საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი კულტურა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №382

1999 წლის 20 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს  შესახებ

1. საქართველოს კულტურის სამინისტროს სისტემაში არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველო გარდაიქმნას სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად.

2. შეტანილ იქნეს შესაბამისი ცვლილება  საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 3 აპრილის №209 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს კულტურის სამინისტროს დებულებაში.

3. 1999 წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა დაცვისა და გამოყენების მთავარი სამეცნიერო-საწარმოო სამმართველოს აპარატის შენახვის დაფინანსება მოხდეს აღნიშნული სამმართველოსათვის საქართველოს 1999 წლის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი) ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს მიერ წარმოდგენილი სათანადო გაანგარიშებების საფუძველზე საქართველოს 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ამ მიზნით გაითვალისწინოს საჭირო ოდენობის ასიგნებები.

ე. შევარდნაძე