„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ"
მიღების თარიღი 18.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-160
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.032.012389
გამოქვეყნების წყარო სსმ, 167, 25/11/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.11.2008 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","sans-serif";}
span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 45.0pt 1.0in 45.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.032.012.389
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ერთობლივი ბრძანება №2-160–№858
2008 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრის ლიკვიდაციისა და სალიკვიდაციო კომისიის შექმნის შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებთ:
1. ლიკვიდირებულ იქნეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრი (შემდგომში – პროგრამის მართვის ცენტრი).
2. პროგრამის მართვის ცენტრის სალიკვიდაციო პროცესი დასრულდეს 2008 წლის 30 დეკემბერს.
3. შეიქმნას პროგრამის მართვის ცენტრის სალიკვიდაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მამუკა ჭეიშვილი – სსიპ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრის დირექტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დალი ზოდელავა – სსიპ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრის ადმინისტრატორი;
გ) კახაბერ ლორია – სსიპ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრის ფინანსური მენეჯერი;
დ) პავლე მაწკეპლაძე – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის კონსულტანტი;
ე) გოჩა საბაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველოს უფროსი;
ვ) გიორგი მიშელაძე – სსიპ – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის იურისტი;
ზ) თემურ ლომსაძე – სსიპ სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის მართვის ცენტრის იურისტ-კონსულტანტი;
თ) თამარ ცინცაძე – სსიპ – მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განსახორციელებელი საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრის ადმინისტრაციის კოორდინატორი.
4. სალიკვიდაციო კომისიამ 2008 წლის 30 დეკემბრამდე უზრუნველყოს:
ა) პროგრამის მართვის ცენტრის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორულ დავალიანებათა სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) პროგრამის მართვის ცენტრის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი სხელმწიფო ქონების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) პროგრამის მართვის ცენტრში არსებული დოკუმენტაციის (მასალის) დამუშავება-სისტემატიზაცია და დაარქივება (საჭიროების შემთხვევაში – განადგურება) კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) პროგრამის მართვის ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებულ კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებათა განხორციელება.
5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის 2000 წლის 16 ოქტომბერს ხელმოწერილი და საქართველოს პარლამენტის მიერ 2001 წლის 27 აპრილს რატიფიცირებული ,,მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულების“ შესრულებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2001 წლის 9 აგვისტოს №2-121–77 ერთობლივი ბრძანება.
6. ეს ბრძანება, გარდა მე-5 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
7. ამ ბრძანების მე-5 პუნქტი ამოქმედდეს 2008 წლის 30 დეკემბრიდან.
ბ. კვეზერელი
ნ. გილაური