"ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ" ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N31.02.1434 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№33.01.1506
სარეგისტრაციო კოდი
300330000.37.101.016020
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 62, 10/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მთავრობ ის

დადგენილება №33.01.1506

2010 წლი ს 6 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,

ქ. თბილისის მთავრობა ადგენს:

1. „ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის (M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით) ნებართვის მაძიებელთა კონკურსში მონაწილეობის, მასში გამარჯვებულის გამოვლენის, ნებართვის მოქმედების ვადის, სანებართვო პირობებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესის დამტკიცებისა და ნებართვის გამცემის განსაზღვრის შესახებ” ქალაქ თბილისის მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №31.02.1434 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე -6 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. თუ ნებართვის მაძიებელი უცხოური კომპანია ან უცხო ქვეყნის მოქალაქეა, ამ მუხლის             მე -5 პუნქტის „ა“ „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში განსაზღვრული ცნობები გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოების მიერ. ამასთან, მითითებული ცნობები ნებართვის გამცემს უნდა წარედგინოს სათანადო წესით აპოსტილით დამოწმებული ან ლეგალიზებული სახით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ქართულ ენაზე.”;

ბ) მე -13 მუხლის მე -6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. დადგენილ ვადაში საქართველოში საწარმოს არდაფუძნების, საკონკურსო პირობების შესრულებაზე საბანკო გარანტიის წარუდგენლობის, ხელშეკრულების გაუფორმებლობის ან ნებართვის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კონკურსში გამარჯვებულს არ მიეცემა ნებართვა. ასეთ შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობისთვის წარდგენილი საბანკო გარანტია კონკურსში გამარჯვებულს უკან არ უბრუნდება და ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გარანტისაგან მოითხოვოს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.”;

გ) მე -16 მუხლის პირველი პუნქტის „ხ” ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

დ) 22 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 22. ნებართვის გაცემის ფასის გამოანგარიშების წესი

ნებართვის გაცემის ფასი გამოიანგარიშება ყოველთვიურად მთლიანი ლოტისათვის განსაზღვრული მარშრუტებისთვის დადგენილი ყოველდღიურად მომუშავე ავტობუსების მაქსიმალური რაოდენობის გადამრავლებით ნებართვის გაცემის ფასის განაკვეთზე.”.

ე) 28 -ე მუხლის მე -7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ამ მუხლის მე -2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული გარემოებებისას ნებართვის გაუქმების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს წარმოდგენილი საკონკურსო პირობების შესრულების ან სანებართვო პირობების შესრულების საბანკო გარანტია უკან არ უბრუნდება და ნებართვის გამცემი უფლებამოსილია გარანტისაგან მოითხოვოს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა.”.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი გ . უგულავა