„უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეთა კატეგორიების დადგენის შესახებ"

მიღების თარიღი 01.07.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №189/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.11.119.005395
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 09/07/2002
matsne.gov.ge 1,679 სიტყვა · ~8 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
გვარი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

„უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეთა კატეგორიების დადგენის შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:425.25pt; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:30.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeading7, li.MsoHeading7, div.MsoHeading7 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:21.3pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:21.3pt; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:28.35pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:21.3pt 1.0in 35.45pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:11.0in 8.5in; margin:67.45pt 21.25pt 1.0in 35.45pt;} div.Section2 {page:Section2;} @page Section3 {size:8.5in 11.0in; margin:21.25pt 1.0in 35.45pt 67.45pt;} div.Section3 {page:Section3;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.395 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის ერთობლივი ბრძანება №189/ნ-№15 2002 წლის 1 ივლისი ქ. თბილისი უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მოქალაქეთა კატეგორიების დადგენის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 20 მარტის №117 ბრძანებულების „უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების სოციალური დაცვისა და სამედიცინო მომსახურების ღონისძიებათა შესახებ” განსახორციელებლად, ვბრძანებთ: 1. დამტკიცდეს: ა) უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა კატეგორიები სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ უმწეოთა სამედიცინო სოციალური დაზღვევის პროგრამით მომსახურებისათვის (დანართი №1). ბ) სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა დასაზღვევად წარდგენისა და ინდივიდუალური სადაზღვევო პოლისის შევსებისა და გაცემის წესი (დანართი №2). გ) უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა პროგრამით დაზღვეულ პირთა სიების განახლების წესი (დანართი №3). 2. საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ამ ბრძანების ძალაში შესვლიდან სამი კვირის ვადაში უზრუნველყოს: ა) ამ ბრძანებით განსაზღვრული პირთა სიების წარდგენა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში; ბ) უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთაგან პროგრამით დაზღვეულ პირთა სიების გადასინჯვა და დაზღვეულთა ახალი მონაცემების წარდგენა სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში ყოველი წლის 25 დეკემბრისთვის. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მ. ხაჩიძეს და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეს თ. ლომაიას. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძე ვ. ვაშაკიძე დანართი 1 უმწეო მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეთა კატეგორიები სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის მიერ უმწეოთა სამედიცინო სოციალური დაზღვევის პროგრამით მომსახურებისათვის 1. მარტოხელა არამომუშავე შრომისუუნარო პენსიონერი, ან პენსიონერთა ოჯახი (მეუღლეები, და-ძმა, დები, ძმები, დედა-შვილი, მამა-შვილი), რომელთაც არ ჰყავთ მარჩენალი; 2. მარტოხელა დედები, რომელთაც კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები; 3. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I და II ჯგუფი) პირები; 4. მარჩენალდაკარგული ოჯახების შრომისუუნარო წევრები; 5. პერსონალური პენსიონერები; 6. ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის ლიკვიდაციის მონაწილენი და მათი ოჯახის წევრები; 7. დევნილ და იძულებით ადგილნაცვალ პირთათვის: ა. ყველა სახის პენსიონერი; ბ. მარტოხელა დედები და მათ კმაყოფაზე მყოფი არასრულწლოვანი შვილები;  გ. 3-დან 18 წლამდე არასრულწლოვანი; ობოლი (უდედმამო) სტუდენტი 23 წლამდე;  დ. სამეგრელო-ზემო სვანეთში განსახლებული ყველა იძულებით გადაადგილებული პირი.  8. მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთაც ჰყავთ შვიდი და მეტი 16 წლამდე ასაკის ბავშვი  9. