საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 15.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №145
სარეგისტრაციო კოდი 310.060.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 18(25), 21/04/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.04.1999 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | 2 |
| № | საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული დებულებები და პრინციპები |
| გასატარებელი ღონისძიებები | შესრულების ვადა |
| „TRACECA “-ს პროგრამის წევრ ქვეყნებთან: ა) ტაჯიკეთი ბ) მონღოლეთი გ) მოლდავა | 1999 1999 1999 |
| დსთი-ს ქვეყნებთან: ბელორუსია | 1999 |
| ა) პოლონეთი ბ) ლიტვა გ) ლატვია დ) ესტონეთი პან-ევროპული მე-8 პრიორიტეტული დერეფნის მიხედვით | 1999 1999 1999 1998 |
| ა) მაკედონია ბ) ალბანეთი ევროპის ქვეყნებთან: | 1999-2000 1999-2000 |
| ა) საფრანგეთი | 1999-2000 |
| ბ) სლოვენია | 1999-2000 |
| გ) ესპანეთი დ) პორტუგალია ე) ნიდერლანდები | 1999-2000 1999-2000 1999-2000 |
| 2. კონვენცია სასაზღვრო კონტროლის ჰარმონიზაციის შესახებ | 1999 |
| 3. საბაჟო კონვენცია კონტეინერული გადაზიდვების შესახებ, 1972 | 1999 |
| 4. შეთანხმება საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ, (ADR) 1957 | 1999 |
| 5. ბარსელონის შეთანხმება ტრანზიტის შესახებ, 1921 | 1999 |
| 6. ნიუ-იორკის შეთანხმება ტრანზიტის შესახებ, 1921 | 1999 |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:1.0in 1.0in 1.35pt 1.0in;} div.Section2 {page:Section2;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №145
1999 წლის 15 აპრილი
ქ.თბილისი
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა შესახებ
ავტოტრანსპორტის სფეროში აღრიცხვიანობის მოწესრიგების, სახელმწიფო კონტროლის ერთიანი მექანიზმის ჩამოყალიბების, საქართველოს სატრანსპორტო ბაზრის დაცვისა და საბიუჯეტო შემოსავლების გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით:
1. დამტკიცდეს „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების“ (1999-2005 წ.წ.) თანდართული პროგრამა.
2. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტრუქტურაში შეიქმნას „რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახური“.
3. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ.ადეიშვილი):
ა) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები და დამატებები საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის დებულებასა და სტრუქტურაში და დაამტკიცოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის „რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის“ დებულება;
ბ) ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დააწესოს ავტოსატრანსპორტო საქმიანობის მარეგლამენტირებელი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის მკაცრი კონტროლი.
გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან (ლ. ჭანტურია) ერთად შეიმუშაოს „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონის პროექტი ავტოსატრანსპორტო საქმიანობაში სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრებისა და მგზავრთა უბილეთოდ გადაყვანის, აგრეთვე სატრანსპორტო საგზაო ბარათის წარმოების გარეშე საქმიანობის განხორციელებისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებისა და ამ უკანასკნელ სამართალდარღვევების საავტომობილო ტრანსპორტის ორგანოების მიერ განსახილველ სამართალდარღვევათა ნუსხაში ჩართვის მიზნით;
დ) საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტთან (თ. ბერიძე) ერთად მიიღოს ქმედითი ზომები საავტომობილო ტრანსპორტში „სტატისტიკური აღრიცხვა-ანგარიშგების ერთიანი წესის” სრულფასოვნად ამოქმედებისათვის.
4. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტმა (დ.ძოწენიძე):
ა) უზრუნველყოს რეგულირებადი ავტოსატრანსპორტო საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის სისტემის სრულყოფა და ამ სფეროში დასაქმებულ მეწარმეთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმის პრაქტიკული ამოქმედება;
ბ) განსაკუთრებული კონტროლი დაუწესოს ავტოტრანსპორტში შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვიანობის მოწესრიგებასა და მგზავრთა სრულ გაბილეთიანებას;
გ) უზრუნველყოს საერთაშორისო გადაზიდვებით დასაქმებულ მეწარმეთა მიერ საერთაშორისო კონვენციებისა და სამთავრო-ბათაშორისო ხელშეკრულებათა პირობების დაცვის კონტროლი. განახორციელოს სათანადო ღონისძიებები ეროვნულ მეწარმეთა კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და საქართველოს სატრანსპორტო ბაზრის უკანონო სამეწარმეო საქმიანობისაგან დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
დ) თავის საქმიანობაში ფართოდ გამოიყენოს საერთაშორისო გამოცდილება და ექსპერტთა რეკომენდაციები.
5. საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტმა (მ.ჩიკვილაძე) აამაღლოს საგადასახადო ორგანოს მუშაკთა პერსონალური პასუხისმგებლობა, რათა მოხდეს ავტოტრანსპორტში დასაბეგრი ობიექტების სრულად აღრიცხვა, გადასახადების სწორად გაანგარიშება და მათი ბიუჯეტში დროულად შეტანა. განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები ამ საკითხთან დაკავშირებით საავტომობილო ტრანს-პორტის დეპარტამენტის სათანადო სამსახურიდან მიღებული შეტყო-ბინების საფუძველზე.
6. ადგილობრივი მმართველობის და თვიმმართველობის ორგა-ნოებმა ყოველმხრივ შეუწყონ ხელი საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს „საქარ-თველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების პროგრამის” განხორციელებაში და აღმოუჩინონ მას პრაქტიკული დახმარება რეგიონალური სტრუქტურების ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
ე. შევარდნაძე
საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის განვითარების
პ რ ო გ რ ა მ ა 1999 – 2005 წლები
№
საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკის კონცეფციით განსაზღვრული დებულებები და პრინციპები
არსებული მდგომარეობის შეფასება
გასატარებელი ღონისძიებები
შესრულების ვადა
1
2
3
4
5
დეპარტამენტის რეორგანიზაცია, საკადრო პოლიტიკა
საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს 1997 წლის 31 მარტის №15 ბრძანების საფუძველზე შეიცვალა საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის სტატუსი, ფუნქცია, სტრუქტურა და დაფინანსების წყარო. დაიწყო დეპარტამენტის აპარატის რეორგანიზაცია, მისი დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, მოქმედი კადრების მომზადება თანამედროვე მოთხოვნათა დონეზე. სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დახმარებით, საერთაშორისო ექსპერტთა რეკომენდაციების საფუძველზე, შემუშავებული იქნა „საქართველოს საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის რეორგანიზაციის პროგრამა“. (იხ. დანართი)
– საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის რეორგანიზაცია საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების და შემუშავებული პროგრამის საფუძველზე, დარგში რესტრუქტურიზა
ციის პროცესის დასრულება;
– დეპარტამენტის აპარატისა და მასზე დაქვემდებარებული საწარმოების დაკომპლექტება კვალიფიციური კადრებით, მათი ატესტაცია, ახალი კადრების შერჩევა კონკურსის წესით, სპეციალისტების მომზადება საერთაშორისო დონის სასწავლო ცენტრებში.
– საავტომობილო ტრანსპორტის დარგის საწარმოების პრივატიზების დასრულება.
1999-2000
სისტემატურად
1999
2
ტექნიკური პოლიტიკა და უსაფრთხოება
საავტომობილო ტრანსპორტში მოძრაობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სიტემების შექმნა და ამოქმედება:
– ავტოსატრანსპორ
ტო საშუალებათა ექსპლუატაციის, მომსახურების და მათი ტექნიკური მდგომარეობის კონტროლის სისტემა;
– მძღოლთა და სპეციალისტთა მომზადების და გადამზადების სისტემა;
– ავტოსატრანსპო
რტო საშუალებათა ექსპლუატაციის, პერსონალის ასაკობრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის ნორმების განსაზღვრის, მგზავრთა სამედიცინო და სანიტარულ-ეპიდემიო
ლოგიური მომსახურების უზრუნველყოფისა და კონტროლის სისტემა;
– ავტოტრანსპორტზე სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა;
– სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის რეგულარული კონტროლის სისტემა;
საქართველოს კანონების „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“, “პროდუქციისა და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ, და „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საფუძველზე საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტს დაეკისრა დარგში მოქმედი სტანდარტებისა და ნორმების დანერგვისა და მათი დაცვის სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით სავალდებულო სერტიფიკაციის სისტემის შექმნა, სასერტიფიკაციო სამუშაოების ორგანიზება და კორდინაცია.
კონცეფციით გათვალისწინებული სისტემების შექმნის, ამოქმედებისა და მართვის მიზნით საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტის მიერ საქსტანდარტთან ერთად, შემუშავებული იქნა საამტომობილო ტრანსპორტში სერტიფიკაციის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებისათვის საჭირო საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა.
