საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მოქმედი სამხედრო
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №462

1999 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ

ეროვნული არმიის მშენებლობისა და მისი ახალი პრინციპების ჩამოყალიბების პროცესში ქართული მხედრული ტრადიციების აღორძინებისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მი ზ ნით:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიურ გამოშვებას მიენიჭოს საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელები.

2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების თაობაზე წარმოადგინოს წინადადებები გამოშვებამდე არა უგვიანეს სამი თვისა.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის 1999 წლის გამოშვებას მიენიჭოს ცოტნე დადიანის სახელი.

ე. შევარდნაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ“?
დიახ, სამართლებრივი აქტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ“ ამჟამად ძალაშია.
სად არის „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).

როგორ დავიმოწმოთ

სამართლებრივი აქტი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის ყოველწლიური გამოშვებისათვის საქართველოს ეროვნული გმირების – სახელოვანი მამულიშვილების საპატიო სახელების მინიჭების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/112960/