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (I ჯგუფი) უსინათლო პირები. 10. 18 წლამდე ასაკის დედ-მამით ობოლი ბავშვები და ასეთი კატეგორიის სტუდენტები _ 23 წლამდე. 11. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები. 12. ქვანახშირის მრეწველობის საწარმოებში დასახიჩრებული და პროფესიული დაავადებით დაავადებული მეშახტეები; 13. 90 წლისა და მეტი ასაკის პირები; 14. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისათვის ომში მონაწილე დაინვალიდებული პირები; ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაზარალებულები; 16. პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულები. დანართი 2 სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში მოსახლეობის უმწეო კატეგორიის სიის წარდგენის და ინდივიდუალური სადაზღვე­ვო პოლისის შევსებისა და გაცე­მის წესი 1. უმწეოთა სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევის სპეციალური პროგრამა (უსდპ) გულისხმობს საყოველთაო სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების დამატებით სამედიცინო დახმარების გაწევას მოსახლეობის მატერიალურად უკიდურესად გაჭირვებული ფენისათვის. უსდპ-ში ჩართული სამედიცინო დაწესებულება უმწეოთა კატეგორიაში ჩათვლის იმ პაციენტს, რომელიც წარადგენს სათანადოდ დამოწმებულ პოლისს (იხ.ნიმუში 1). თუ ინდივიდუალურ სადაზღვევო პოლისზე მფლობელის ფოტო (კომპანიის/ფილიალის ბეჭდით დამოწმებული) იქნება დაკრული, სხვა საბუთების წარდგენა საჭირო არ არის. თუ პოლისზე მფლობელის ფოტო არ იქნება დაკრული, სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია პოლისის მფლობელს მოთხოვოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. 2. უმწეოთათვის ინდივიდუალური სადაზღვევო პოლისი ივსება სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიაში (სდსკ), ან მის ფილიალში, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მქონე მოსახლეო­ბის­თვის-ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა მიერ, ხოლო იძულებით ადგილ­ნა­­ცვალ პირთათვის-საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სათანადო სიების საფუძველზე. სიაში შედის საქართველოს ყველა მოქალაქე ან მოქალაქეობის არ მქონე მუდმივად მცხოვრები პირი, რომე­ლიც შეესაბამება უმწეო კატეგორიას მოქმედი კრიტერიუმების მიხედვით. 3. სია სდსკ-ში ან მის ფილიალში უნდა იყოს წარმოდგენილი ზემოთ აღნი­შნულ ორგანიზაციათა მიერ ოფიციალური წერილით. ნაბეჭდი სა­ხით, ორ პირად (სიაში მოყვანილ პირთა გვარები დალაგებული უნდა იყოს ქართუ­ლი ანბანისა და უმწეოთა დამტკიცებული კრიტერიუმების მიხედვით). სია უნდა იყოს აკინძული და დალუქული (იხ. ნიმუშები 2 და 3). მოქალაქის პი­რა­დობის დამადასტურებელ დოკუმენტად სიაში უნდა ჩაიწეროს მოქალაქის პასპორტის, პირადობის მოწმობის*, ხოლო არასრულწლოვანთა შემთხვევაში და­ბადების მოწმობის მონაცემები. 4. იძულებით ადგილნაცვალ პირთათვის დასაშვებია მიეთითოს საქარ­თვე­ლოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მინიჭებული ე.წ. „ოჯახის ნომერი”. სიები კომპანიაში უნდა წარმოდგეს ყოველი მიმდინარე წლის 20 დეკემბრამდე**. სიის წარმოდგენის დოკუმენტური ფორმის მე-10 გრა­ფა ივსება კომპანიაში, ან მის ფილიალში პოლისების გამოწერის დროს. 5. აღწერილი სახით წარმოდგენილი სიის ერთი პირი პოლისების შევსების შემდეგ მოწმდება სდსკ-ს (ან მისი ფილიალის) ბეჭდით და უბრუნ­დება წარმომდგენ ორგანოს პოლისებთან ერთად, ხო­ლო მეორე პირი ინახება სდსკ-ში. 6. უმწეოთა სიის წარმომდგენ ორგანოში (ადგილობრივი მმართველობის ორგანო, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო) პოლისი ივსება ბოლომდე, მოწმდება გამგეობის (ძირითადი მოსახლე­ობი­სა­თვის), ან საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (იძუ­ლე­ბით ადგილნაცვალ პირთა შემთხვევაში) ბეჭდით და გადაეცემა დაზ­ღვე­ულს. 7. პოლისის შესავსებად წარმოდგენილ სიაში აღმოჩენილ უზუსტობაზე პასუხისმგებელია სიის წარმომდგენი ორგანო. სიაში ნებისმიერი არასრული, ან გაუგებარი ჩანაწერის არსებობის შემთხვევაში პოლისი იმ პირზე, ვისაც ეს ჩანაწერი ეხება, არ გამოიწერება, რაც დაფიქსი­რე­ბული უნდა იყოს სათანადო აქტით. დაზუსტება, ან შეცდომის შესწორება წერი­ლობითი სახით ოფიციალურად უნდა წარმოადგინოს შესაბამისმა ორგა­ნომ, რათა სდსკ-ს მიეცეს პოლისის გამოწერის საფუძველი. - - - - - - - - - - - - - - - - - - - - * თუ მოქალაქეს არა აქვს პასპორტი ან მოქალაქის პირადობის მოწმობა, გამონაკლისის სახით შეიძლება ჩაიწეროს საპენსიო წიგნაკის მონაცემები. ** ვადა იცვლება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საგანგებო ბრძანებით. 