მიმდინარეობს სერტიფიკაციის ორგანოების და საგამოცდო ლაბორატორიების აკრედიტაცია და სასერტიფიკაციო ქსელის ჩამოყალიბება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
– ავიოსატრანსპორტო საშუალებათა სერვისულ ობიექტებზე ტექნიკური მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის დანერგვა:
– მძღოლთა და სპეციალისტთა მომზადების სერტიფიკაციის სისტემის დანერგვა მძღოლის ფსიქოფიზიოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით შინაგან საქმეთა და განათლების სამინისტროების მონაწილეობით;
– ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვების სერტიფიკაციის სისტემის დანერგვა;
– სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში მომსახურების სერტიფიკაციის სისტემის დანერგვა;
–სისტემის მეთოდური ცენტრების განსაზღვრა;
– მონაწილეობა სმისტემის სააპელაციო კომისიის ფორმირებაში;
– სასერტიფიკაციო ორგანოებისა და ლაბორატორიების ქსელის შექმნა, მათი მუშაობის ორგანიზება, კოორდინაცია და ინსპექტირება დადგენილი წესით;
– მძღოლთა წინასარეისო და პერიოდული სამედიცინო შემოწმების სისტემის დანერგვა ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ერთად;
– თანამედროვე ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება და დანერგვა;
– ტექნიკური ნორმებისა და მახასიათებლების შემუშავება ევროსტანდარტებისა და სტანდარტიზაციის საერთაშორისო სისტემების საფუძველზე
1999
1999
1999
1999
1999
სისტემატიურად
1999
სისტემატიურად
სისტემატიურად
3
3.1
3.2
4.0
5.
5.1
5.2
აღრიცხვის თანამედროვე სისტემების დანერგვა
ავტოსატრანპორტო საშუალებათა და მოძრავ შემადგენლობათა აღრიცხვა
ავტოსატრანსპორტო საქმიანობის შედეგების სტატისტიკური აღრიცხვა
საერთაშორისო მოთხოვნათა შესაბამისი საავტომობილო პარკის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა
სამგზავრო გადაყვანები და სატვირთო გადაზიდვები
მგზავრთა გადაყვანა
სატვირთო გადაზიდვები
– ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დეპარტამენტში მოქმედი აღრიცხვის სისტემა მოძველებალია, ვერ უზრუნველყოფს ლბიექტური და ოპერატიული ინფორმაციის მიღებასა და დამუშავებას
არ არის დამაკმაყოფილებელი. მეწარმეთა სტატისტიკური ანგარიშგების მოქმედი მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს მეწარმეთა საერთო საქმიანობიდან ავტოსატრანსპორტო მომსახურების ცალკე გამოყოფასა და აღრიცხვას.
საქართველოს ჩართვამ საერთაშორისო ინტეგრაციულ პროცესებში მოითხოვა ქვეყნის საკანონმდებლო – ნორმატიული ბაზის შეცვლა და მისი მორგება ევროგაერთიანებისა და TRACECA - ს ქვეყნების ნორმატიულ ბაზასთან და ტექნიკურ მოთხოვნებთან, რომლებიც ითვალისწინებენ ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ეკოლოგიური უსაფრთხოების ერთიან პრიციპებს.
საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს სერტიფიკაციის შესაბამისი სისტემების ამოქმედება აღნიშნული პირობების საფუძველზე, რაც გულისხმობს საავტომობილო პარკის ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე მუდმივ ზედამხედველობას და აქედან გამომდინარე, მის ბუნებრივ განახლებას;
–საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტმა 1997 წელს შეიმუშავა საქალაქთაშორისო და საერთაშორისო მარშრუტებზე მგზავრთა გადაყვანით დასაქმებულ მეწარმეთა შორის კონკურსის (ტენდერის) ჩატარების დროებითი წესი, რომელმაც მისი ამოქმედების პირველივე ეტაპზე საგრძნობლად დააჩქარა საავტობუსო პარკის განახლების ტემპი.
საავტომობილო
ტრანსპორტით მგზავრთა
გადაყვანის სფეროში
მომსახურების მიწოდების
მოცულობა აჭარბებს
მოთხოვნილებას. ამავე
დროს მომსახურების ეს
სახეობა ძირითადად
უხარისხო და სახიფათოა.
არსებული მდგომარეობა
მოითხოვს დაუყოვნებლივ
ზემოქმედებას სახელმწიფოს
მხრიდან რეგულირების
აპრობირებული მექანიზმების გამოყენების გზით.
