ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ტექნოლოგიების, მოწყობილობების, მომსახურების), საექსპორტო კონტოლის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №424

1999 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ტექნოლოგიების, მოწყობილობების, მომსახურების) საექსპორტო კონტროლის ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ

„შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს 1998 წლის 28 აპრილის კანონის შესრულების მიზ ნ ით:

1. აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის „დ“ პუნქტის, შესაბამისად ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (ტექნოლოგიების, მოწყობილობების, მომსახურების) საექსპორტო კონტროლის განხორციელება, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებეთაშორისო კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, დაევალოს საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს.

2. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ (თ. ბერუჩაშვილი) კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაინტერესებულ სამინისტროებთან, უწყებებთან ერთად ეროვნული უშიშროების საბჭოს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ საუწყებეთაშორისო კომისიასთან შეთანხმებით საექსპერტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხა შეუსაბამოს საერთაშორისო ორგანიზაციების ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საკონტროლო სიებს.

3. საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ:

– კანონის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეიმუშაოს და არსებული წესით საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად დებულება საექსპერტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის სახელმწიფო კონტროლის წესის შესახებ.

– მუდმივად აწარმოოს მუშაობა საექსპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ნუსხების საერთაშორისო ნორმებთან უნიფიცირების, ექსპორტის კონტროლის წესების რეალიზაციის მიმართულებით, რისთვისაც მოიზიდოს დონორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ტექნიკური დახმარება.

4. საკონტროლო სიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით დაწესდეს 15-თვიანი გარდამავალი პერიოდი.

აღნიშნული პერიოდია განმავლობაში საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრომ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი), საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ლ. ჭანტურია), საქართველოს მეცნიერებეთა აკადემიამ, სხვა დაინტერესებულმა სამინისტროებმა და უწყებებმა, განახორციელონ აუცილებელი სამუშაოები საექსპორტო კონტროლის სისტემის ჩამოსაყალიბებლად და მეწარმეთათვის მის გასაცნობად.

ე. შევარდნაძე