თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№10180-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2010 წლის 2 დეკემბერი

ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე – თამარ ჭუნიაშვილი

კერძო საჩივრის ავტორი – კრედიტორი შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი’

წარმომადგენელი: გიორგი ჯოხარიძე

მოთხოვნა: 2010 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმება გაკოტრების        მმართველის დანიშვნის ნაწილში და კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა მომრიგებელთა საბჭოს შესაქმნელად

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,ლიკანი-95’’-ის კრედიტორის – შპს ,,აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის’’ კერძო საჩივარი 2010 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

   თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 1 დეკემბერს კერძო საჩივრით მომართა შპს ,,აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის’’ წარმომადგენელმა გ. ჯოხარიძემ, სადაც აღნიშნავს, რომ შპს ,,ლიკანი-95’’-ის გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, კრედიტორთა 2010 წლის 30 ნოემბრის სხდომაზე, სასამართლომ საოქმო განჩინებით დანიშნა გაკოტრების მმართველი – ერთ-ერთი კრედიტორის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურა. ეს მოხდა იმ ფონზე, რომ არ მომხდარა მომრიგებელთა საბჭოს ფორმირება, რასაც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონის 27-ე მუხლის მე-18 პუნქტი, ასევე 32-ე მუხლი იმპერატიულად ითვალისწინებს. აქ კანონი არ ტოვებს არჩევანის შესაძლებლობას და არ ითვალისწინებს დისპოზიციურ ჩანაწერს, როგორც ეს კრედიტორთა კომიტეტების შემთხვევაშია, რომლებიც შეიძლება შეიქმნას და შეიძლება არც შეიქმნას, ვინაიდან კრედიტორთა კომიტეტი ფაკულტატური ორგანოა (28-ე მუხ.). ამის საპირისპიროდ, მომრიგებელთა საბჭო იქმნება ყველა შემთხვევაში და სწავლობს მოვალის გადახდისუუნარობის საკითხს. სწორედ მომრიგებელთა საბჭო ადგენს მოვალე უნდა გაკოტრდეს თუ შეიძლება მისი რეაბილიტაცია, ასევე ხომ არ არის გადახდისუუნარობის შეწყვეტის საფუძვლები.

   სხდომაზე საკმაოდ მცდარი აპელირება მოხდა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ კანონის 27-ე მუხლის მე-16 პუნქტზე, რომ თითქოს ამ პუნქტის საფუძველზე შეიძლებოდეს პირველივე კრედიტორთა კრებაზე გაკოტრების მმართველის დანიშვნა. ეს პუნქტი ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევებზე, თუ მოვალეს საკუთარი განცხადებით კანონის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოთხოვნილი აქვს გაკოტრება, მათთვის რამდენადაც ცნობილი იყო (საქმის მასალებიდან), გაკოტრება მოვალეს არ მოუთხოვია. მოვალეს რომ გაკოტრება მოეთხოვა, კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მას არ მოუწევდა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 5 000 ლარის შეტანა. ხოლო საქმის მასალებში მოიპოვება სადეპოზიტო ანგარიშზე ამ ოდენობის თანხის შეტანის ქვითარი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს არა გადახდისუუნარობასთან, რომელზეც მოვალემ განცხადებით გაკოტრება მოითხოვა, არამედ ე.წ. ,,ჩვეულებრივ’’ გადახდისუუნარობასთან, რომელზეც ყველაფერი ჩვეული წესებით ხდება. ხოლო ერთ-ერთი ასეთი წესი ითვალისწინებს მომრიგებელთა საბჭოს სავალდებულო ფორმირებას კრედიტორთა პირველივე კრებაზე. ნაცვლად ამისა, სასამართლომ კრედიტორთა კრებაზე დანიშნა გაკოტრების მმართველი, რაც ერთმნიშვნელოვნად არღვევს კანონს.

   ითხოვენ, სასამართლომ გააუქმოს 2010 წლის 30 ნოემბრის საოქმო განჩინება გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე და დაინიშნოს კრედიტორთა რიგგარეშე კრება მომრიგებელთა საბჭოს შესაქმნელად.

   სასამართლო გაეცნო კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ კერძო საჩივარი დასაშვებია, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

   ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო კერძო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს, მაშინ ის აკმაყოფილებს კერძო საჩივარს. კერძო საჩივარი კრედიტორის მიერ კანონით დადგენილ ვადაშია შ ე მოტანილი. 27-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. ამასთანავე, შეტყობინება კრების მოწვევის თაობაზე უნდა გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’.

   სასამართლომ იხელმძღვანელა რა  ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-7, მე-9, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 1. შპს ,,ლიკანი-95’’-ის კრედიტორის – შპს ,,აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის’’ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს 2010 წლის 30 ნოემბრის კრედიტორთა კრების საოქმო განჩინება გაკოტრების მმართველის დანიშვნის თაობაზე.

 2. რიგგარეშე კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2010 წლის 22 დეკემბერს, 1100 (თერთმეტი) საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №28). კრებაზე განხილულ იქნეს საკითხი მომრიგებელ ი საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ, მის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

3. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’, არა უგვიანეს 2010 წლის 17 დეკემბრისა. განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლო დაფაზეც.

4. განჩინებაზე კერძო საჩივარი არ დაიშვება.

      მოსამართლე         თ. ჭუნიაშვილი