თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №376
1999 წლის 17 ივნისი
ქ. თბილისი
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ თანამედროვე მოთხოვნათა შესატყვისი სპეციალისტების მომზადებისა და უცხოეთის საუნივერსიტეტო სამყაროსთან პარტნიორული ურთიერთობებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით:
1. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტს, სადაც ბოლო წლებში განხორციელდა მნიშვნელოვანი სამუშაო საუნივერსიტეტო სტრუქტურების შესაქმნელად, მიენიჭოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.
2. თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტს ეწოდოს „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) და ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) ინსტიტუტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში უზრუნველყონ ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის საუნივერსიტეტო პროფილის სრულყოფის საქმეში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“?
- დიახ, სამართლებრივი აქტი „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
- სად არის „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლურენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112858/