საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების თაობაზე

მიღების თარიღი 04.07.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №419
სარეგისტრაციო კოდი 340.170.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32(39), 09/07/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,162 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:58.5pt 46.35pt 45.0pt 49.5pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №419 1999 წლის 4 ივლისი  ქ.თბილისი „საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამით მეჩაიეობის დარგის პრიორიტეტული განვითარების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულების თაობაზე 1. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის „სასურსათო წარმოების ზრდის იაპონური გრანტის (2KR) პროგრამის“ ნაწილის მმართველ საქართველოს სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოდ. 2. დამტკიცდეს საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის 2KR-III ნაწილით მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის ათვისების თანდართული წესი. 3. მმართველმა ორგანომ უზრუნველყოს: ა) სამინისტროსთან პროექტების მართვის ცენტრის ჩამოყალიბება და 2KR-III პროგრამით გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ათვისებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული ღონისძიებების აღნიშნული ცენტრის მეშვეობით განხორციელება; ბ) 2KR-III პროგრამით მიღებული ტექნიკის რეალიზაციის სატენდერო კომისიის ფორმირება; გ) საქართველოს ეროვნულ ბანკში სპეციალური ანგარიშის გახსნა და ტექნიკის რეალიზაციით მიღებული თანხების დეპონირებით საპარტნიორო ფონდის ფორმირება; დ) საპარტნიორო ფონდში დეპონირებული თანხების მეჩაიეობის სექტორში გამოყენების პროგრამის შემუშავება. 4. საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) უზრუნველყოს პროგრამით მოსაწოდებელი პროდუქციის საბაჟო გაფორმება დადგენილი წესის შესაბამისად. 5. შესრულებული სამუშაოს შესახებ მომახსენეთ მთავრობის სხდომაზე. ე. შევარდნაძე საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის 2 KR-III ნაწილით მიღებული სასოფლო-სამეურნეო გრანტის ათვისების წესი ტექსტში გამოყენებული ცნებები: გრანტი – იაპონიის მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი სახსრები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესაძენად; დონორი – გრანტის გამცემი ქვეყანა; მიმღები – გრანტის მიმღები ქვეყანა; მმართველი ორგანო – გრანტის მიმღები ათვისების უფლებამოსილი სამთავრობო უწყება – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო; კომისია – გრანტის ათვისების სატენდერო კომისია; მომწოდებელი – გრანტით შეძენილი პროდუქციის მომწოდებელი; დეპოზიტი – ამ შემთხვევაში საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილი ანგარიში, სადაც უნდა დაბრუნდეს პროდუქციის ღირებულების შესაბამისი თანხები ლარებში; ცენტრი – სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს მიერ შექმნილი პროექტების მართვის ცენტრი; მაძიებელი – იურიდიული ან კერძო პირი, რომელიც აკეთებს განაცხადს გრანტის ფარგლებში პროდუქციის მიღებაზე; მომხმარებელი – კომისიის მიერ შერჩეული მაძიებელი. 