თბილისის საქალქო სამსამართლოს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/1159-10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 87, 13/12/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

2010 წლი ს 3 დეკემბერი

ქ. თბილისი

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

განმცხადებელი: მოვალე – შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანი’

საიდენტიფიკაციო კოდი 205203849

წარმომადგენელი: ლევან თარგამაძე (დირექტორი);

მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა;

სასამართლომ განიხილა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2010 წლის 8 ნოემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ და ითხოვა აღნიშნული საწარმოს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა. 2010 წლის 10 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს მიეცა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადა ხარვეზის შევსების მიზნით. 2010 წლის 29 ნოემბერს ლევან თარგამაძემ სასამართლოს მიმართა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით და სასამართლოს წარმოუდგინა ხარვეზების შესავსებად საჭირო დოკუმენტები.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ გაკოტრების მიზნით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე განცხადება აკმაყოფილებს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნ ე ს სასამართლოს წარმოებაში.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-17,მე-19, მე-20, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 29-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მოვალე – შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ (ს/კ 205203849) განცხადება მიღებულ იქნ ე ს სასამართლო წარმოებაში;

2. შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ (ს/კ 205203849) მეურვედ დაინიშნოს ალექსანდრე ქოროღლიშვილი – მცხოვრები: თბილისი, დ. გურამიშვილის გამზირი, კორპუსი 28, ბინა 47.

3. მოვალე შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ მეურვის თანხმობის გარეშე აეკრძალოს ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა. მოვალესა და მეურვეს განემარტოთ, რომ მათ შორის გარიგების დადების ან/და დადებული გარიგების შეწყვეტის თაობაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში, საკითხს წყვეტს სასამართლო;

4. აიკრძალოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა, პროცენტების, პირგასამტეხლოს და საურავების (მათ შორის, საგადასახადო და საბაჟო) დარიცხვა-გადახდა;

5. შეჩერდეს შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება;

6. გან ემა რტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ;

7. განემარტოს მოვალე შპს ,,მოდერნ კონსტრაქშენ კომპანის“ დირექტორს ლევან თარგამაძეს, რომ იგი ვალდებულია განცხადების წარმოებაში მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინოს მეურვეს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის, ასევე განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების შესახებ; მასვე განემარტოს, რომ ამ ინფორმაციის წარუდგენლობა, ინფორმაციის განზრახ დაგვიანებით ან გაყალბებული სახით წარდგენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;

8. განემარტოთ კრედიტორებს, რომ მათ უფლება აქვთ მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები წინამდებარე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. ამასთან, განემარტოთ კრედიტორებს, რომ თითოეულ მოთხოვნას თან უნდა ერთოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და მტკიცებულებები, აგრეთვე მოთხოვნები წარდგენილი და ასახული უნდა იქნ ეს ეროვნულ ვალუტაში;

9. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნ ე ს 2011 წლის 20 იანვარს, 1400 (თოთხმეტ) საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6, დარბაზი №28);

10. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, არა უგვიანეს 2010 წლის 14 დეკემბრამდე.განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც;

11. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებულ პირთა მიერ კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.

 მოსამართლე             თ. ჭუნიაშვილი