გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №429

1999 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ

სახელისუფლებო ვალდებულებების, კერძოდ პენსიების, ხელფასე�ბის, დახმარებებისა და სხვა დაცული მუხლების უკეთ დაფინანსების მიზნით:

1. გაუქმდეს მიმდინარე გადასახადებისა და საგადასახადო დავა�ლი��ა��ნებების ბიუჯეტიდან კუთვნილი მიმდინარე ან ვადაგადაცილებულ მისაღებლებთან გაქვითვის გზით აღსრულების პრაქტიკა.

2. შესაბამისად, ყველა მიმდინარე თუ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება გადაიხდება საკასო შენატანის, საბანკო გადარიცხვის ან სხვა ნეგოცირებადი ფინანსური ინსტრუმენტის მეშვე�ობით, და არ არის დამოკიდებული საბიუჯეტო რესურსებიდან მიმდი�ნარე ან მოსალოდნელი დაფინანსების მიღებაზე.

3. გადასახადების დაკავება დაფინანსების წყაროსთან არ განიხი�ლება ჩათვლად უნაღდო ანგარიშსწორების გზით და წინამდებარე აკრძალვა მასზე არ ვრცელდება.

4. ბრძანებულება ამოქმედდეს 1999 წლის 20 ივლისიდან.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „გადასახადებისა და საბიუჯეტო დავალიანებების უნაღდო ანგარიშსწორებით ჩათვლის წესის გაუქმების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112912/