1. ზოგადი დებულებები 1999 წლის 4 მარტს იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის ნოტების ურთიერთგაცვლის საფუძველზე (საქართველოს მხრიდან ნოტას ხელი მოაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. მენაღარიშვილმა) იაპონიის მთავრობამ (შემდგომში – დონორი) საქართველოს მთავრობას (შემდგომში – მიმღები) გამოუყო უსასყიდლო დახმარება (შემდგომში – გრანტი) 370 000,000,00 იენის მოცულობით. გრანტის ფარგლებში შეძენილი პროდუქციის ღირებულების შესაბამისი თანხის დაბრუნება დეპოზიტზე უნდა მოხდეს სამი წლის განმავლობაში, რომელიც შემდგომ გამოიყენება სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებისათვის. ამასთან ერთად, შესაძლებელია ამ ვადის გასვლამდე საქართველოს ეროვნულ ბანკში დეპოზიტზე შემოსული თანხის რეინვესტირება იაპონიის მთავრობასთან შეთანხებით. გრანტის ათვისების მიზნით საქართველოს სახელმწიფო ასახელებს გრანტის ამთვისებელ უფლებამოსილ ორგანოს – მმართველ ორგანოს (საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო). გრანტის ფარგლებში შეძენილი პროდუქციის მომხმარებელთა ტენდერით შერჩევისა და გრანტის ათვისების პროცესში წამოჭრილ საკითხთა გადაწყვეტის მიზნით, მმართველი ორგანო ქმნის სატენდერო კომისიას (შემდგომში – კომისია). კომისიის მუშაობას უძღვება მმართველი ორგანოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მმართველი ორგანო გრანტის ათვისებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებებსა და კონსულტაციებს განახორციელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციის – ცენტრის მეშვეობით. II. მმართველი ორგანოს უფლება-მოვალეობანი 1. კომისიის სხდომებზე განიხილოს და დაამტკიცოს ცენტრის მიერ შემუშავებული დოკუმენტების პაკეტი: ა) გრანტით პროდუქციის შეძენის ტენდერის პირობები. ტენდერში მონაწილეობისათვის წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა; ბ) განაცხადის ფორმა გრანტის ფარგლებში პროდუქციის შეძენაზე; გ) გრანტით შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის გადაცემისა და გირავნობის ხელშეკრულებების ფორმები; დ) ცენტრის მიერ გაწეული საკონსულტაციო და ორგანიზაციული ღონისძიებებისა და კონსულტაციების საფასურის ოდენობა, რომელსაც იხდის გრანტის საბოლოო მომხმარებელი. 2. კომისიის სხდომაზე განიხილოს ცენტრის მიერ წარმოდგენილი განაცხადები და პრეტენზიები. 3. გააფორმოს ხელშეკრულებები გრანტით შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის გადაცემისა და ვალდებულებების უზრუნველყოფის შესახებ. 4. მოითხოვოს მომხმარებლისაგან საგირავნო ქონებისა და გრანტის ფარგლებში მიღებული პროდუქციის (მანქანა-მოწყობილობების) აუცილებელი დაზღვევა. 5. გააკონტროლოს მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების შესაბამისი თანხის, ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში, საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე (დეპოზიტზე) დაბრუნება. 6. გრანტის ათვისების დასრულების შემდეგ დონორს წარუდგინოს ფინანსური ანგარიში. 7. შეიმუშაოს დეპოზიტზე აკუმულირებული თანხების ათვისების პროგრამა და განსახილველად წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტის მიერ შექმნილი პროგრამის მაკოორდინირებელ კომისიას (საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 12 აპრილის №134 ბრძანებულება) მისი დონორთან შემდგომი შეთანხმების მიზნით. III. ცენტრის უფლება-მოვალეობანი 1. შეიმუშაოს და მმართველ ორგანოს წარუდგინოს გრანტის ათვისებისათვის საჭირო დოკუმენტების პაკეტი: ა) გრანტით პროდუქციის შეძენის პირობები და ტენდერში მონაწილეობისათვის საჭირო დოკუმენტების ნუსხა; ბ) განაცხადის ფორმა გრანტის ფარგლებში პროდუქციის შეძენაზე; გ) გრანტით შეძენილი პროდუქციის მომხმარებლისათვის გადაცემისა და გირავნობის ხელშეკრულებების ფორმები. 2. მაძიებელს გაუწიოს კონსულტაციები გრანტით საქონლის შეძენისა და თანხის დეპოზიტზე დაბრუნების საკითხებზე. 