8. პოლისის დაკარგვის, ან დაზიანების შემთხვევაში მფლობელი წერი­ლობითი განცხადებით მიმართავს ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, საიდა­ნაც ოფიციალური ცნობა და მფლობელის განცხადება ეგზავნება სდსკ-ს, ან მის ფილი­ალს. სდსკ-ში, ან მის ფილიალში შესაბამისი სამსახური სათანადო სიის გადამოწმების შემდეგ სპეციალური აღნიშვნით (,,დაკარგულის სანაცვლოდ”, ,,დაზი­ანებულის სანაცვლოდ”) ავსებს ახალ პოლისს. 9. მხოლოდ და მხოლოდ აღწერილი წესით, ორი ბეჭდით დამოწმებული პოლისი ითვლება მოქმედად სამედიცინო დაწესებულებებისათვის და წარმო­ად­გენს სრულ იურიდიულ საფუძველს, რათა მფლობელს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწიოს დახმარება უსდპ-ის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ პოლისი შევსე­ბულია გაურკვევლად, ან მასზე მოყვანილი მონაცემები არ ემთხვევა პაციე­ნ­ტის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის მონაცემებს, აგრეთვე, გაურკვე­ვე­ლია პოლისზე აღბეჭდილი დაწესებულების სახელწოდება, ან თვით პოლისია დაზიანებული ისე, რომ ძნელია მასზე მოყვანილი მონაცემების ამოკითხვა, ან პოლისზე არ არის დაკრული მფლობელის ფოტო და ის ვერ წარად­გენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს, სამედიცინო დაწესებულება ვალ­დე­ბულია არ სცნოს პაციენტი უსდპ-ის კონტიგენტად და წერილობით დააფიქსი­როს ეს მიზეზის მკაფიოდ მითითებით. დანართი 3  უმწეო კატეგორიის მოსახლეობის სიის გადასინჯვის წესი სიების გადასინჯვის დროს ყურადღება უნდა მიექცეს სიის თითოეული სტრიქონის მიხედვით მონაცემთა სიზუსტესა და სისრულეს. თუ სტრიქონში რომელიმე მონაცემი უზუსტოა ან საერთოდ არ არის მოცემული, მაშინ შესწორება უნდა მოხდეს წინამდებარე წესის შესაბამისად.: 1. თუ გადასასინჯი სიის სტრიქონში მონაცემები უზუსტოა და საჭიროა გადასწორება - ასეთი სტრიქონი უზუსტო მონაცემიანი უჯრა გადაიხაზება წითელი ფერის მარკერით და ამ უჯრის ქვემოთ არსებულ ცარიელ უჯრაში წითელი ფერის საწერი კალმით გარკვევით ჩაიწერება სწორი მონაცემი. 2. თუ გადასასინჯი სიის სტრიქონში მონაცემი არ არის შეტანილი და საჭიროა შევსება -გამოტოვებული მონაცემი გარკვევით უნდა ჩაიწეროს შესაბამის უჯრაში წითელი ფერის საწერი კალმით. იმ შემთხვევაში, თუ მონაცემი ვერ დაეტია სტრიქონის ერთ უჯრაში, შეიძლება გამოყენებული იყოს ამ უჯრის ქვემოთ არსებული ცარიელი უჯრაც. 3. თუ გადასასინჯი სიის სტრიქონში ერთი მონაცემი უზუსტოა და საჭიროა გადასწორება ან მეორე მონაცემი არ არის შეტანილი და საჭიროა შევსება - არასწორი მონაცემის შესწორება ხდება ამ წესის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხოლო გამოტოვებული მონაცემის შევსება - მე-2 პუნქტის შესაბამისად. 4. თუ გადასასინჯი სიის სტრიქონში მონაცემი არ არის შეტანილი და ეს მონაცემი არც სოცდახმარების განყოფილებას არ გააჩნია - გამოტოვებული მონაცემის ქვემოთ ცარიელ უჯრაში წითელი მელნით ჩაიწერება „მონაცემი არ არის”. ასეთი პოლისი ძალადაკარგულად ითვლება. 5. თუ გადასასინჯ სიაში შეტანილი დაზღვეულის შესახებ სოცდახმარების განყოფილებას ინფორმაცია არ გააჩნია - ასეთ შემთხვევაში ცარიელ სტრიქონში გრაფების დაუცველად წითელი ფერის მელნით კეთდება ჩანაწერი „პოლისი გასაუქმებელია”. შენიშვნა: მისამართის შევსებისას უნდა გამოვიყენოთ შემდეგი სტანდარტული აღნიშვნები: რაიონი – რ. შესახვევი – შეს. დაბა – დ. ჩიხი – ჩ. სოფელი – სოფ. გასასვლელი – გას. დასახლება – დას. კვარტალი – კვ. მიკრორაიონი – მრ. კორპუსი – კორ. პროსპექტი – პრ. სადარბაზო – სად. გამზირი – გამზ. ბინა – ბ. ქუჩა – ქ. თუ დაზღვეული გარდაცვლილია ან მოხსნილია აღრიცხვიდან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო, უჯრაში „შენიშვნა” აკეთებთ აღნიშვნას შესაბამისად „გარდა­იცვალა” და „გადავიდა”. გადასინჯული სიის ყოველი გვერ­დი მოწმდება პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და მოწმდება დაწესებულების ბეჭ­დით. ნიმუში 2 უმწეოთა სიის წარმოდგენის დოკუმენტური ფორმა № გვარი სახელი მამის სახელი სქესი დაბადების წელი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის № მისამართი კატეგორია პოლისის № 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20