დეპარტამენტმა უკვე
შეიმუშავა რიგი
ნორმატიული აქტებისა
აღნიშნული მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ნორმატიული ბაზის სრულყოფის, მისი დროული დანერგვისა და
ამოქმედებისათვის
საქართველოში
საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვებს ძირითადად
ახორციელებს მოძველებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით აღჭურვილი არაორგანიზებული გადამზიდავი.
დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ქვეყანაში კონკურენტუნარიანი ეროვნული გადამზიდავების ჩამოყალიბებისათვის ხელის შემწყობი საკანონმდებლო ბაზისა და ხელსაყრელი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავების მიმართულებით, რაც მეტად აქტუალურია მეზობელი ქვეყნების მსხვილი გადამზიდავების მიერ საქართველოს ბაზრის ათვისების სულ უფრო მზარდი საშიშროების პირობებში.
საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტში რეგიონალურ სამმართველოებ
თან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო პოლიციის მთავარ სამმართველოს
თან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან კომპიუტერული სისტემით დაკავშირებული საინფორმაციო ცენტრის შექმნა.
– სხვა დაინტერესებულ უწყებებთან ერთად საგზაოსატრან-სპორტო ბარათის დანერგვა;
– აღრიცხვის თანამედროვე სისტემის დანერგვისათვის საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება;
–აღრიცხვის ერთიანი კომპიუტერიზებული საინფორმაციო სისტემის შექმნა.
– დარგში გამოყენებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების წარმოების და გამოყენების ერთიანი წესის შექმნა.
– ავტოსატრანს
პორტო საშუალებების სერტიფიკაციის სისტემის ამოქმედება მთელი ქვეყნის მასშტაბით ევროსტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების საფუძველზე;
– რეგულარულ სამგზავრო მარშრუტებზე კონკურსის წესის შემუშავება და მისი დანერგვა;
– საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე კონკურსის წესის შემუშავება და მისი დანერგვა
– ეროვნული გადამზიდავებისა-
თვის უპირატესი ხელშეწყობის მექანიზმის შემუშავება. სასაზღვრო გადასასვლელებზე და ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე განებართვიანების წესების შესრულებაზე კონტროლის მექანიზმის სრულყოფა;
– საავტომობილო ტრანსპორტში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობის სისტემის შექმნა (შინაგან საქმეთა სამინისტროსთან
ერთად).
შემუშავდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
– რეგულარულ საავტომობილო მარშრუტებზე გადამყვანების შერჩევის წესი;
ავტოსადგურებისა და ავტოვაგზლების მუშაობის წესი;
– სამგზავრო ბილეთებისა და საბილეთო უწყისების დამზადებისა და გამოყენების წესი;
– საავტობუსო მარშრუტების დაწესებისა და გაუქმების წესი;
– სამთო მარშრუტებზე მუშაობის პირობები და წესები;
– კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით (ავტობუსი, ტროლეიბუსი, ტრამვაი, ტაქსი) მგზავრთა მომსახურების ნორმები, წესები და მახასიათებლები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად;
– სამგზავრო ავტოტრანსპორტით ცალკეული შეკვეთების განხორციელების,
ტურისტული და საექსკურსიო გადაყვანის წესი.
შემუშავდეს შემდეგი ნორმატიული აქტები:
– საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთების გადაზიდვის საერთო წესი;
– საავტომობილო ტერმინალების მუშაობის წესი;
– საქართველოს ტერიტორიაზე საშიში ტვირთების გადაზიდვის წესი (შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად).
