„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.015.049
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება№39
2010 წლის 27 აგვისტო
ქ. თბილისი
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანებაში (სსმ III, 2005 წ., №113, მუხ. 1242) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს ტყის კოდექსის 116-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე“
2. ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო
ამ დებულებით რეგულირდება ტყის მართვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ „ხე-ტყის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტისა“ (შემდგომში – კანონიერების დოკუმენტი) და „ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტის“ (შემდგომში – წარმოშობის დოკუმენტი) გაცემისა და გამოყენების წესი.“.
ბ) მე-2 მუხლის მე-2-მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც ლიცენზიანტისაგან, უფლებამოსილი პირისაგან ან/და კანონიერების დოკუმენტის მფლობელისაგან საკუთრების ნებისმიერი ფორმით იღებენ ხე-ტყეს ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტს.
3. წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის დეპარტამენტის სატყეო უბნის უფროსის, ტყის მცველის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსის, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უბნის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.
4. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს ტყის დაცვის დეპარტამენტის სატყეო უბნის უფროსის, ტყის მცველის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დაცვის განყოფილების უფროსის, დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უბნის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილი პირების მიერ, მათთვის ტყის მართვაზე საქართველოს ტყის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად.
5. წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები არის საბუთი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის კანონიერ ფლობას და გამოიყენება როგორც საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებისას, ისე ხე-ტყის ექსპორტირებისას.
6. პირმა ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის საქართველოს ტერიტორიაზე გადააგილებისას ან/და ექსპორტირებისას თან უნდა იქონიოს კანონიერებისა ან/და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები.“.
გ) მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დოკუმენტის გამცემი ორგანო ვალდებულია განაცხადოს უარი დოკუმენტის გაცემაზე, თუ:
ა) არ არსებობს წარმოშობისა და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის საფუძველი;
ბ) ტყით მოსარგებლეს შეჩერებული აქვს ტყით სარგებლობის უფლება და არ არის აღმოფხვრილი შეჩერების საფუძვლები ან/და დარღვეულია ტყით სარგებლობის ვადები;
გ) წარმოდგენილი დოკუმენტებით შეუძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შესაბამისობის დადგენა;
დ) 4 სმ და მეტი დიამეტრის (წვრილი ბოლო) მქონე საშეშე მერქნის შემთხვევაში არ არის დაკოტრილი სიგრძით არა უმეტეს ერთ მეტრამდე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ე) დარღვეულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.“.
დ) მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. წარმოშობისა და კანონიერების დოკუმენტების მოქმედების ვადა
1. წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან 24 საათით, ტრანსპორტირების გარდა სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის წარმოშობის დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულების მე-9 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ვადა ხე-ტყის ან/და ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქციის ტრანსპორტირებისათვის განისაზღვრება მისი გაცემიდან 24 საათით. ტრანსპორტირების გარდა სხვა ნებისმიერი ქმედების განხორციელებისათვის კანონიერების დოკუმენტი მოქმედებს უვადოდ და მისი მოქმედება წყდება ამ დებულებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგების დადგომისას.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული 24-საათიანი ვადის გასვლის შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტის მფლობელი ვალდებულია მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციას, რომელიც სათანადო დასაბუთების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ტრანსპორტირებისთვის დოკუმენტის მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე.“.
ე) მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოებისა და თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოების შესაბამისი სამსახურების მიერ დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირზე დოკუმენტის ფორმები გაიცემა (ასევე გაფუჭებული ან გაუქმებული ბრუნდება) შესაბამის ჟურნალში ხელის მოწერით.“.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2010 წლის 31 აგვისტოდან.
გ. ხაჩიძე