დიპლომატიური სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებული ზოგიერთ სახელმწიფო მოხელის დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი შრომა
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №454

1999 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებში დასაქმებული ზოგიერთი სახელმწიფო მოხელის დიპლომატიური თანამდებობის პირთან გათანაბრების შესახებ

„დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ პუნქტის შესაბამისად,საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის, სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურის, საგარეო პოლიტიკის ანალიზის განყოფილების სახელმწიფო მოხელეები, დსთ-ს და მშვიდობიანი კავკასიის საქმეთა სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარე, მოადგილეები და მასში შემავალი განყოფილების უფროსები, აგრეთვე სახელმწიფო კანცელარიის მთავარი კონსულტანტი საერთაშორისო სამართლის საკითხებში გათანაბრებულ იქნენ დიპლომატიური თანამდებობის პირებთან.

ე. შევარდნაძე