1999-2000
1999
1999
1999-2000
1999
2000
1999
1999
1999-2000
1999
1999
1999
1999
1999
1999
1999-2000
1999
1999
1999-2000
1999
6. საერთაშორისო ურთიერთობები
და ინტეგრაციული პროცესების განვითარება
გასატარებელი ღონისძიებები
შესრულების ვადა
6.1. მონაწილეობა სამთავრობათაშრისო ხელშეკრულებების შემუშავებასა და გაფორმებაში
„TRACECA “-ს პროგრამის წევრ ქვეყნებთან:
ა) ტაჯიკეთი
ბ) მონღოლეთი
გ) მოლდავა
1999
1999
1999
დსთი-ს ქვეყნებთან:
ბელორუსია
1999
დუნაის კომისიის წევრ ქვეყნებთან: პან-ევროპული პრიორიტეტული მე-7 დერეფნის მიხედვით
ა) ავსტრია
ბ)სლოვაკეთი
გ)ესპანეთი
დ)უნგრეთი
ე) იუგოსლავია
1999
1999
1999
1999
1999
ბალტიის ქვეყნებთან: პან-ევროპული მე-9 და 1-ლი პრიორიტეტული დერეფნების მიხედვით
ა) პოლონეთი
ბ) ლიტვა
გ) ლატვია
დ) ესტონეთი
პან-ევროპული მე-8 პრიორიტეტული დერეფნის მიხედვით
1999
1999
1999
1998
ა) მაკედონია
ბ) ალბანეთი
ევროპის ქვეყნებთან:
1999-2000
1999-2000
ა) საფრანგეთი
1999-2000
ბ) სლოვენია
1999-2000
გ) ესპანეთი
დ) პორტუგალია
ე) ნიდერლანდები
1999-2000
1999-2000
1999-2000
6.2 მონაწილეობა მოსამზადებელ სამუშაოებში შემდეგ საერთაშორისო კონვენციებთან მისაერთებლად:
1. საერთაშორისო კონვენცია საავტომობილო ტრანსპორტით საერთაშორისო გადაზიდვების კონტრაქტის შესახებ (CMR)1956
1999
2. კონვენცია სასაზღვრო კონტროლის ჰარმონიზაციის შესახებ
1999
3. საბაჟო კონვენცია კონტეინერული გადაზიდვების შესახებ, 1972
1999
4. შეთანხმება საავტომობილო ტრანსპორტით სახიფათო ტვირთების გადაზიდვის შესახებ, (ADR) 1957
1999
5. ბარსელონის შეთანხმება ტრანზიტის შესახებ, 1921
1999
6. ნიუ-იორკის შეთანხმება ტრანზიტის შესახებ, 1921
1999
7. საერთაშორისო კონვენცია საგზაო ნიშნების შესახებ, 1968
1999
8. საერთაშორისო კონვენცია კომერციულ სატრანსპორტო საშუალებების დროებითი შემოტანის შესახებ (CARNET DE PASSAGE), 1956
1999
9. შეთანხმება სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების სამუშაო რეჟიმის შესახებ (AETR), 1970
1999
10. პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით მარკირების შესახებ მონრეალის 1991 წ. 01.03 კონვენცია
1999
6.3 მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციებში და სამუშაო შეხვედრებში:
ა) TRACECE-ს ქვეყნების სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა (ქ. ბაქოს 1998 წ. 9 სექტემბრის სამიტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად);
ბ) ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, უკრაინის და საქართველოს ტრანსპორტის მინისტრთა კონფერენცია;
გ) ირანის, აზერბაიჯანის, რუმინეთის და საქართველოს გადამზიდავთა და ექსპედიტორთა კონფერენცია;
დ) რუსეთისა და საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს სატრანსპორტო კომისიის შექმნა.
1999
1998
1999
1999
6.4 მონაწილეობა სამთავრობათაშორისო ან საუწყებათაშორისო მუდმივმოქმედი კომისიების სხდომების ორგანიზაციასა და ჩატარებაში;
ა) თურქეთ-საქართველოს ერთობლივი სატრანსპორტო კომისია;
ბ) საქართველო-უზბეკეთის სამთავრობო ერთობლივი კომისია;
გ) საქართველო-უკრაინა სამთავრობო ერთობლივი კომისა;
დ) საქართველო-ბულგარეთის სამთავრობო ერთობლივი კომისია;
ე) საქართველოს ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების ერთობლივი კომისია.
