ტურიზმის დღის დაწესების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №465
1999 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
ტურიზმის დღის დაწესების შესახებ
საქართველოში ტურიზმის დარგის განვითარების, ტურიზმისა და კურორტების სფეროში მომუშავე პერსონალის წახალისების, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, ტურიზმისა და საკურორტო ინდუსტრიის მნიშვნელობის საზოგადოებისათვის უკეთ გაცნობისა და დარგით მოსახლეობის ფართო ფენების დაინტერესების მიზნით,მოწონებულ იქნეს საქართველოს ტურიზმისა და კურორტების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ვ. შუბლაძის წინადადება ყოველი წლის სექტემბრის ბოლო შაბათს ტურიზმის დღის დაწესების შესახებ.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ტურიზმის დღის დაწესების შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „ტურიზმის დღის დაწესების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „ტურიზმის დღის დაწესების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „ტურიზმის დღის დაწესების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112744/