⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2012)
გაუქმებულია:

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ"

მიღების თარიღი 30.11.2010
ძალის დაკარგვა 01.01.2012
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.134.016012
გამოქვეყნების წყარო სსმ, 65, 17/12/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,301 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.11.2010 მიღება
01.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; font-weight:bold;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpFirst, li.aCxSpFirst, div.aCxSpFirst {mso-style-name:"Абзац спискаCxSpFirst"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpMiddle, li.aCxSpMiddle, div.aCxSpMiddle {mso-style-name:"Абзац спискаCxSpMiddle"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.aCxSpLast, li.aCxSpLast, div.aCxSpLast {mso-style-name:"Абзац спискаCxSpLast"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 28.3pt 44.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №34 2010 წლის 30 ნოემბერი დაბა ქედა ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 1. დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება თანახმად დანართისა.   2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 ივლისის №69 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.   საკრებულოს თავმჯდომარე ბ. დიასამიძე დანართი ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური 1. ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის დაქვემდებარებაში მყოფი განათლების, კულტურისა და სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას, შესაბამისი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას. 2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონისა და ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად. 3. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი. 4. სამსახური იყენებს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბლანკს საკუთარი დასახელების აღნიშვნით. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. № 1.     მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონს, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებასა და წინამდებარე დებულებას. 2. სამსახურის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, სხვა ნორმატიული და ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 3🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული და დამტკიცებული კულტურული, საგანმანათლებლო სპორტული და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება, კოორდინაცია და ხელშეწყობა, აგრათვე საკურატორო სფეროში დამტკიცებული მიზნობრივი პროგრამების მართვა და ორგანიზება; ბ) განათლებისა და კულტურის სფეროს განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მომზადება, მართვა და ორგანიზება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი კულტურულ-საგანმანათლებლო, სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით საჭირო წინადადებათა და კონცეფციების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება; დ) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, ძეგლთა დაცვის პროგრამების სფეროში ადმინისტრირებისა და ანალიტიკური სამუშაობის განხორციელება; ე) განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის სფეროს განვითარების ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, მათ განხორციელებაზე ზრუნვა; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ სახელმწიფო სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტების, აგრეთვე განათლებისა და კულტურის ადგილობრივ გამგებლობას მიკუთვნებული კულტურული დასვენება-გართობის ობიექტების მოვლა-პატრონობის ორგანიზება, მათი საქმიანობის ხელშეწყობა; ზ) შესაბამის სტრუქტურებთან ერთად სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხოების პირობების შექმნის უზრუნველყოფა, აგრეთვე, აღმზრდელ-პედაგოგთა და მოსამსახურე პერსონალის საქმიანობის პირობების გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება; თ) საკურატორო სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება; ი) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და პოპულარიზაცია, დამსახურებული პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა. განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში თავისუფალი მოღვაწეობის ხელშეწყობა, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია; კ) ქედის მუნიციპალიტეტის კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროს ერთიანი საინფორმაციო ბანკის სრულყოფა და განვითარება; ლ) კულტურის სფეროში ჯანსაღი, კონკურეტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობისათვის ზრუნვა; მ) მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; ნ) ახალგაზრდა შემოქმედთა და პედაგოგთა საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემატიკის შესწავლა და მათი საქმიანობის სტიმულირების უზრუნველყოფა; ო) ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ხელის შეწყობა; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.  მუხლი 5🔗. სამსახურს ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი) რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობას სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას; ბ) შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; გ) ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; დ) წარუდგენს გამგებელს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასამტკიცებლად წარადგინოს გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველკვარტალური და წლიური ანგარიში, ყოველი წლის და კვარტალის მომდევნო თვის 20 რიცხვამდე; ვ) გამგებლის დავალებით უშუალოდ უძღვება სამსახურის წარმოებაში არსებულ საქმეზე გამართულ ადმინისტრაციულ მოსმენას; თ) სამსახურის საქმიანობის ქმედითობის ამაღლების მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ი) წარმოადგენს სამსახურს მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისას; კ) ესწრება გამგებლის თათბირებსა და საკრებულოს სხდომებს; ლ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლისა და გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს; ნ) სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე გამგებლის წინაშე; ო) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; პ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ამ სამსახურის ერთ-ერთი მოხელე გამგებლის დავალებით. თავი II. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები     მუხლი 6🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესი სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.     მუხლი 7🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს უფლება აქვთ: ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები სამსახურის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე და მიიღონ მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; ბ) ისარგებლონ მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით; გ) დააყენონ საკითხი სამსახურის უფროსის წინაშე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკითა და სხვა საშუალებებით; ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურეების უფლებებითა და გარანტიებით.     მუხლი 8🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან: ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ ხელმძღვანელების დავალებები; გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი; დ) შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; ე) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სახაზინო ქონებას.