნელი (ქალები, ბავშვები, მოზრდილები). საბოლოო ჯამში ჯანსაღი ცხოვრების წესის ყველა ღონისძიება უნდა იქნეს გაერთიანებული ვერტიკალური და ინტერსექტორული ტიპის ღონისძიებების ერთობლიობაში.
ჯამრთელობისათვის ხელშეწყობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების სახელმწიფო პროგრამის მართვისა და კოორდინაციის სახელმწიფო კომისიის შემადგენლობა
ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, კომისიის თავმჯდომარე
ილია II – უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი
მერაბ ადეიშვილი – საქართველოს ტრანსპორტის მინისტრი
გიორგი არსენიშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში
ვალერი ასათიანი – საქართველოს კულტურის მინისტრი
კახი ასათიანი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გრიგოლ ბარამიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში
ირაკლი ბოჭორიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში
თეიმურაზ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
კობა ბუჩუკური – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული მცხეთა-მთიანეთის მხარეში
თენგიზ გაზდელიანი – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრი
ზურაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
მანანა გიგინეიშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი
ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი
კარლო გუჯაბიძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში
არჩილ გოგელია – საქართველოს ტელერადიო კორპორაციის თავმჯდომარე
ივანე ზოდელავა – ქ. თბილისის მერი
ავლიპ ზურაბაშვილი – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის სოციალური სფეროს რეფორმების ხელშეწყობის განყოფილების უფროსის მოადგილე
კახა თარგამაძე – საქართველოს შინაგან სამეთა მინისტრი
ალბერტ თავხელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი
დავით თევზაძე – საქართველოს თავდაცვის მინისტრი
გიორგი თოფაძე – შპს „ყაზბეგის“ პრეზიდენტი
თედო ისაკაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის მხარეში
ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი
ნიკოლოზ ლეკიშვილი – გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე
გრიგოლ ლორთქიფანიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარე
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
ლევან მამალაძე – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში
მიხეილ მაჭავარიანი – საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის გენერალური მდივანი
თამაზ მაღლაკელიძე – საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ჯემალ მანჯგალაძე – სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
როინ მეტრეველი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი
მალხაზ რამიშვილი – თავისუფალი პრესის ასოციაციის თავმჯდომარე
ლევან რამიშვილი – თავისუფალი ინსტიტუტის დირექტორი
ბორის სარალიძე – საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ირაკლი ტუღუში – საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე
ანთაზ ქიქავა – აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
თეიმურაზ შაშიაშვილი – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში
ზაზა შენგელია – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
ვაჟა შუბლაძე – საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ნინო ჩხობაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ლონდერ ცაავა – აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე
თამაზ წივწივაძე – საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე
ვლადიმერ ჭანტურია – საქართველოს იუსტიციის მინისტრი
თემურ ჭყონია – ფირმა „კოკა-კოლა ბოთლს ჯორჯიას“ პრეზიდენტი
მამუკა ხაზარაძე – TBS ჯგუფის პრეზიდენტი
გიორგი ხაინდრავა – რადიო „ფორტუნას“ პრეზიდენტი
ბონდო ჯიქია – საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
ავთანდილ ჯორბენაძე – საქართველოს ჯამრთელობის დაცვის მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
საქართველოს სახელმწიფო
კანცელარიის უფროსი პ. მამარაძე