საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №112
1999 წლის 20 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ
„საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლისა და „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მესამე პუნქტის განხორციელებისათვის დაკმაყოფილდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნა და საკონსულო სავიზო გამშვები პუნქტების, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების გამართული მუშაობის, სავიზო ტალონებით (ეტიკეტებით) სამინისტროს უზრუნველყოფის, მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და თანამშრომელთა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით:
1. „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული მომსახურებით შემოსული საკონსულო მოსაკრებლის 20% ჩაირიცხოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასაბიუჯეტო და სავალუტო ანგარიშებზე, დარჩენილი 80% საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ანგარიშზე.
2. სამინისტროს ანგარიშზე უცხოურ და ეროვნულ ვალუტაზე ჩარიცხული თანხები მოხმარდეს სამინისტროს, საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განვითარებას, სავიზო ტალონების (ეტიკეტების) შეძენასა და სამინისტროს თანამშრომელთა მატერიალურ წახალისებას.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში საკონსულო მოსაკრებლების ჩარიცხვის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112612/