საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანიზაციის შეთანხმების ,,სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ" მოთხოვნების შესრულების ღონისძიებების თაობაზე
მიღების თარიღი 02.08.1999
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №469
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.001.
გამოქვეყნების წყარო სსმ, 38(45), 05/08/1999
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.08.1999 მიღება
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანიზაციის შეთანხმების ,,სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომების გამოყენების შესახებ" მოთხოვნების შესრულების ღონისძიებების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.chveulebrivi, li.chveulebrivi, div.chveulebrivi {mso-style-name:chveulebrivi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.gazeti, li.gazeti, div.gazeti {mso-style-name:gazeti; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №469
1999 წლის 2 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით აღნიშნული ორგანიზაციის შეთანხმების „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ“ მოთხოვნების შესრულების ღონისძიებების თაობაზე
საქართველოში სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ნორმების მომზადებისა და მიღებისას მათი საერთაშორისო კონვენციების, მათ შორის, სფს შეთანხმების, ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის, საერთაშორისო ვაჭრობისათვის ბარიერების შექმნის თავიდან აცილების მიზნით:
1. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) ფინანსთა სამინისტროსთან (დ. ონოფრიშვილი) შეთანხმებით 2000 წლიდან გაითვალისწინოს „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული საინფორმაციო ცენტრის“ (სფს-ს საინფორმაციო ცენტრი) დადგენილი წესით შექმნა. საინფორმაციო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მსო-ს წევრი სახელმწიფოების დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის საქართველოში მოქმედი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების ან მათი პროექტების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება, მსო-ს სფს შეთანხმების „ბ“ დანართში მოცემულ მოთხოვნათა შესაბამისად. ცენტრი პერიოდულად, დადგენილი წესით, მიაწოდებს ინფორმაციას მსო-ს სანიტარიული და ფიტოსანიტარიული საკითხების კომიტეტს, ყველა იმ ახლად შემოღებული ან განხილვაში მყოფ სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების შესახებ, რომლებმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი ზეგავლენა მოახდინონ საერთაშორისო ვაჭრობაზე.
2. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებების მომზადებისას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ (ნ. ჩხობაძე) იხელმძღვანელონ მსო-ს სფს შეთანხმების მოთხოვნებით, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ცხოველების ჯანმრთელობასა და მცენარეთა დაცვას.
3. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ღონისძიებები დაეფუძნოს საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს. თუ სფს-ს მიერ მიღებული ზომები არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და რეკომენდაციებს ან ასეთი საერთაშორისო სტანდარტები და რეკომენდაციები არ არსებობს, მსო-ს წევრ სახელმწიფოებს უნდა დაეგზავნოთ შეტყობინება სფს-ს მიერ მიღებული ზომების შესახებ, მსო-ს სფს შეთანხმების „ბ“ დანართის შესაბამისად.
4. სანიტარისა და ფოტოსანიტარიის (სფს) მიერ მიღებული ზომები დაეფუძნოს რისკის შეფასების კრიტერიუმებსა და საერთაშორისო პრაქტიკაში აღიარებულ რისკის შეფასების მეთოდებს. სფს ზომების მომზადებისას გათვალისწინებულ იქნეს როგორც საქონლის წარმოშობის ადგილი, ისე მისი საქართველოში დანიშნულების ადგილის მახასიათებლები.
5. სფს-ს მიერ მიღებული ზომები არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელ დისკრიმინაციას ანალოგიური პირობების მქონე ქვეყნებს (მათ შორის, საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებს) შორის. სფს-ს ზომები არ უნდა გამოიყენებოდეს იმგვარად, რომ გაუმართლებლად შეიზღუდოს საერთაშორისო ვაჭრობა.
6. იმ ქვეყნების სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიღებული ზომები, საიდანაც ხდება საქონლის ექსპორტი საქართველოში, ჩაითვალოს საქართველოში მოქმედი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების ეკვივალენტურად, მათ შორის განსხვავებების არსებობის შემთხვევაშიც კი, თუ ექსპორტიორი ქვეყანა დაასაბუთებს, რომ მისი სფს-ს ზომები უზრუნველყოფს იგივე ან უფრო მაღალი დონის დაცვას, რასაც საქართველოში მოქმედი სფს-ს ზომები.
7. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების შემოწმებისა და შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ, საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ სფს-ს შეთანხმების „ბ“ დანართის მოთხოვნების შესრულება.
8. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ მსო-ს მოთხოვნების შესაბამისად წარმოადგინონ წინადადებები ქვეყნის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სამსახურების ინსტიტუციონალური მოწყობის შესახებ.
9. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ე. შევარდნაძე