„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.014.739
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №21
2010 წლის 14 ივნისი
ქ. თბილისი
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1242) დამტკიცებულ „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის შესახებ” დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი და მესამე პირი გაიცემა ლიცენზიანტზე ან უფლებამოსილ პირზე, ხოლო მეორე პირი რჩება მის გამცემ ორგანოში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად გადაცემული დოკუმენტის პირები ინახება ლიცენზიანტთან ან უფლებამოსილ პირთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. ლიცენზიანტი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია ხე-ტყის ტრანსპორტირების ან რეალიზაციისას თან იქონიოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული დოკუმენტის პირველი პირი, რომელიც ასევე სავალდებულოა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“.
3. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონიერების დოკუმენტი ივსება სამ ეგზემპლარად, საიდანაც პირველი და მესამე პირი გაიცემა დოკუმენტის მიმღებზე, ხოლო მეორე პირი რჩება მის გამცემ ორგანოში.“.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გადაცემული დოკუმენტის პირები ინახება დოკუმენტის მიმღებთან და მისი სხვა პირზე გადაცემა დაუშვებელია, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
4. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:
„4. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მფლობელი პირი ვალდებულია ხე-ტყის ან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების ან რეალიზაციისას თან იქონიოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მისთვის გადაცემული დოკუმენტის პირველი პირი, რომელიც ასევე სავალდებულოა კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.“
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.06.2010.
- როდის იქნა მიღებული „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“?
- „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 14.06.2010. მიმღები ორგანო — საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №21. სარეგისტრაციო კოდი — 360160000.22.023.014739.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.06.2010 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, №21, 14.06.2010, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.014739 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1126753/