1999
1998
1999
1999
1999
7. ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარება (ლეგალური ბაზა, ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ლოგისტიკა)
გასატარებელი ღონისძიებები
– ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანში მოძრაობის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის პროგრამის შემუშავება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან და საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად;
– კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის ალტერნატიულ მარშრუტებზე სატარიფო პოლიტიკის ანალიზი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად და შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
– სასაზღვრო საავტომობილო გადასასვლელებზე გადასახადების, მოსაკრებლების, აგრეთვე შეფერხებების ანალიზი, მათი საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოსაყვანად რეკომენდაციების შემუშავება;
– ეროვნული გადამზიდავის დაცვისა და ხელშეწყობის მექანიზმის შემუშავება მულტიმოდალურ გადაზიდვებში მისი როლის ამაღლების მიზნით;
– ავტოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის წინადადებების და პროექტების შემუშავება მშენებლობისა და ურბანიზაციის სამინისტროსთან ერთად;
– საერთაშორისო ავტოტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამის შემუშავება ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად;
– გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამის შემუშავება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ეკოლოგიურად უსაფრთხო საავტომობილო პარკის ფორმირებისათვის;
–„TRACECA“-ს პროექტში მონაწილე ქვეყნებთან ერთად ევრაზიის დერეფნის ფუნქციონირების ინფორმაციული უზრუნველყოფის სისტემის ჩამოყალიბებისათვის წინადადებების შემუშავება;
– ავტოსატრანსპორტო საშუალებების და ტვირთების დერეფანში მოძრაობისა და ადგილმდებარეობის განსაზღვრის მსოფლიოში აპრობირებული გეოპოზიციური სისტემების მოკვლევა და დანერგვა;
შესრულების ვადა
1999
პერიოდულად
1999
1999-2000
1999-2000
1999
1999
2001
2000-2005
8. საინვესტიციო საქმიანობა და ტექნიკური დახმარების პროექტები
პროექტის დასახელება
შესრულების ვადა
შემსრულებელი
დაფინანსების მოცულობა და წყარო
ტექნიკური დახმარების მიმდინარე პროექტები
ინტერმოდალური მომსახურების დანერგვა და სწავლება
TACIS-TRACECA-ს ტექნიკური დახმარების დასრულებული პროექტების დანერგვა
ამიერკავკასიის რეგიონში საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების გამუმჯობესება
მსლფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების დასრულებული პროექტების დანერგვა
საქართველოს ტრანსპორტის სექტორის მართვის რეორგანიზაცია
1999
1999
1999
POLZUG; HPTI
SISIE
საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი
საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი
1,6 მლნ ეკიუ
ევროკომისია
2,5 მლნ ეკიუ
ევროკომისია
63,8 ათასი აშშ დოლარი
დამატებითი ღონისძიებები
(1999-2000 წლები)
– საგანგებო და ექსტრემალური ვითარების შემთხვევებში საავტომობილო ტრანსპორტის მუშაობის პირობების რეგლამენტაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად;
– ავტოსატრანსპორტო საშუალებების იმპორტის საკითხში ლიბერალური პოლიტიკის შემუშავება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან ერთად (შეღავათები დაბეგვრაში, საკანონმდებლო ინიციატივა);
– ლიზინგისათვის ხელისშემწყობი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში მონაწილეობა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად (საბაჟო და საგადასახადო შეღავათები);
– საავტომობილო ტრანსპორტში მოქმედი სტანდანტარების აქტუალიზაცია და ეროვნული სტანდარტების შემუშავება საქსტანდარტთან ერთად;
– საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კოდექსის დასრულება და დამტკიცება.
დეპარტამენტის საქმიანობის სტრატეგიული მიმართულებები
(2000-2005) წლები
– საავტომობილო ტრანსპორტის მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგისა და მიმდინარე პრობლემეათა ანალიზის სისტემის ჩამოყალიბება;
– საქართველოს მოსახლეობის საავტომობილო ტრანსპორტით მომსახურების უზრუნველყოფის პრობლემათა იდენტიფიკაცია და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
– ადგილობრივი მართვის ორგანოებში საავტომობილო ტრანსპორტის მართვის განყოფილებათა მეთოდური პროგრამის დამუშავება და რეალიზაცია;
– მონაწილეობა საერთაშორისო ავტოსატრანსპორტო ბაზარზე მეწარმეთა კონკურენტუნარიანი მოღვაწეობის პირობების შექმნის სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში და მისი რეალიზაცია;
– მონაწილეობა ავტოტრანსპორტში სახელმწიფო სატარიფო პოლიტიკის ფორმირებაში;
– მონაწილეობა ავტოტრანსპორტში სახელმწიფო რეგულირების ეკონომიკური მექანიზმის მოწესრიგებაში (საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკა);
– მონაწილეობა ავტოსატრანსპორტო გადაზიდვების უსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში;
– მონაწილეობა საავტომობილო ტრანსპორტის ექსპლოატაციის პროცესში გარემოზე უარყოფითი ტექნოლოგიური ზემოქმედების მინიმიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებაში;
– აქტიური თანამშრომლობა მოწინავე საავტომობილო ფირმებთან, სასწავლო-სამეცნიერო და კვლევით ცენტრებთან;
– მონაწილეობა საერთაშორისო კონვენციებთან მიერთების პროცესში;
– აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.