განჩინება შპს "ბრო"-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
2010 წლი ს29 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება შპს „ბროს“-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ
მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძე
განმცხადებელი: შპს „ბროს”-ი
წარმომადგენელი: ნინო პავლიაშვილი
მოთხოვნა: საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ბროს”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 09 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,ბროს”-ის წარმომადგენელმა ნინო პავლიაშვილმა და მოითხოვა საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სა სამართლო გაეცნო განცხადებას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ იგი აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონი თ დადგენილ მოთხოვნებს და მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების“ შესახებ საქართველოს კანონის მე-7, მე-20, 21-ე, 25-ე, 26-ე და 29-ე მუხლებით და
დაადგინა:
1. შპს ,,ბროს”-ის განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშოს ვახტანგ კაპანაძე – მცხოვრები: ქ. რუსთავ შ ი, 21-ე მ/რ, კორპ. 5, ბინა №75 (პირადი ნომერი 35001061012).
3. აეკრძალოს შპს ,,ბროს”-ს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე.
4. შეჩერდეს შპს ,,ბროს”-ის მიმართ იძულებითი აღსრულება.
5. გ ა ნ ე მარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია: შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან; დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ.
6. განემარტოს შპს ,,ბროს”-ს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა გამო ი წვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
7. განემარტოს კრედიტორებს, რომ ისინი უფლებამოსილი არიან განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში წარუდგინონ სასამართლოს თავისი მოთხოვნები შპს ,,ბროს”-ის მიმართ მათი წარმოშობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან ერთად.
8. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2011 წლის 06 იანვარს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №20).
9. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, „გაზეთ 24 საათში“, გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ და სასამართლოს დაფაზე.
10. განჩინებაზე დაიშვება კერძო საჩივარი განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე ე. ცისკარიძე