საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №130
1999 წლის 10 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილი საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ
საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე და ქვეყანაში ერთიანი ფისკალური პოლიტიკის უზრუნველყოფის მიზნით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიენიჭოს ფისკალური სფეროს კოორდინატორის უფლებამოსილება.
2. ფისკალური სფეროს კოორდინირების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) უზრუნველყოს ერთიანი საინფორმაციო ბაზის ფორმირება, რომლის ანალიზის საფუძველზეც გამოავლინოს ქვეყნის ეკონომიკაში არსებული რეზერვები და განსაზღვროს მათი ამოქმედების ღონისძიებები.
3. საქართველოს სამინისტროებმა და სახელმწიფო დეპარტამენტებმა უზრუნველყონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმითა და წესით მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო სისტემაში შექმნილ საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს უფლებების გაფართოების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112636/