გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №440
1999 წლის 16 ივლისი
ქ. თბილისი
გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ინსტიტუტის სტატუსისა და სახელწოდების შეცვლის შესახებ
საუნივერსიტეტო განათლების მიღებაში ქვეყნის ახალგაზრდობისათვის ხელშეწყობის, მეცნიერები ს ა და განათლების რეგიონალური ცენტრების განვითარებისა და დახმარების მიზნით:
1. გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ინსტიტუტს, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სამეცნიერო-პედაგოგიური კადრებით და აქვს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, მიენიჭოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტატუსი.
2. გორის სახელმწიფო ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ ინსტიტუტს ეწოდოს ,,გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი“.
3. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია), ფინანსთა სამინისტრომ (დ. ონოფრიშვილი), ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა) და საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლის მხარეში (ი. ბოჭორიძე) უზრუნველყონ ინს ტ იტუტისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში უმაღლესი სასწავლებლის საუნივერსიტეტო პროფილის სრულყოფისათვის ხელშემწყობ ღონისძიებათა განხორციელება.
ე. შევარდნაძე