თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი განათლება
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №375

1999 წლის 17 ივნისი

ქ. თბილისი

თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ

საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ქვეყნის ახალგაზრდებისათვის, მეცნიერებისა და განათლების რეგიონ ალური ცენტრებისათვის დახმარების გაწევისა და ხელშეწყობის მიზნით:

1. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით და აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიენიჭოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.

2. თელავის იაკობ გოგებაშვ ი ლის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს ეწოდოს – „თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.

3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულმა კახეთში (გ. არსენიშვილი) ინსტიტუტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში   უზრუნველყონ   ხელშემწყობი   ღონისძიებების  გატარება აღნიშნული  უმაღლესი  სასწავლების    საუნივერსიტეტო პროფილის სრულყოფის საქმეში.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112852/