საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ
მიღების თარიღი 30.04.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №205
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21(28), 06/05/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.04.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:76.55pt 62.35pt 76.55pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №205
1999 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების შესახებ
„საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების რეალიზაციის მიზნით:
1. დამტკიცდეს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის არასაპროექტო ნაწილის მმართველ საქართველოს მთავრობის უფლებამოსილ ორგანოდ.
2. დამტკიცდეს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის არასაპროექტო ნაწილით გამოყოფილი თანხის ათვისების თანდართული წესი.
3. საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის არასაპროექტო ნაწილით გამოყოფილი თანხის ათვისებასთან დაკავშირებული და ორგანიზაციული ღონისძიებები მმართველმა ორგანომ განახორციელოს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს საქართველოს საინვესტიციო ცენტრის მეშვეობით.
4. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროსთან, როგორც საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის არასაპროექტო ნაწილის მმართველ ორგანოსთან, შეიქმნას სატენდერო კომისია საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
5. სატენდერო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცდეს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი.
6. მმართველმა ორგანომ:
ა) უზრუნველყოს ტენდერის პირობების შესახებ ინფორმაციის გავრცელება და გამოქვეყნება გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასა“ და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით;
ბ) სატენდერო კომისიაზე წინასწარი განხილვის შემდგომ პერიოდულად (არანაკლებ თვეში ერთხელ) წარუდგინოს პროგრამით გამოყოფილი თანხის ათვისებასთან დაკავშირებული ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის მაკოორდინირებელ კომისიას.
7. საქართველოს საბაჟო დეპარტამენტმა უზრუნველყოს პროგრამით გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქციის ოპერატიული განბაჟება დადგენილი წესის შესაბამისად.
ე. შევარდნაძე
იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის 1999 წლის 4 მარტის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე გამოყოფილი არასაპროექტო გრანტის ათვისების მექანიზმი
ტექსტში გამოყენებული ცნებები
„გრანტი“ – იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები, ურთიერთშეთანხმებულ ჩამონათვალში მოცემული პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესაძენად;
„დონორი“ – „გრანტის“ გამცემი ქვეყანა;
„მიმღები“ – „გრანტის“ მიმღები ქვეყანა;
„მმართველი ორგანო~ – „მიმღების“ „გრანტის“ ათვისების უფლებამოსილი სამთავრობო უწყება – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო;
„კომისია“ – „გრანტის“ ათვისების საუწყებათაშორისო სატენდერო კომისია;
„კომიტეტი“ – „მიმღების“, „დონორის“ და „აგენტის“ მიერ „გრანტის“ ეფექტური ათვისების მიზნით შექმნილი საკონსულტაციო კომიტეტი.
„აგენტი“ – „გრანტის“ პროდუქციისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შეძენის მიზნით დაქირავებული შუამავალი;
„მომწოდებელი“ – „გრანტით“ შესაძენი პროდუქციის მწარმოებელი;
„გრანტის ანგარიში“ – „ტოკიო მიცუბიში ბანკში“ „მიმღების“ სახელზე გახსნილი ანგარიში;
„მიმღების საკლიენტო ანგარიში“ – „აგენტის“ ფინანსურ სამსახურში „მიმღების“ სახელზე გახსნილი სპეციალური ანგარიში;
„დეპოზიტი“ – ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიში, სადაც უნდა დაბრუნდეს პროდუქციის ღირებულების შესაბამისი თანხები ლარებში;
„ცენტრი“ – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური-ურთიერთობების სამინისტროს „საქართველოს საინვესტიციო ცენტრი“;
„მაძიებელი“ – იურიდიული ან კერძო პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს გრანტის ფარგლებში პროდუქციის მიღებაზე;
„მომხმარებელი“ – კომისიის მიერ შერჩეული „მაძიებელი“.
1. ზოგადი დებულებები
1999 წლის 4 მარტს იაპნიისა და საქართველოს მთავრობებს შორის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე (საქართველოს მხრიდან ნოტას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ბატონმა ი. მენაღარიშვილმა) იაპონიის მთავრობამ (შემდგომში „დონორი“) საქართველოს მთავრობას (შემდგომში „მიმღები“) გამოუყო უსასყიდლო დახმარება (შემდგომში „გრანტი“). გრანტის მიზანია საქართველოში ეკონომიკური სიძნელეების გადალახვის ხელშეწყობა. გრანტის მოცულობა 300.000.000,00 იენია.
გრანტის ათვისება უნდა მოხდეს მისი გამოყოფის დღიდან 12 თვის განმავლობაში, ხოლო გრანტის ფარგლებში შეძენილი პროდუქციის ღირებულების შესაბამისი თანხის დაბრუნება დეპოზიტზე – 3 წლის განმავლობაში, რომელიც შემდგომ გამოიყენება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი პროგრამების განხორციელებისათვის. ამასთან ერთად, შესაძლებელია ამ ვადის გასვლამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტზე შემოსული თანხის ხელახალი ათვისება იაპონიის მთავრობასთან შეთანხმებით.
