„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.11.2010
ძალის დაკარგვა 25.11.2014
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016014
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 17/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 21.11.2014
დოკუმენტის ტექსტი
„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 35.35pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2010 წლის 30 ნოემბერი
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
1. დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 ივლისის №67 დადგენილება.
3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით“, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით.
2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.
3. სამსახური იყენებს გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით.
4. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა , კოსტავას ქ.№1.
თავი II. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
ბ) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივ პროგრამათა შემუშავებაში მონაწილეობა და მისი განხორციელების კოორდინაცია;
გ) საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში და მის განხორციელებაში მონაწილეობა.
2. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავების სამუშაოთა კოორდინაცია, დამტკიცებული მიზნობრივ პროგრამების შესრულების მიმდინარეობის პერიოდული ანალიზი;
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი და მიწის რესურსების აღრიცხვა, მართვა, მათი რაციონალური გამოყენება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება საკრებულოსთვის წარსადგენად;
გ) კონტროლი გაუწიოს გარემოს მდგომარეობას, გარემოს ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას და გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარებას;
დ) უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული დასახლებების დაგეგმარება-მოწყობა, მშენებლობის კოორდინაცია. განსაზღვროს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის საინჟინრო-კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა;
ე) უზრუნველყოს ადგილობრივი მოსაკრებლების ამოღება და ადმინისტრირება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ნორმატიული და სამართლებრივი აქტების, პროექტების, წინადადებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად განკუთვნილი პროგრამებისა და პროექტების ეკონომიკური შეფასება;
თ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება;
ი) თვითმმართველი ერთეულის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისათვის ბიუჯეტგარეშე კაპიტალის (ინვესტიციების, კრედიტების) მოზიდვა, ეფექტური საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობა;
კ) სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურის საქმიანობის გაუმჯობესებისათვის პირობების შექმნა, მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მეწარმეობის, მცირე ბიზნესის განვითარების პროგრამების, ეკონომიკური ღონისძიებების შემუშავება;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველ ერთეულში არსებული ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება და მათი რეალიზაციის ხელშეწყობა. თვითმმართველი ერთეულის სოციალური ინფრასტრუქტურის სტრატეგიის მართვაში მონაწილეობა, მოსახლეობის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით სათანადო პროგრამების შემუშავება, შესაბამის სამსახურებთან ერთად;
მ) მოამზადოს მენაშეებისათვის ყველა სახის მშენებლობაზე, რეკონსტრუქციაზე, კაპიტალურ შეკეთებაზე (რემონტზე), რესტავრაციაზე, ტერიტორიების კეთილმოწყობაზე, საინჟინრო ნაგებობებისა და კომუნალური ობიექტების დაპროექტებაზე არქიტექტურულ-გამაგრებითი დავალებები;
ნ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი II. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზება
მუხლი 3🔗
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების –განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია:
ა) ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილება;
ბ) მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება;
გ) შესყიდვების განყოფილება.
3. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი) რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და უმცროსი საჯარო თანამდებობის პირებისაგან.
5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით.
6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 4🔗
სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მუშაკთა შორის;
გ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ე) ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანებისა და ფუნქციების შესასრულებლად;
ვ) თანამშრომლებისაგან პერიოდულად ისმენს ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას გაწეული მუშაობის შესახებ;
თ) მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასამტკიცებლად წარადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიში, ყოველი წლის და კვარტალის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე;
ი) ესწრება გამგებლის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს;
კ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი გამგებლის დავალებით;
ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს მოქმედი კანონმდებლობის, აგრეთვე საკრებულოს ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 5🔗
ქონების, მიწის მართვისა და ბუნებრივი რესურსების განყოფილების ფუნქციებია:
ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის წესების შესახებ პროექტების მომზადება;
ბ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებაში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ;
გ) თვითმმართველი ერთეული ქონების აღრიცხვა, ინვენტარიზაცია, კონტროლი ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებაზე;
დ) წინადადებების მომზადება მუნიციპალური ქონების კატეგორიის შეცვლის შესახებ;
ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვის გეგმის მომზადება;
ვ) ადგილობრივი ქონების მონიტორინგი და მათი ექსპლატაციის ეფექტურობის შეფასება;
ზ) ამორტიზებული ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული პროექტების მომზადება;
თ) უზრუნველყოს წინადადების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას;
ი) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მოამზადოს მასალები თვითმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა და მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისათვის აუქციონის ჩასატარებლად, მათი შესაბამის კომისიაზე განხილვის მიზნით;
კ) განახორციელოს მონიტორინგი იჯარით გაცემულ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწების გამოყენების პროცესზე და საიჯარო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე, ხოლო შესაბამისი ფიზიკური და ან იურიდიული პირების (მოიჯარეების) მხრიდან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში დასვას საკითხი გამგებლის წინაშე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე;
მუხლი 6🔗
მშენებლობის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განყოფილების ფუნქციებია:
ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განახორციელოს არქიტექტურულ-მშენებლობითი პროცესი ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ბ) მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს გამგებელს;
გ) შეადგინოს ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ სივრცითი პოლიტიკის რეალიზაციისათვის, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული არქიტექტურულ-სამშენებლო სტრატეგიის შემცველობის მქონე დოკუმენტაცია და დადგენილი წესით წარუდგინოს გამგებელს;
დ) გასცეს ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ მშენებლობის, რეკონსტრუქციის, რესტავრაციის, ტერიტორიის დაპროექტების და არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება;
ე) შეითანხმოს განსახორციელებელი გეგმარებითი პროექტები, აგრეთვე საბინაო, სამოქალაქო, სამრეწველო, საინჟინრო და საკომუნიკაციო ნაგებობებისა და კომუნალური დანიშნულების ობიექტების საპროექტო დოკუმენტაცია, დაბის ინფრასტრუქტურის განვითარების წინადადებები;
ვ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კოორდინაცია გაუწიოს მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღებას;
ზ) უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი სივრცითი მოწყობის და მშენებლობის სახელმძღვანელო პრინციპის დაცვა;
თ) შეითანხმოს შენობა-ნაგებობების (მიწისზედა, მიწისქვეშა) პროექტები, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაცია მშენებლობის ნებართვის გასაცემად და წარუდგინოს გამგებელს;
ი) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმვის დამუშავებაში ექსპერტის ან კონსულტაციის სახით.
მუხლი 7🔗
შესყიდვების განყოფილების ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის მომზადება;
გ) ელექტრონული ტენდერის შესახებ განცხადების მომზადება და გამოქვეყნება;
დ) შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მომზადება;
ე) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ანგარიშის მომზადება;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები
მუხლი 8🔗
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებელი.
მუხლი 9🔗
სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ:
ა) წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით, რომლებიც მიღებულია გამგეობაში;
გ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;
ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 10🔗
სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან:
ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
დ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.