საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ
მიღების თარიღი 12.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №134
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17(24), 15/04/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
12.04.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:70.9pt 51.05pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №134
ქ. თბილისი 1999 წლის
ქ. თბილისი
საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ
1. ინვესტიციების მხარდაჭერის, სახალხო მეურნეობის ძირითადი დარგებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის რენოვაციის მიზნით შეიქმნას და განხორციელდეს საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამა.
2. პროგრამის უპირველეს პრიორიტეტად ჩაითვალოს სოფლის მეურნეობა, კერძოდ კი მეჩაიეობა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს ინვესტიციები მეჩაიეობის დარგის განვითარებისათვის არანაკლებ 5,0 მილიონი ლარისა. ამ მიზნით პროგრამის საჭიროებებს მოხმარდეს იაპონიის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე იაპონიის მიერ გამოყოფილი არასაპროექტო რესურსი და სოფლის მეურნეობის რესურსის ნაწილი.
3. პროგრამის განხორციელებას უხელმძღვანელოს და კონტროლი განახორციელოს საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის მაკოორდინირებელმა კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
ვაჟა ლორთქიფანიძე – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი – თავმჯდომარე
თამარ ბერუჩაშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი
ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
დავით ონოფრიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ივანე ჩხარტიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე
გიორგი შონია – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ფულად-საკრედიტო, ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკურ ურთიერთობათა სამსახურის უფროსი.
4. დაევალოს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს (ბ. გულუა) სოფლის მეურნეობის რესურსის ათვისების (2KRIII) წესების დამუშავება და კომისიაზე დასამტკიცებლად წარმოდგენა, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო რესურსის (2KRIII) ტენდერის გამოცხადება და განაწილება 1999 წლის 30 მაისამდე
5. დაევალოს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს (თ. ბერუჩაშვილი) არასაპროექტო რესურსის ათვისების წესების დამუშავება და კომისიაზე დასამტკიცებლად წარმოდგენა, აგრეთვე არასაპროექტო რესურსის ტენდერის გამოცხადება და განაწილება 1999 წლის 30 მაისამდე.
6. განაწილების შედეგები დამტკიცდეს კომისიაზე.
7. ორივე რესურსის განაწილების შედეგად მეჩაიეობის განვითარებისათვის მიიმართოს არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა.
8. რესურსის ათვისება მოხდეს მიმღებისათვის ეროვნულ ვალუტაში უპროცენტო, დაბრუნებადი რესურსის გაცემის გზით, მემორანდუმის პირობების შესაბამისად.
9. დაევალოს კომისიას პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა არანაკლებ ორ თვეში ერთხელ.
ე. შევარდნაძე