ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისა და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების ღონისძიებათა შესახებ
მიღების თარიღი 13.06.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №370
სარეგისტრაციო კოდი 300.350.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო პარლამენტის უწყებანი, 28(35), 14/06/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.06.1999 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედებისა და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების ღონისძიებათა შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:"BPG Academiuri UAm";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:67.5pt 41.85pt 51.05pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №370
1999 წლის 13 ივნისი
ქ. თბილისი
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისა და საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის ჩამოყალიბების ღონისძიებათა თაობაზე
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში ბუნებრივი გაზის რეგულირების სისტემის შექმნისა და ელექტრობაზრის დროულად ჩამოყალიბების მიზნით, აგრეთვე ენერგეტიკული სექტორის პოლიტიკის თაობაზე მსოფლიო ბანკთან მიღწეული შეთანხმების გათვალისწინებით:
1. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (ელ. ერისთავი) დაამუშაოს და 1999 წლის ივნისში დაამტკიცოს ბუნებრივი გაზის სექტორში ტარიფების ფორმირების მეთოდოლოგია და ამავე ვადაში გასცეს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების, მიწოდებისა და განაწილების ლიცენზიები, მიუხედავად საწარმოთა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.
2. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ (თ. გიორგაძე), კავშირმა (ასოციაცია) „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარმა“ (ი. შალამბერიძე) უზრუნველყონ ელექტრობაზრის ფუნქციონირების დაწყება 1999 წლის 1 ივლისიდან.
3. ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად:
ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) ელექტრობაზრის ფუნქციონირებისათვის საჭირო სასტარტო პირობების (შენობის რემონტი, ტექნიკისა და ავეჯის შეძენა და სხვა ხარჯების დაფინანსება) შექმნის მიზნით გამოუყოს ელექტრობაზარს საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან სესხად 100 (ასი) ათასი ლარი ერთი წლის ვადით;
ბ) საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღონ ზომები, რათა ელექტროენერგეტიკული სექტორის კომპანიებმა 1999 წლის 1 ივლისამდე არსებულ კანონმდებლობას შეუსაბამონ თავიანთი წესდებები, კონტრაქტები, აგრეთვე ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, განახორციელონ ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემის, იმპორტის, ექსპორტის, მოხმარების აღრიცხვის მოსაწესრიგებლად გადაუდებელი, პირველი რიგის სამუშაოები.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ 1999 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაონ წინადადებები ქვეყნის კონფლიქტის ზონებში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურებისა და წარმოშობილი დავალიანების მომსახურების შესახებ.
5. 1999 წლის 1 სექტემბრიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 19 დეკემბრის №829 ბრძანებულების მე-5 პუნქტი და 1997 წლის 28 ივლისის №389 ბრძანებულების მე-14 პუნქტი, რომლებიც ითვალისწინებენ საბიუჯეტო სისტემიდან სახელმწიფო კომპანია „საქენერგოში“ ცენტრალიზებული წესით თანხის გადახდას. ამასთან დაკავშირებით საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების, აგრეთვე მასში დასაქმებული მუშაკების, პენსიონერებისა და ლტოლვილების მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების ანაზღაურება მოხდეს დადგენილი წესით.
6. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრომ შესაბამის სამინისტროებთან და უწყებებთან და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ერთად ათ დღეში მოამზადოს და საქართველოს უშიშროების საბჭოს წარუდგინოს იმ საწარმოებისა და ორგანიზაციების ნუსხა, რომლებიც სახელმწიფო უშიშროების პოლიტიკის თვალსაზრისით არ შეიძლება ჩართული იყვნენ ელექტროენერგიით მომარაგების შეზღუდვების გეგმებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეზღუდვები გამოწვეულია მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების გადაუხდელობით.
7. 1999 წლის 1 ივლისიდან საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საბანკო დაწესებულებაში გაიხსნას ელექტრობაზრის სპეციალური ანგარიში, რომელშიც თავს მოიყრის ელექტრობაზრის საშუალებით რეალიზებული ელექტროენერგიის მთელი ღირებულება.
8. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის (სებ) ჩამოყალიბების ძირითადი პრინციპების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №421 ბრძანებულება.
ე. შევარდნაძე