გრანტის ათვისების მიზნით საქართველოს მთავრობა ასახელებს გრანტის ამთვისებელ უფლებამოსილ ორგანოს – მმართველ ორგანოს (საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო).
გრანტის ფარგლებში შეძენილი პროდუქციის მომხმარებლის ტენდერით შერჩევისა და გრანტის ათვისების პროცეში წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით მმართველი ორგანო ქმნის სატენდერო კომისიას (შემდგომში „კომისია“), საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და სურსათის, ეკონომიკის, იუსტიციის სამინისტროების და ეროვნული ბანკის წარმომადგენელთა მონაწილეობით. კომისიის მუშაობას უძღვება მმართველი ორგანოს პირველი ხელმძღვანელი პირი. თავისი მუშაობის პროცესში კომისია ითვალისწინებს კომიტეტის რჩევებსა და რეკომენდაციებს.
მმართველი ორგანო გრანტის ათვისებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებს და კონსულტაციებს განახორციელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი საქართველოს საინვესტიციო ცენტრის (შემდგომში „ცენტრი“) მეშვეობით.
2. „მმართველი ორგანოს“ უფლება-მოვალობანი:
● კომისიის სხდომებზე განიხილოს და დაამტკიცოს ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტების შემდეგი პაკეტი:
– გრანტით პროდუქციის შეძენის ტენდერის პირობები; ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტაციების ნუსხა.
– განაცხადის ფორმა გრანტის ფარგლებში პროდუქციის შეძენაზე;
– გრანტით შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის გადაცემისა და გირავნობის ხელშეკრულებების ფორმები;
– დაამტკიცოს საქართველოს საინვესტიციო ცენტრის მიერ გაწეული საკონსულტაციო და ორგანიზაციული ღონისძიებების და კონსულტაციების საფასურის ოდენობა, რომელსაც იხდის გრანტის საბოლოო მომხმარებელი;
● კომისიის სხდომაზე განიხილოს ცენტრის მიერ წარმოდგენილი მაძიებელთა განაცხადები და პრეტენზიები; მიიღოს გადაწყვეტილება გრანტის ფარგლებში პროდუქციის შეძენაზე;
● გააფორმოს ხელშეკრულებები გრანტით შეძენილი პროდუქციის მომხმარებელზე გადაცემის და ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების შესახებ;.
● მოითხოვოს მომხმარებლისაგან საგირავნო ქონების და გრანტის ფარგლებში მიღებული პროდუქციის (მანქანა-მოწყობილობების) აუცილებელი დაზღვევა;.
● ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს გრანტის თანხების გრანტის ანგარიშიდან მიმღების საკლიენტო ანგარიშზე გადასარიცხად და გადასცეს აგენტს;.
● გააკონტროლოს მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების შესაბამისი თანხის, შეთანხმებულ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე (დეპოზიტზე) დაბრუნება;.
● გრანტის ათვისების დასრულების შემდეგ დონორს წარუდგინოს ფინანსური ანგარიში;.
● კომიტეტთან კონსულტაციების საფუძველზე შეიმუშაოს დეპოზიტზე აკუმულირებული თანხების ათვისების პროგრამა და წარუდგინოს განსახილველად პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის მაკოორდინირებელ კომისიას მისი დონორთან შემდგომი შეთანხმების მიზნით.
3. „ცენტრის“ უფლება-მოვალეობანი
● შეიმუშაოს და მმართველ ორგანოს წარუდგინოს გრანტის ათვისებისათვის საჭირო დოკუმენტების პაკეტი:
– გრანტით პროდუქციის შეძენის პირობები და ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტაციების ნუსხა.
– განაცხადის ფორმა გრანტის ფარგლებში პროდუქციის შეძენაზე;
– გრანტით შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის გადაცემისა და გირავნობის ხელშეკრულებების ფორმები;
● მაძიებელს გაუწიოს კონსულტაციები გრანტით საქონლის შეძენისა და თანხის ტეპოზიტზე დაბრულების საკითხებში.
● განიხილოს განაცხადები შესაძენი პროდუქციის მიღებაზე. ჩაატაროს მათი ექსპერტიზა და კომისიას წარუდგინოს იმ მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ მმართველი ორგანოს მიერ კომისიაზე განხლულ და დამტკიცებულ პირობებს.
● დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას მაძიებელთა პრეტენზიების შესახებ;
● წინასწარ შეაფასოს შესასყიდი პროდუქციის მისაღებად მაძიებელთა მზადყოფნა. გაესაუბროს მაძიებლებს, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დაათვალიეროს და შეისწავლოს საწარმოები;
● კომისიისათვის მოამზადოს შერჩეული და სათანადო ფორმით შედგენილი მაძიებელთა განაცხადები;
● მოამზადოს და გადაუგზავნოს „აგენტს“ („Crown Agent“-ს) გამარგვებული კომპანიისათვის სათანადო ფორმით შედგენილი პროდუქციის შესასყიდი განაცხადები, რომლებიც მოიცავენ მათ ტექნიკურ დახასიათებას, პარამეტრებს, საორიენტაციო მომწოდებლებს, პირობებსა და ფასებს, სატრანსპორტო, სადაზღვევო და მონტაჟის (მანქანა-მოწყობილობების შემთხვევაში) ხარჯებს.
● მიიღოს მომსახურების საფასური მომხმარებლებისაგან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში მმართველი ორგანოს მიერ დადგენილი და პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის მაკოორდინირებელი კომისიის მიერ დამტკიცებული წესით;
● დროულად დაამუშაოს დონორისა და აგენტისაგან მიღებული ინფორმაცია მმართველი ორგანოსათვის წარსადგენად და მოამზადოს მმართველი ორგანოს მიერ დონორისა და აგენტისათვის წარსადგენი დოკუმენტაცია;
● მოამზადოს და წარუდგინოს მმართველ ორგანოს გრანტის ანგარიშიდან თანხების გადარიცხვისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია;
● მონაწილეობა მიიღოს გრანტის განხორციელებაზე ზედამხედველობაში;
● გრანტის ათვისების დასრულების შემდეგ მმართველი ორგანოსათვის მოამზადეს ფინანსური ანგარიშის პროექტი დონორისათვის წარსადგენად;
● მოიძიოს ინფორმაცია მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების შესაბამისი თანხის შეთანხმებულ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში (დეპოზიტზე) დაბრუნების შესახებ და მიაწოდოს მმართველ ორგანოს;
● პერიოდულად მიაწოდოს მმართველ ორგანოს ინფორმაცია გაფორმებული კონტრაქტებისა და გირავნობის ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
4. კონტრაქტისა და გირავნობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები
მომხმარებელს ყველა სახის შესყიდული პროდუქცია სესხის სახით გადაეცემა მის მიერ წარმოდგენილი ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფის (გირაო, გარანტია) საფუძველზე, რომლის მიმდინარე საბაზრო ღირებულება შეფასებულია აუდიტის მიერ და არანაკლებ 1,5-ჯერ აღემატება მოთხოვნილი პროდუქციის შეძენაზე გრანტიდან დახარჯულ თანხებს.
– გირაოდ მიიღება მომხმარებლის კერძო საკუთრებაში (100%-ით) არსებული მიწა, უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები) და ძირითადი საშუალებები, დამოწმებული ნოტარიულად;
– გარანტად შეიძლება მიღებულ იქნეს I და II კატეგორიის საბანკო საგარანტიო ვალდებულებები;
გრანტის ფარგლებში მიღებული მანქანა-დანადგარების გადაცემა მომხმარებელზე შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ლიზინგის ფორმით, კერძოდ: მომხმარებელზე გადაცემული მანქანა-დანადგარების მესაკუთრის უფლებას იტოვებს მმართველი ორგანო, მანქანა-დანადგარების ღირებულების სრულ გამოსყიდვამდე, რისთვისაც მომხმარებელთან უნდა გაფორმდეს ქონებრივი გირავნობის ხელშეკრულება მანქანა-დანადგარების შეძენისათვის გრანტიდან დახარჯული თანხების არანაკლებ 30%-ისა, ან მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს 20% საბანკო გარანტია, ან დეპოზიტზე უნდა ჩარიცხოს მანქანა-დანადგარების შეძენისათვის გრანტიდან დახარჯული თანხების 20%.
მომხმარებლის მიერ ლიზინგის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მმართველი ორგანო განსაზღვრავს გრანტის ფარგლებში შეძენილი მანქანა-დანადგარების და მომხმარებლის საგირავნო ქონების სასტარტო ღირებულებას (დეპოზიტის შემთხვევაში კი განხორციელდება დეპონირებული თანხის ჩათვლა) და ცენტრის მეშვეობით ყიდის მას აუქციონის წესით. ამონაგები თანხა ჩაირიცხება დეპოზიტზე (ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გამოკლებით); ან მმართველი ორგანო გამოაცხადებს ხელახალ კონკურსს გრანტით შეძენილი მანქანა-დანადგარების ახალ მომხმარებელზე გადასაცემად და გამარჯვებულთან გააფორმებს ლიზინგის ხელშეკრულებას დადგენილი წესების დაცვით.