სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №344
1999 წლის 31 მაისი
ქ. თბილისი
სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნისა და საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხის დამტკიცების შესახებ
სუფსის ტერიტორიაზე ნავთობსადენის ახალი მაგისტრალისა და ტერმინალის მშენებლობის საექსპლუატაციოდ გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს სა ზ ღვაო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
1. სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სუფსის საზღვაო ნავსადგური.
2. დამტკიცდეს საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების თანდართული ნუსხა.
3. სუფსის საზღვაო ნავსადგურისათვის მიწისა და აკვატორიის გამოყოფა განხორციელდეს მოქმედი კანონმდელობით დადგენილი წესით.
4. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) საქართველოს საზღვაო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს სუფსის საზღვაო ნავსადგურის ფუნქციონირება.
5. სუფსის საზღვაო ნავსადგურში შემოსული ტანკერებისათვის სანავსადგურო მომსახურების ტარიფები განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) ტრანსპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანსპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრებიდან გადაანაწილოს თანხები სუფსის საზღვაო ნავსადგურის შესაბამისი სამსახურების დასაფინანსებლად.
7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) და საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) უზრუნველყონ სუფსის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო რეჟიმის დაცვა და საბაჟო ფუნქციების შესრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე
საქართველოში უცხოეთის გემებისათვის ღია ნავსადგურების ნუსხა
1. ბათუმის საზღვაო ნავსადგური
2. სუფსის საზღვაო ნავსადგური
3. ფოთის საზღვაო ნავსადგური