3. ჩაატაროს ექსპერტიზა და კომისიას წარუდგინოს იმ მაძიებელთა განაცხადები, რომლებიც აკმაყოფილებენ მმართველი ორგანოს მიერ კომისიაზე განხილულ და დამტკიცებულ პირობებს. 4. დაუყოვნებლივ აცნობოს კომისიას მაძიებელთა პრეტენზიების შესახებ. 5. წინასწარ შეაფასოს გრანტის პროდუქციის მისაღებად მაძიებელთა მზადყოფნა. გაესაუბროს მაძიებელს, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე დაათვალიეროს და შეისწავლოს საწარმოები. 6. კომისიისათვის მოამზადოს შერჩეული და სათანადო ფორმით შედგენილ მაძიებელთა განაცხადები. 7. მიიღოს მომსახურების საფასური მომხმარებლებისაგან მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, ორგანოს მიერ დადგენილი და საქართველოს პრეზიდენტის საინვესტიციო პროგრამის მაკოორდინირებელი კომისიის მიერ დამტკიცებული წესით. 8. მონაწილეობა მიიღოს გრანტის პროექტის განხორციელების ზედამხედველობაში. 9. გრანტის ათვისების დასრულების შემდეგ მმართველი ორგანოსათვის მოამზადოს ფინანსური ანგარიშის პროექტი დონორისათვის წარსადგენად. 10. მოიძიოს ინფორმაცია მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლის ღირებულების შესაბამისი თანხის შეთანხმებულ ვადებში საქართველოს ეროვნულ ბანკში (დეპოზიტზე) დაბრუნების შესახებ და მიაწოდოს მმართველ ორგანოს. 11. პერიოდულად მიაწოდოს მმართველ ორგანოს ინფორმაცია გაფორმებული კონტრაქტებისა და გირავნობის ხელშეკრულებების პირობების შესრულების მიმდინარეობის შესახებ. IV. კონტრაქტისა და გირავნობის ხელშეკრულების ზოგადი პირობები მომხმარებელს ყველა სახის შესყიდული პროდუქცია სესხის სახით გადაეცემა მის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების (გირაო, გარანტია) საფუძველზე, რომლის ღირებულება შეფასებულია აუდიტის მიერ და არანაკლებ 1,5-ჯერ აღემატება მოთხოვნილი პროდქუციის შეძენისათვის გრანტიდან დახარჯულ თანხებს. გირაოდ მიიღება მომხმარებლის კერძო საკუთრებაში (100 პროცენტი) არსებული მიწა, უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობები) და ძირითადი საშუალებები, აქციები და ა.შ., მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. გარანტად შეიძლება მიღებულ იქნეს ეროვნული ბანკის მიერ ცნობილი I და II კატეგორიას მიკუთვნებული კომერციული ბანკები. გრანტის ფარგლებში მიღებული მანქანა-დანადგარების მომხმარებლისათვის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე განვადებით, იჯარის (გამოსყიდვით) ფორმით, კერძოდ: მომხმარებლისათვის გადაცემული მანქანა-დანადგარების მესაკუთრის უფლებას იტოვებს მმრთველი ორგანო, მანქანა-დანადგარების ღირებულების სრულ გამოსყიდვამდე, რისთვისაც მომხმარებელთან უნდა გაფორმდეს ქონებრივი გირავნობის ხელშეკრულება მანქანა-დანადგარების შეძენისათვის გრანტიდან დახარჯული თანხების არანაკლებ 30 პროცენტისა, ან მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს 20 პროცენტი საბანკო გარანტია, ან დეპოზიტზე უნდა ჩარიცხოს მანქანა-დანადგარების შეძენისათვის გრანტიდან დახარჯული თანხების 20 პროცენტი. მომხმარებლის მიერ ლიზინგის პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მმართველი ორგანო განსაზღვრავს გრანტის ფარგლებში შეძენილი მანქანა-დანადგარებისა და მომხმარებლის საგირავნო ქონების სასტარტო ღირებულებას (დეპოზიტის შემთხვევაში კი განხორციელდება დეპონირებული თანხის ჩათვლა) და ცენტრის მეშვეობით ყიდის მას აუქციონის წესით. ამონაგები თანხა ჩაირიცხება დეპოზიტზე (ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გამოკლებით); ან მმართველი ორგანო გამოაცხადებს ხელახალ კონკურსს გრანტით შეძენილი მანქანა-დანადგარების ახალი მომხმარებლისათვის გადასაცემად და გამარჯვებულთან გააფორმებს ლიზინგის ხელშეკრულებას დადგენილი წესების დაცვით.